სახლი და დიზაინი
ოჯახების 93%-ს საწოლის ტკიპები აწუხებს. შეამოწმეთ, გყავთ თუ არა ტკიპები საწოლში
ისეთი მწერები, როგორებიც საწოლის ტკიპებია, კაცობრიობისთვის მრავალი ათასწლეულის მანძილზე ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცოცხალი არსებების სისხლით იკვებებიან, ვერ ვიტყვით, რომ მათ სერიოზული ზიანი მოჰქონდათ ადამიანებისთვის. ის, რომ ტკიპა დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს, არაა დამტკიცებული, თუმცა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება მათ ნაკბენზე ჰქონდეს ალერგია. ტკიპა შედარებით უსაფრთხო პარაზიტია ადამიანისთვის, თუმცა, დამეთანხმებით, სასიამოვნო ნამდვილად არაა, როცა თქვენს მეზობლად ასეთი მწერი ცხოვრობს.
ტკიპების მოშორება მარტივი არაა და, ყველაზე ხშირად, ისინი საწოლებში ცხოვრობენ. ესენი ღამის მწერები არიან, დღით არც კი ეჭვობთ, რომ თქვენს საწოლში ტკიპები ცხოვრობენ, სამაგიეროდ, დილაობით მრავალრიცხოვანი ნაკბენით იღვიძებთ. თვითონ ნაკბენი უმტკივნეულოა, თუმცა მოგვიანებით ადამიანი განიცდის ქავილსა და კანის გაღიზიანებას. სწორედ ესაა იმის ნიშანი, რომ თქვენს სახლში ტკიპები ცხოვრობენ.
როცა ამ უსიამოვნო “მეზობლობას” აღმოაჩენენ, პანიკაში ცვივდებიან ხოლმე. სამწუხარო ამბავი: ტკიპები სახლების 93%-ში ცხოვრობენ. თუ სასტუმროებსა და ჰოსტელებზე ვისაუბრებთ – 75%.
საწოლის ტკიპების რიცხვი იზრდება ზაფხულში, თუმცა არც სხვა სეზონებზე ქრებიან, უბრალოდ ცოტათი მცირდებიან რაოდენობაში. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხშირად, თვითონ ადამიანები ავრცელებენ საწოლის ტკიპების კვერცხებს ადგილიდან ადგილზე გადაადგილების დროს, მაგალითად, მოგზაურობისას.
როგორ განვსაზღვროთ ტკიპების არსებობა?
ნაკბენებისა და ქავილის გარდა, ყურადღება მიაქციეთ:
- საწოლის თეთრეულს, მასზე შეიძლება სისხლის კვალი დარჩეს;
- ტკიპების ექსკრემენტების შავ ლაქებს;
- უცნაური სუნი ბინაში, რომელსაც ტკიპების არომატული ჯირკვლები გამოჰყოფს.
რა თქმა უნდა, ამ პარაზიტებთან ბრძოლაში ყველაზე მთავარია სახლის სისუფთავე. თეთრეულის რეგულარული გამოცვლა, დალაგება, იატაკის, კედლების მოწმენდა და სხვ. არ აძლევს ტკიპებს გამრავლების საშუალებას.