Connect with us

ჯანმრთელობა

პროდუქტები, რომლებიც ტვინის მუშაობას აუარესებენ და აზროვნებაში ხელს გვიშლიან

ტვინი ჩვენი ორგანიზმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა. ის ყველა სისტემის სწორ მუშაობაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, მასზე ზრუნვა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოთ. ინტერნეტში ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტებზე ბევრს საუბრობენ. ყოველდღიური მოხმარება მეხსიერებას აუმჯობესებს და ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. რომელი პროდუქტებია საზიანო და ანელებს ტვინის აქტივობას?

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტვინისთვის საზიანო პროდუქტების სიას, რომელიც სასურველია რაციონიდან გამორიცხოთ. უკიდურეს შემთხვევაში, დღიური ნორმა მინიმუმამდე შეამცირეთ. ეს პროდუქტები არა მხოლოდ ტვინს, არამედ ორგანიზმს აზიანებს. ექსპერიმენტი ჩაატარეთ: ქვემოთ მოცემულ პროდუქტებზე 1 თვით უარი თქვით. ნახეთ, რა გამოვა აქედან.

რომელი პროდუქტები ანელებენ ტვინის მუშაობას

ტრანსცხიმები

უჯერი ცხიმები, რომლებიც მცენარეული ცხიმების გადამუშავების შედეგად მიიღება. ტრანსცხიმებს დიდი რაოდენობით შეიცავს შემდეგი მავნე საკვები:

  • სწრაფი კვების პროდუქტები
  • ტკბილი პურფუნთუშეული
  • ჩიფსი, ტკბილი სიმინდის ჩხირები და მსგავსი წასახემსებელი ჭიქურში
  • მაიონეზი და მარგარინი

ტრანსცხიმებს ჰიდროგენიზებული ზეთიც შეიცავს, რომელიც ბევრ საკვებში გვხდება. ტვინის გარდა გულისა და სისხლძარღვების სისტემის მუშაობაზე გავლენას ახდენს. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ზეთი შეიძლება დემენციის და ალცჰაიმერის დაავადების მიზეზი გახდეს.

ბევრ ქვეყანაში ტრანსცხიმების გამოყენება აკრძალეს. ჩვენთან შეზღუდვა არსებობს, მისი რაოდენობა პროდუქტში 2%–ს არ უნდა აღემატებოდეს. საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის 2-2,5 გრ დღიური ნორმა უსაფრთხოდ ითვლება.

სწრაფი ნახშირწყლები

დღის განმავლობაში სწრაფად წახემსება გვიყვარს. განსაკუთრებით, როცა სრულყოფილი კვებისთვის დრო არ გვაქვს. სწრაფი ნახშირწყლებით მუცლის გავსება უფრო მარტივია. ის სისხლში შაქრის დონეს სწრაფად ზრდის. ენერგიის სწრაფ მატებას ვგრძნობთ, მაგრამ ეფექტი მალევე ქრება.

მიღებული შაქარი რომ გადაამუშავოთ, ორგანიზმი ინსულინის გამომუშავებას იწყებს. ეს ჰორმონი კალორიების განაწილებაზეა პასუხისმგებელი. მათი ნაწილი ძალების აღდგენაზე იხარჯება, დანარჩენი – ცხიმის ფენაში მიდის. როცა ინსულინის აფეთქება ცხრება, მას დაღლილობა და ცრუ შიმშილი ცვლის. ზედმეტი კილოგრამების მომატება მარტივია.

გლუკოზა თანდათან სისხლძარღვების კედლებს ანგრევს. ამ ადგილებში ჩნდება ათეროსკლეროზის ფოლაქები, რომლებიც ტვინში ჟანგბადის და ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერების მიწოდებას აფერხებს. სწრაფი ნახშირწყლები ყველა პროდუქტში შედის, სადაც შაქარია (ხილით და თაფლი დაწყებული და ალკოჰოლით და შაქრით დამთავრებული).

მარილიანი

კონსერვი, ძეხვი და მარილიანი თევზი ბევრ მარილს შეიცავს. ორგანიზმში ნატრიუმის დონის ზრდა წყლის დაგუბებას იწვევს. მასთან ერთად სისხლძარღვების კედლებიც სივდება. სისხლის მოძრაობა ნელდება. ადგილის გარღვევის მიზნით ლიმფა სისხლძარღვების კედლებზე წნევას ზრდის, ამით ჰიპერტონიას იწვევს. მაღალი არტერიული წნევის დროს ადამიანი ძლიერ თავის ტკივილს, გულისრევას და თავბრუსხვევას გრძნობს.

არომატიზატორები და საღებავები

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კონსერვანტები ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ. ეს ყველამ იცის, მაგრამ მათ ჭამას აგრძელებენ. არომატიზატორები კერძს გემრიელს ხდის, საღებავები – მადის აღმძვრელს. ტკბილი წყალი, ჟელე კანფეტი, სხვადასხვა სნექი, სოუსი და ნახევარფაბრიკატი სახიფათო დანამატებით სავსეა. მათ თავი აარიდეთ და უფრო სასარგებლო ალტერნატივა შეარჩიეთ.

თუ გსურთ, რომ ტვინმა სწრაფად და ეფექტურად იმუშაოს, უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ჭამთ. საკმარისია, პროდუქტის შემადგენლობა წაიკითხოთ. რაღაც საეჭვოა? დახლზე დააბრუნეთ. ასე საღ გონებას შეინარჩუნებთ და ტვინის სწრაფად დაბერებას თავიდან აიცილებთ.