Connect with us

ჰოროსკოპი

ოქტომბრის ასტროპროგნოზი. ვის მოუტანს შემოდგომის მეორე თვე ბევრ წარმატებას

ასტროლოგებმა ოქტომბრის პროგნოზი უკვე გააკეთეს და სამი იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი გამოავლინეს. მათ სიურპრიზებით და ბედნიერებით სავსე თვე ელოდებათ. მთავარია, რომ წარმატებას უმოქმედოდ არ დაელოდოთ, არამედ ბედის ნიშნები მოძებნოთ და თქვენს სასიკეთოდ მაქსიმალურად გამოიყენოთ. ნახეთ, ვის გაუღიმებს ბედი შემოდგომის მეორე თვეს.

ოქტომბრის იღბლიანები

ბედის ნებიერებს შორის მხოლოდ 3 ზოდიაქოს ნიშანი მოხვდა. თუ მათ შორის არ ხართ, იმედი არ გაიცრუოთ. გახსოვდეთ, მთავარია, მიზნისთვის დაუღალავად შრომა არ შეწყვიტოთ. ასე წარმატების მიღწევას ყველა შეძლებს.

მშვილდოსანი

ოქტომბერში ბედი გაგანებივრებთ. კარიერაში უდიდესი წარმატება გელით. თქვენ შეიძლება დიდი პროექტის დამთავრება შეძლოთ ან მსხვილ დამკვეთთან ხელშეკრულება გააფორმოთ. უფროსობა თქვენი ნიჭით და მიღწევებით კმაყოფილი დარჩება. შეიძლება კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ. ხელფასის გაზრდის დიდი შანსია. როგორც იქნა, ბევრი ფული გექნებათ, რომ ოცნებები აიხდინოთ,

გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფრის მისაღებად ბევრი უნდა იშრომოთ. უფროსებთან თავი კარგად წარმოაჩინეთ. შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.

ლომი

ლომი პროფესიულ საქმეში თავის რეალიზებას შეძლებს. შემოსავალი გაიზრდება. შეიძლება საოცნებო თანამდებობაც მიიღოთ. ოქტომბერში ბევრ დიდებას და აღიარებას მიიღებთ, მაგრამ ამის გამო ცხვირი არ აწიოთ და მუშაობა გააგრძელეთ.

თქვენი სოციალური სტატუსი შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, მოსალოდნელია ოჯახის შექმნა ან მატება. ამბავი გაგახარებთ.

ქალწული

სასიყვარულო სფეროში წარმატებას მიაღწევთ. დიდი შანსია მეორე ნახევარი იპოვოთ, თუ ჯერ კიდევ საყვარელი ადამიანი არ გყავთ. ახალ ნაცნობებს შორის შეიძლება თქვენი ცხოვრების მეგზური იპოვოთ. ბობოქარი რომანი სწრაფ ქორწილში გადაიზრდება.

თუ მეორე ნახევარი უკვე გყავთ, ოჯახისა და სამსახურის დაბალანსების შანსს მიიღებთ. პარტნიორული კავშირის გასამყარებლად სადმე ცოტა ხნით დაისვენეთ. ბევრი ქალწული თვის ბოლოს ოჯახში მატებაზე ახალ ამბავს გაიგებს.

ყველას სანუკვარი სურვილების ასრულებას გისურვებთ! შანსი ხელიდან არ გაუშვათ, რომ სიყვარულსა და კარიერაში წარმატებებს მიაღწიოთ.

Advertisement