Connect with us

ჯანმრთელობა

პროდუქტები დეტოქსისთვის: 10 გემრიელი პროდუქტი, რომ თავი უკეთ იგრძნოთ

ბოლო წლებში სხეულის დეტოქსიკაციის იდეა კვლავ პოპულარობას იძენს. ეს კონცეფცია ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ცნობილია, როცა ითვლებოდა, რომ გარკვეული პროდუქტების მიღებით ორგანიზმის შიგნიდან გაწმენდა შეიძლება.

და ნამდვილად, დიდი რაოდენობით მავნე საკვები, ცუდი წყალი და არახელსაყრელი ეკოლოგიური პირობები დაფიქრებას გვაიძულებს: გაუმკლავდება კი ჩვენი ორგანიზმი მასში მოხვედრილი მავნე ნივთიერებების და ტოქსინების გამოდევნის ამოცანას.

დღესდღეობით ორგანიზმის გაწმენდის უამრავი პოპულარული მეთოდი არსებობს. გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომლებიც თქვენს ორგანიზმს გაწმენდაში დაეხმარება.

ლიმონი

ლიმონი თავისი გამწმენდი თვისებებით უძველესი დროიდან ცნობილია. ეს ერთ-ერთი ეფექტური პროდუქტია მათთვის, ვისაც კანის მდგომარეობის გაუმჯობესება და ნივთიერებათა ცვლის პროცესების გააქტიურება სურს. ამ სასარგებლო ციტრუსის გამოყენებას გვერდს ვერც ერთი დეტოქს პროგრამა ვერ აუვლის.

ყველაზე მარტივი მეთოდი უზმოზე 1 ჭიქა წყლის ლიმონთან ერთად დალევაა. ეს საჭმლის მომნელებელი სისტემის და სისხლის მიმოქცევის სტიმულირებაში დაგეხმარებათ. გამააქტიურებელი ეფექტის გარდა ლიმონი სხვა უცვლელ თვისებებსაც ფლობს. მაგალითად, ლიმონი ორგანიზმიდან წიდების და ტოქსინების გამოდევნას აჩქარებს. რა თქმა უნდა, ლიმონი იმუნიტეტის გასაზრდელად, სურდოს და სხვა რესპირატორული დაავადების პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის აუცილებელია.

ჭარხალი

როგორც დეტოქს პროდუქტი, ჭარხალი მაღალი პექტინების შემცველობის წყალობით ლიმონის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, რომელიც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნაში დაგეხმარებათ. ბოსტნეული მდიდარია სხვადასხვა მინერალებით, C ვიტამინით, კალიუმით (კუნთებისთვის სასარგებლოა) და მანგანუმით (თირკმლის, ღვიძლის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჯანმრთელობას მხარს უჭერს). ჭარხალი ისეთი ორგანოების გაწმენდას ხელს უწყობს, როგორიცაა თირკმლები, შარდის ბუშტი და ღვიძლი. ამას კი ბოსტნეულში შემავალი ქლორი, მაგნიუმი, იოდი და მარილი განაპირობებს.

სტაფილო

როგორც აღმოჩნდა, ეს ბოსტნეული არა მხოლოდ მხედველობას აუმჯობესებს. ორგანიზმის გაწმენდის საქმეში უკანასკნელ როლს არ ასრულებს, თირკმლებიდან ტოქსინებს გამოდევნის და ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს. თუ დეტოქსის მიზნით სტაფილოს წვენის გამოყენება გსურთ, ჭარხალთან ერთად მიიღეთ. ეს ნატურალური კომბინაცია სისხლძარღვების სისტემისთვის დიდი რაოდენობით კალიუმის, მაგნიუმის და ბუნებრივი ანტიოქსიდანტების წყალობით ძალიან სასარგებლოა. კანისთვის სტაფილოს სასარგებლო თვისებები უკვე ცნობილია: სისხლის დაზიანებული უჯრედების აღდგენა და დატენიანება, ლამაზი რუჯის მიღება და შენარჩუნება ამ ნარინჯისფერ ბოსტნეულში შემავალი ბეტა-კაროტინის და დიდი რაოდენობის A ვიტამინის გარეშე შეუძლებელია.

