Connect with us

თავის მოვლა

ოქროს ნიღბის სწორი რეცეპტი თვალის გარშემო კანის მოსავლელად

ქალები ნაოჭების გამოჩენისთანავე ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებას იწყებენ, რომ ნაოჭები გააქრონ და შეამცირონ. ბევრმა იცის ეფექტური ოქროს ნიღბის შესახებ, რომელსაც უძველესი დროიდან ინდოეთში იყენებენ. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ ოქროს ნიღაბი სწორად.

რატომ უწოდებენ ნიღაბს ოქროს ნიღაბს

საქმე ძვირფას ლითონში არაა. სახელი მსგავსი ფერის გამო მიიღო. მთავარი ინგრედიენტი კურკუმაა, რომელსაც ოქროსფერი შეფერილობა აქვს.

ოქროს ნიღბის თავისებურებები

საშუალება პოპულარულია და ცნობილია იმით, რომ მისი გამოყენება ყველა ტიპის კანზე შეიძლება. თან იმდენად მარტივად მზადდება, რომ სახლის პირობებშიც შეძლებთ. სპეციალისტის დახმარება არ დაგჭირდებათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ნიღაბი აბსოლუტურად ნატურალურია. მასში მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტები შედის.

ვინ უნდა გამოიყენოს

ნიღაბს მოქმედების ფართო სპექტრი აქვს. სწორედ ამიტომ, ბევრი მაჩვენებელი აქვს:

  • ბატის თათები
  • გაფართოებული ფორები
  • ჩამოკიდებული ქუთუთო
  • სისხლძარღვების ბადე
  • კანის სიმშრალე
  • ხორკლიანი ზედაპირი
  • პიგმენტაცია
  • თვალების ქვეშ ტომრები

ვინ არ უნდა გამოიყენოს

სანამ ნიღაბს გამოიყენებთ, დარწმუნდით, რომ მის კომპონენტებზე ალერგია არ გაქვთ. ინდივიდუალური აუტანლობა ერთადერთი უკუჩვენებაა. მგრძნობელობაზე ტესტის ჩასატარებლად ცოტა ნიღაბი მაჯაზე წაისვით და 2 წუთის შემდეგ რეაქციას დააკვირდით.

შემადგენლობა:

  • ½ ს/კ კურკუმა
  • 3 წვეთი ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ საკვები სოდა

რეცეპტი:

  1. ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
  2. 10 წუთით გააჩერეთ.

გამოყენება:

  1. კანი გაიწმინდეთ.
  2. ნიღაბი თვალის ირგვლივ კანზე წაისვით.
  3. თხელ ფენად გადაინაწილეთ.
  4. 20 წუთით გაიჩერეთ.
  5. ნარჩენები კარგად მოიშორეთ.
  6. კრემით დაატენიანეთ.

ზოგიერთ შემთხვევაში 5 წუთით გაჩერება საკმარისია. თუ ნაზი კანი გაქვთ, გამოყენების დრო შეამცირეთ.

ოქროს ნიღბის გამოყენებიდან 1 კვირაში თვალების გარშემო გლუვ და ხავერდოვან კანს მიიღებთ.