Connect with us

ჯანმრთელობა

პროდუქტების სია, რომლიდანაც ორგანიზმი კალციუმს უკეთ ითვისებს

კალციუმი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას უზრუნველყოფს. კალციუმი კუნთების სწორად შეკუმშვაზე, სისხლის შედედებასა და ჰორმონების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. ბავშვებში მისმა დეფიციტმა შეიძლება ზრდასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ზრდასრულები და ხანდაზმულები კალციუმის დეფიციტის დროს ოსტეოპოროზით და კრუნჩხვებით იტანჯებიან. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად უნდა იცოდეთ, თუ რომელ პროდუქტშია ბევრი კალციუმი.

ამ სიაში ხაჭო ლიდერობს. ორგანიზმი ხაჭოს კარგად ითვისებს და რძისგან განსხვავებით ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ დროს, თუნდაც ღამით შეგიძლიათ მიირთვათ. მხოლოდ ერთი პროდუქტით არ შემოიფარგლოთ. კიდევ ბევრი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი არსებობს. დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვება აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტების მომარაგებაში დაგეხმარებათ. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზოთ კალციუმის 7 ბუნებრივ წყაროს.

კალციუმით მდიდარი პროდუქტები

ოხრახუში

100 გ ოხრახუში 130 მგ კალციუმს შეიცავს, ზუსტად ამდენ C ვიტამინს და 3 გ ცილას. რა თქმა უნდა, მწვანილის მოყვარულები მთელ კონას სიამოვნებით მიირთმევენ, მაგრამ სჯობს სალათს, წვნიანს ან სხვა კერძს დაუმატოთ. ოხრახუში მზაკვარ ფიტინის მჟავას (კალციუმის ათვისებას აფერხებს) ანეიტრალებს, რომელიც მარცვლეულში, კაკალსა და პარკოსანში გვხდება.

ნიორი

სურდოსთან ბრძოლის ხალხური ფავორიტი კალციუმის კარგი მარაგით გამოირჩევა. ადამიანებს, რომლებმაც ყოველდღიურ რაციონში ნიორი ჩართეს, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები ნაკლებად აწუხებთ. ბოსტნეული ხორციან კერძებს, სალათებს და წასახემსებლებს იდეალურად ავსებს.

თხილი

თუ თხილის მირთმევა გადაწყვიტეთ, მისი კალორიულობა არ დაგავიწყდეთ. დღეში 1 მუჭა საკმარისია. ზედმეტად არ გაგიტაცოთ. სხვა კაკალს შეგიძლიათ აურიოთ.

სარდინი ზეთში

სარდინს ძვლიანად აკონსერვებენ, ამიტომ ბევრ კალციუმს შეიცავს. D ვიტამინის წყალობით, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს, მიკროელემენტს ორგანიზმი უკეთ ითვისებს. ცხიმების გამო არ იდარდოთ, მათგან ნახევარი ნახევრად უჯერია. თამამად მიირთვით, სხეულის ფორმები არ დაზარალდება.

ნუში

სასარგებლო კაკალია, მაგრამ სიურპრიზით. ფიტინის მჟავის ნამდვილი საწყობია. ანგარიშიდან ჩამოწერა მაინც არ ღირს. საკმარისია, ნუში სუფთა წყალში 12 საათით ჩაალბოთ და პრობლემა მოგვარებულია. თხილის მსგავსად ძალიან კალორიულია. გახსოვდეთ, რომ დღეში მაქსიმუმ 1 მუჭა.

სეზამი

თუ მცენარეულ პროდუქტებზე ვსაუბრობთ, სეზამი ნომერ პირველია. 100 გ სეზამი მთელ 975 მგ კალციუმს შეიცავს. მართალია, ამდენი სეზამის ჭამა პრობლემურია. ხშირად ცომეულის და წასახემსებლების დანამატად იყენებენ. გოზინაყი სულ სხვა ამბავია. ასეთი რაოდენობის შაქარი ჯანსაღი არაა. სეზამი ფიტინის მჟავითაც ნომერ პირველია. წინასწარი დამუშავება დაგეხმარებათ. თესლი 4 საათით წყალში ჩაალბეთ, შემდეგ მშრალ ტაფაზე შეწვით.

პარმეზანი და სხვა ხმელი ყველი

პარმეზანი ძვირადღირებული ყველია და ბუტერბროდებში იშვიათად გამოიყენება. რაც ყველაზე საინტერესოა, 100 გ პროდუქტი უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე ადამიანს დღეში სჭირდება. პრინციპში, უბრალო ყველი დიდად არ ჩამორჩება. სხვა მიზეზით ზედმეტად მირთმევას მოერიდეთ. ხმელი ყველის უჯერი ცხიმები თქვენს გვერდებზე ადგილს სწრაფად იპოვის.

პროდუქტების დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია და სუფრაზე ხშირად გვხდება. სწორედ ამიტომ, კალციუმის დღიური ნორმის მიღება რეალურია. აბების ყიდვას თავი დაანებეთ, რომელიც ხშირად შედეგს არ იძლევა. სწორ კვებაზე კონცენტრირდით.

Advertisement