კოჭა

კოჭის სასარგებლო თვისებებს ადამიანი უკვე წლებია იცნობს. მას დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ასევე დეტოქსის მიზნით იყენებენ. კოჭას ბუნებრივ ანტიბიოტიკს და ანტიოქსიდანტს ტყუილად არ უწოდებენ. ვიტამინების და ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო კოჭა ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას სტიმულირებს.

კაიენის წიწაკა

ეს სანელებელი ერთ-ერთ სასარგებლო პროდუქტად ითვლება. კაიენის წიწაკა ეფექტურად და სწრაფად მოქმედებს, ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს და აჩქარებს, სისხლს წმენდს და სისხლძარღვების სისტემაზე დადებითად მოქმედებს. ასევე კაიენის წიწაკა სისხლძარღვებში ათეროსკლეროზის ფოლაქების დაგროვებას ხელს უშლის. თუმცა კაიენის წიწაკა გონივრულად უნდა გამოიყენოთ: ის ერთ-ერთ ყველაზე ცხარე სანელებლად ითვლება.

გრეიფრუტი

გრეიფრუტს სხვადასხვა დიეტებში წონის შემცირების რეპუტაციის გამო ხშირად იყენებენ. ასევე კანცეროგენებისა და წიდებისგან სისხლის გაწმენდის უნარის წყალობით დეტოქსის მიზნით გამოგადგებათ. გრეიფრუტი ღვიძლში დეტოქსის პროცესებს ააქტიურებს, მისი წვენის რეგულარული მიღება კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, ქოლესტერინის და ინსულინის დონეს ამცირებს, ასევე ცელულიტს ებრძვის.

ანანასი

ეს ხილი სისხლს ქოლესტერინისგან წმენდს, საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს, ცხიმებს და ტოქსინებს მოგაშორებთ. ანანასში შემავალი ბუნებრივი ფერმენტი ენზიმი, ბრომელაინი საჭმლის მონელების პროცესს აჩქარებს, სპაზმებს ხსნის, პათოგენებს ანადგურებს და კუნთებს ადუნებს. თუ ანანასს დეტოქსის მიზნით იყენებთ, რეგულარულად ცარიელ კუჭზე ამ ხილის ორი ნაჭერი შეჭამეთ.

ვაშლი

ვაშლის წვენი ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს, ორგანიზმიდან წიდებს და ტოქსინებს გამოდევნის. ამ ხილში შემავალი უჯრედისი ნაწლავების მიკროფლორაზე დადებით გავლენას ახდენს, მას წმენდს და საკვების უკეთ ათვისებას ხელს უწყობს. ვაშლის მჟავა მავნე ბაქტერიებს ანადგურებს.

ნიახური

ნიახური უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც შარდმდენი საშუალება. ეს ბოსტნეული ელექტროლიტების ბალანსის აღდგენას და ორგანიზმიდან ტოქსინების და წიდების გამოდევნას შესანიშნავად უმკლავდება. ნიახურის რეგულარული მიღებით საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული უსიამოვნებები დაგავიწყდებათ.

ფორთოხალი

როგორც ლიმონი, ფორთოხალი C ვიტამინით მდიდარია, რომელსაც ორგანიზმი ტონუსში მოყავს, მას აახალგაზრდავებს და ენერგიით ავსებს. ფორთოხლის წვენი სისხლს წმენდს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს. რა თქმა უნდა, იმუნიტეტზე ამ ხილის ეფექტური ზემოქმედების დავიწყება არ შეიძლება.

უნდა გახსოვდეთ, რომ დეტოქს პროდუქტები გონივრულად უნდა მიიღოთ. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინეთ, შერჩეულ მეთოდს მხარი დაუჭირეთ და დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობთ, უფრო მეტი ძალა და ენერგია გაქვთ, ხოლო გარეგნობა ბევრად უფრო გაუმჯობესდა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.