Connect with us

ჯანმრთელობა

პროდუქტები, რომელიც ქოლესტერინს სისხლძარღვებიდან გამოდევნის

სისხლში ქოლესტერინის დონე არა მხოლოდ მოხუცებმა, არამედ ახალგაზრდებმაც უნდა აკონტროლონ. უკვე 20 წლიდან ქოლესტერინი სისხლძარღვების კედლებზე დაგროვებას იწყებს. ათეროსკლეროზი და ქოლესტერინის ფოლაქები ერთ დღეში არ ჩნდება, შესაბამისად, მხოლოდ ერთი პროცედურით სისხლძარღვების გაწმენდა არარეალურია.

ადამიანის ღვიძლი ასაკის მატებასთან ერთად მეტ ქოლესტერინს გამოიმუშავებს. პროცესი მედიკამენტებით შეგიძლიათ შეანელოთ ან სისხლძარღვების კედლებზე მისი დაგროვება თავიდან აიცილოთ. Alltime.ge–ს რედაქცია ხალხურ საშუალებებს გიზიარებთ.

ნივრის ნაყენი. 150 გ დაქუცმაცებულ ნიორს 150 მლ სპირტი დაასხით. ქილას თავსახური დაახურეთ და 10 დღე გრილ ადგილას გაიტანეთ. ვადის გასვლის შემდეგ მარლით გადაწურეთ. კიდევ 3 დღე გააჩერეთ. ნაყენი მზადაა. 20 წვეთი 50 გ წყალში გააზავეთ. დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში დალიეთ.

ასკილის, წიწვის და ხახვის ფურცლების ნახარში. 5 ს/კ დაქუცმაცებული წიწვი, 2 ს/კ ასკილი და 2 ს/კ ხახვის ფურცლები აურიეთ. 700 მლ ცხელი წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. ნახარში თერმოსში ჩაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ. 1 თვის განმავლობაში, ყოველდღე თითო ლიტრი ნახარში დალიეთ.

ნიგვზის ნაყენი. 1 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგვზის უღელი აიღეთ და 0,5 ლ არაყი დაასხით. 2 კვირა გრილ ადგილას შეინახეთ. 15-20 წვეთი 1 ს/კ წყალში გააზავეთ. 2 კვირა დღეში 3-ჯერ დალიეთ.

მარტივი ნარევი. ლიმონის წვენი, თაფლი და ზეითუნის ზეთი 1:1:1 თანაფარდობით აურიეთ. ყოველ დილით 1 ჩ/კ ნარევი ჭამამდე მიირთვით. ციტრუსი ქოლესტერინს ნებისმიერი ფორმით კარგად უმკლავდება. ლიმონის მარმელადი აუცილებლად სცადეთ!

ქოლესტერინი რომ დაარეგულიროთ და სუფთა სისხლძარღვები შეინარჩუნოთ, დიეტასთან ერთად აქტიური ცხოვრების წესი უნდა დაიცვათ. ბევრი იმოძრავეთ, ტრანსპორტის ნაცვლად ფეხით იარეთ, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. ასე სუფთა სისხლძარღვებს და ძლიერ ნერვულ სისტემას მიიღებთ!

Advertisement