ჯანმრთელობა
“ოქროს რძე” – სასმელი რომელიც ყველა 40 წელს გადაცილებული ქალისთვის აუცილებელი სასმელია
კურკუმას დადებითი თვისებები დიდი ხანია ცნობილია. ინდოეთში ამ სასწაულებრივ სუნელს თითქმის ყველა საჭმელში ამატებენ, ალბათ ამიტომ ცხოვრობენ ინდოელები დიდ ხანს, მიუხედავად რთული საცხოვრებელი პირობებისა და სიღარიბისა. კურკუმა სხვადასხვა ტკივილების დროს დაგეხმარებათ, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და წონასაც დაგაკლებინებთ.
მისი სამკურნალო ძალა მასში შემავალ ბუნებრივ ნივთიერებაშია, რომელიც ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება, ღვიძლიდან გამოდევნის ტოქსინებს, ასტიმულირებს ნაღვლის ნაკადს, აღადგენს უჯრედებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამავდროულად, ასუსტებს ორგანიზმში ანთებით პროცესებს, ასტიმულირებს ტვინის კოგნიტურ ფუქნციას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და შაქრის დონეს. გარდა ამისა ბევრი ამტკიცებს, რომ ამ სუნელის რეგულარული მოხმარება კურნავს კიბოს და ანელებს სიმსივნის ზრდას.
კურკუმას გამოყენების ყველაზე ეფექტური საშუალებაა – მისი რძეში დამატება. ეს სასმელი დაგეხმარებათ სურდოს, გაციების, თავისა და სახსრების ტკივილისას. ის არეგულირებს წნევას, გვეხმარება ჭარბწონიანობისას და საკვების მომნელებელი სისტემის დარღვევების დროს. ეს სასმელი ასევე ღვიძლსაც წმენდს და ამაღლებს იმუნიტეტს.
“ოქროს რძე” პრობლემური კანის შემთხვევაშიც დაგეხმარებათ.
როგორ მოვამზადოთ “ოქროს რძე”
ინგრედიენტები:
- 1 ჩაის კოვზი კურკუმოს პასტა
- 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1 ჭიქა რძე
- თაფლი
თავიდან, მოამზადეთ პასტა. ამისთვის დაგჭირდებათ დაახლოებით 50 გრამი კურკუმოს ფხვნილი. აურიეთ ის ნახევარ ჩაის კოვზ დაფქულ წიწაკასთან. დაასხით ნახევარი ჭიქა გაციებული ანადუღარი წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ სქელ პასტისებურ მასამდე. გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში, დაახურეთ თავი და შეინახეთ მაცივარში.
ჩაასხით ქვაბში რძე, დაუმატეთ 1 კოვზი კურკუმოს პასტა და ხარშეთ დაახლოებით 15 წუთი. ბოლოს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და თაფლი, აცადეთ გაგრილება და დალიეთ.
ამ სითხეს თუ მუდმივად მიიღებთ, შედეგს ნამდვილად დაინახავთ: ძალიან მალე, გამოჯანმრთელდებით და გაახალგაზრდავდებით!