Connect with us

საკითხავი

პლუტონი მერწყულში გადადის და ჩვენს ცხოვრებას ცვლის. ასტრონომიული მოვლენის დეტალური ანალიზი

პლუტონი ნიშანს იცვლის, ამბობს ასტროლოგი ანჯელა პერლი. ამ პატარა პლანეტას დიდი კარმული ძალა აქვს, ამიტომ მისი ნებისმიერი ცვლილება ჩვენს გავლენას ახდენს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა ცვლილებებია მოსალოდნელი უახლოესი 20 წლის განმავლობაში.

პლუტონი ნიშანს იცვლის

პლუტონი ნელი პლანეტაა. ადამიანზე იშვიათად, მაგრამ ძლიერ გავლენას ახდენს. ბოლოს ნიშანი 2008 წელს შეიცვალა, რამაც მთელ მსოფლიოსი ფინანსური კრიზისი მოუტანა.

რას უნდა ველოდოთ 2023 წელს, 15 წლის შემდეგ? პლუტონი მიგანიშნებთ, რომ თქვენი ცხოვრების დიდი ციკლი დასრულდა. 2008 წელს დაწყებული საქმე წელს დასრულდება. ეს როგორც კარიერას, ასევე პირად ურთიერთობას შეიძლება ეხებოდეს.

პლუტონი თხის რქიდან მერწყულში გადადის. მორიგი გადასვლა მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოხდება. პლუტონი კონტროლის სიმბოლოა, ხოლო მერწყული თავისუფლების. მათი შეჯახება დედამიწაზე დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.

გაიზრდება პროტესტები. ბევრი ადამიანი საკუთარ უფლებებს საქმით დაიცავს. პლუტონს ყველაფრის გათანაბრება უყვარს, ამიტომ ადამიანების ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება. მდიდარს მოაკლდება, ღარიბს მოემატება.

მსოფლიოს ფინანსური სისტემა შეიცვლება. ისევ მოსალოდნელია ფინანსური კრიზისი. ბევრ ქვეყანაში ახალ საგადასახადო კანონებს და სოციალურ რეფორმებს მიიღებენ. ასტროლოგის თქმით, 2044 წელს პენსია, როგორც ფენომენი, შეიძლება გაქრეს.

„დიქტატორები დამარცხდებიან. კავშირის საშუალება შეიცვლება. ახალი ინტერნეტ პლატფორმები გამოჩნდება“ – ამბობს ანჯელა პერლი. საავიაციო სფერო წინ, რაც ფრენის ფასებზე იმოქმედებს. მთელ პლანეტაზე გამალებული შეიარაღების კიდევ ერთი რაუნდი დაიწყება.

უახლოესი მომავლის პროგნოზი

მეცნიერები ბევრს გაარკვევენ ნერვული დაავადებების შესახებ. მათი მკურნალობის ახალ მეთოდებს გამოიგონებენ. ჩატარდება კვლევები და გამოვლინდება, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა გაჯეტი ადამიანის ნერვულ სისტემაზე. გამორიცხული არაა, რომ ტექნიკის გამოყენების მარეგულირებელი წესები შემოიღონ.

უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი განვითარდება და რობოტების ახალი მოდელები გამოჩნდება. შეძლებენ იმ დაავადებების მკურნალობას, რაც ადრე უკურნებლად ითვლებოდა. განვითარებული ტექნოლოგია ადამიანს დიდხანს ცხოვრებაში დაეხმარება.

პლუტონი უბრალო ხალხზე ფოკუსირებულია, ამიტომ მომდევნო 20 წელი სხვადასხვა ხალხსა და მათ საჭიროებებზე კონცენტრირდება. დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მმართველობა თანდათან გაქრება.

უკვე ახლა ავსტრალიაში დედოფლის გამოსახულების მონეტების ამოღება დაიწყეს. მომდევნო 20 წელი, სანამ პლუტონი მერწყულშია, ავსტრალიას შანსი აქვს, რომ რესპუბლიკა გახდეს.

მთელ მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა ძლიერ შემცირდება. მიზეზი სხვადასხვა ომი და კონფლიქტია, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება. პანდემიაც მოსალოდნელია. ამავდროულად, ბევრი ბავშვი დაიბადება. პლუტონი ხომ დასაწყისის და დასასრულის, სიცოცხლის და სიკვდილის სიმბოლოა.

გამოჩნდება ახალი მეთოდები, რომელთა დახმარებით ბევრი ადამიანი შვილების ყოლას შეძლებს. სასიხარულოა მათთვის, ვინც ამის გაკეთებას წლები ცდილობს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ იღებს. მედიცინა და ფსიქოლოგია სხვადასხვა დამოკიდებულებასთან ეფექტურად გამკლავებას ისწავლის.

ასტროლოგის რჩევა

„საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეები ხელში აიღეთ, თუ არ გსურთ, სხვამ გაკონტროლოთ“ – გირჩევთ ასტროლოგი ანჯელა პერლი. ყოველთვის აქტუალური რჩევაა, არა მხოლოდ მაშინ, როცა პლუტონი მერწყულშია.

პლუტონი ზოდიაქოს ყველა ნიშანს ბევრ ცვლილებას მოუტანს. მის გავლენას ყველა შენიშნავს.

Advertisement