Connect with us

მოდა და სტილი

პიჯაკის ჩაცმის 7 ვარიანტი, რომ ყველამ აღფრთოვანებით შემოგხედოს

პიჯაკი როგორც ქალის, ასევე კაცის გარდერობის ერთ–ერთი საბაზისო ელემენტია. უკვე დიდი ხანია პიჯაკი მხოლოდ საქმიანი სტილის ნაწილი არაა. ეს ნივთი ბევრ სხვა სტილსა და მოდურ მიმართულებაში გვხვდება.

ფერების, მასალების და ფასონების სიმრავლე შესაფერისი პიჯაკის პოვნის საშუალებას გვაძლევს. პიჯაკის არჩევისას სიგრძე, ტექსტურა, კომპლექცია და მოხერხებულობა გათვალისწინებული უნდა იყოს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორი პიჯაკებია მოდაში, როგორ და რასთან ერთად ჩაიცვათ და რომელი პიჯაკი არ დაკარგავს აქტუალობას კიდევ რამდენიმე წელი.

პიჯაკის 7 მოდური ვარიანტი

ყოველწლიურად წამყვანი დიზაინერები თავიანთი კოლექციების ჩვენების შემდეგ ღირებულ რეკომენდაციებს იძლევიან, თუ როგორ უნდა ატაროს პიჯაკი მოდურმა ქალმა, რომ ყოველთვის მშვენივრად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდეს. გიზიარებთ ყველაზე მოდურ და პრაქტიკულ მოდელებს.

კუბოკრული პიჯაკი

კუბოკრული პიჯაკი ნებისმიერ რამეს შეგიძლიათ შეუხამოთ. მაგალითად, ღია ფერის სპორტულ მაისური ან როლინგს. სპორტული მაისურით სიმკაცრეს მოაშორებთ და ქუჩის იდეალურ ვარიანტს მიიღებთ. როლინგს მასიური ბიჟუტერია შემატეთ და მოდური და ძლიერი ქალის იმიჯს მიიღებთ.

ღია ფერის კოსტუმი

მოსაწყენი საოფისე კოსტუმი უჩვეულო ჩაცმულობად მარტივად შეგიძლიათ აქციოთ. ამისთვის დეკორატიული ელემენტები დაუმატეთ. მაგალითად, გამაგრილებელი ფერის ჩანთა ან ლამაზი ყელსაბამი. მკაცრი საოფისე პერანგი ატლასის ბლუზით შეცვალეთ ან სპორტული მაისური ჩაიცვით. ასე მგრძნობიარე იმიჯს შექმნით.

შავი პიჯაკი

დღეს ყველაზე უნივერსალური ვარიანტია, რომელიც მოდურად, მდიდრულად და ცოტა მკაცრად გამოიყურება. სიმკაცრის შესარბილებლად ფერადი აქსესუარები ან ნატურალური ფერის (მდოგვისფერი, მწვანე) შარვალი გამოიყენეთ. ზრდასრული ქალისთვის შავი კოსტუმი და თეთრი პერანგი შესაფერისია. მას წითელი ან შავი ფერის მაღალქუსლიანი ნავი ფეხსაცმელი შემატეთ.

თეთრი პიჯაკი

თეთრი ან რძისფერი პიჯაკი ყოველთვის მომგებიანი ვარიანტია, რადგან მოდიდან არასდროს გადავა. თითქმის ნებისმიერ ნივთს უხდება. მას მკაცრი ან უფრო თანამედროვე სტილი შეგიძლიათ შემატოთ. მისი მრავალმხრივობა გაგახარებთ. იდეალურია, თუ პაემანზე, სამსახურში ან წვეულებაზე მიდიხართ.

ოვერსაიზ პიჯაკი

მოცულობითი და ტანზე მომდგარი სამოსების კომბინაცია ახლა მოდაშია. მოცულობით პიჯაკს როლინგი, მაისური ან მოკლე ტოპი შემატეთ, თუ სხეულის ფორმები საშუალებას გაძლევთ. უფრო თავშეკავებული და საინტერესო სტილისთვის მოდურ პიჯაკს ღია ფერის ჯინსი და თავისუფალი თეთრი პერანგი შემატეთ.

გრძელი პიჯაკი წვრილი ნიმუშებით

იდეალურია მათთვის, ვინც ყოველდღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადის. გრძელი პიჟაკის ქვეშ ფანქრის ფორმის ქვედაკაბა ან ფართო შარვალი ჩაიცვით. პირველი უფრო საოფისე სტილია, მაგრამ სხეულის ფორმებს კვეთს. მეორე უფრო კაშკაშა და თამამი. მასში ნებისმიერ წვეულებაზე იბრწყინებთ.

ფერადი პიჯაკი

და ბოლოს, გადახედეთ ფოტოებს, სადაც მოდელებს ფერადი ლურჯი პიჯაკები აცვიათ. მათ სხვადასხვა ფასონი, ფერი და მასალა აქვთ. ერთი და იმავე ფერი განსხვავებულად გამოიყურება. პირველი ვარიანტი, უდავოდ შესაფერისია ქალისთვის, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს. თამამი ვარიანტია, რომელიც ბრბოში გამოგარჩევთ. აქ სათვალე შესაფერისია. მეორე ვარიანტი უფრო ყოველდღიურია. პლუშის მასალის ხარჯზე პიჯაკი თბილი, კომფორტული და მოდურია. ასეთ პიჯაკს კრემისფერი დეტალები შემატეთ.

სტილის შექმნაში აქსესუარები, ასევე ფეხსაცმელი და ჩანთა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათი დახმარებით სტილის გამრავალფეროვნებას შეძლებთ.

Advertisement