Connect with us

საკითხავი

ოქრომჭედელმა მასწავლა, როგორ შევამოწმო ოქრო სახლის პირობებში

ნებისმიერი ქალი ბზინვარე აქსესუარებზე გიჟდება. ერთ დროს საიუველირო მაღაზიაში ვმუშაობდი და ძვირადღირებული სამკაულების მორგებას გიჟურად ვცდილობდი. ოქროს შემოწმებაც გვქონდა. ამისთვის ოქრომჭედელი სპეციალურ საშუალებას იყენებდა. საიდუმლოდ გამიმხილა, რომ ძვირფასი ქვის ნამდვილობის დასადგენად უფრო მარტივი მეთოდიც არსებობს. ეს მეთოდი შეგიძლიათ სახლის პირობებში გამოიყენოთ.

დავინტერესდი, მეთოდი ნამდვილად მუშაობს თუ არა. სხვადასხვა ლითონის დეტალი შევაგროვე და ოქროს ბეჭედი ავიღე. ექსპერიმენტი გასართობი იყო და მოლოდინი სრულად გაამართლა. თქვენც შეგიძლიათ თქვენი სამკაულები შეამოწმოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, თუ როგორ და რისი დახმარებით შეამოწმოთ ოქროს სამკაულები სახლის პირობებში.

ოქროს ნამდვილობის შემოწმება

შესამოწმებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი საშუალება, რომელიც, სავარაუდოდ, თქვენს აფთიაქში მოიძებნება. საუბარია ამიაკის ხსნარზე. ასევე დაგჭირდებათ ბამბის ჩხირი.

ოქროს ნაწარმის შემოწმებამდე სხვა ფერადი ლითონი შევამოწმე. ნახეთ, რა რეაქცია ჰქონდა თითბერს ამიაკზე.

ბამბის ჩხირი ამიაკის ხსნარში დავასველე და ნაწარმზე 10-15 წამით დავადე. ლითონთან კონტაქტისას ხსნარმა ფერი შეიცვალა და ბამბა გალურჯდა.

ასეთივე რეაქცია სპილენძის მილის შემოწმებისას მივიღე. ბამბის შეღებვას უფრო ნაკლები დრო დასჭირდა.

ახლა ოქროს ბეჭდის დრო მოვიდა. სუფთა ბამბის ჩხირი ამიაკში დაასველეთ და ლითონს წაუსვით.

როგორც ხედავთ, ბამბა თეთრი დარჩა, ხოლო ბეჭედზე არანაირი ლაქა არაა. პირიქით, ახალივით ბრწყინავს.

აი, ასეთი მარტივი მეთოდით თქვენი სამკაულების შემოწმებას შეძლებთ. ჩვენ ერთი ყალბი სამკაული ვიპოვეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ბიჟუტერიას და მოოქროვილ ძვირფასეულობას სჯობს ამიაკი არ წაუსვათ. შეიძლება სამკაული გააფუჭოთ. თქვენ რომელ მეთოდებს იყენებთ ოქროს შესამოწმებლად?