Connect with us

ყვავილები

ორქიდეა ფესვებს ზრდის, მაგრამ არ ყვავილობს. რა გავაკეთოთ

ოთახის ორქიდეა ლამაზი მცენარეა, რომელიც კაშკაშა ყვავილებით გვახარებს. ზოგჯერ ფესვები იმდენად იზრდება, რომ ქოთნიდან გადმოდის და მთელ სილამაზეს აქრობს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, შეიძლება თუ არა ორქიდეის საჰაერო ფესვების მოჭრა.

პირველ რიგში, გონივრულად იმოქმედეთ, რომ ყვავილი არ დაზიანდეს. არის შემთხვევები, როცა ორქიდეასთვის ფესვების გადაჭრა აუცილებელია.

საჰაერო ფესვები

ქოთნის ზემოთ მწვანე ფესვი ყვავილის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დახმარებით საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირება ხდება. ამ ფესვების დახმარებით მცენარე დიდებული ყვავილებით გვახარებს. მათ გარეშე შეიძლება დაიღუპოს.

საჰაერო ფესვების გადაჭრა დაშვებულია, თუ დამპალი ან გამხმარია. მცენარეს ზიანი რომ არ მიაყენოთ, ფესვები სწორად უნდა გადაჭრათ.

ფესვების გადაჭრა

მაკრატელი ან სეკატორი დაგჭირდებათ. წინასწარ გაწმინდეთ. ფესვის წვერი მოჭერით. თუ ნამდვილად ხმელი ან შიგნით დამპალია, გაფუჭებული ფესვი ძირამდე გადაჭერით.

გადანაჭერი დაამუშავეთ, აქტივირებული ნახშირი, მარგანცოვკის ხსნარი, იოდი და ბრილიანტის მწვანე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბამბის ჩხირით თხელ ფენად წაუსვით. ფესვების გადაჭრის შემდეგ 4-5 დღე არ მორწყათ.

საჰაერო ფესვები არაა: რას ნიშნავს ეს

თუ ორქიდეას ახალი ფესვები არ უვითარდება, მორწყვის სიხშირეს დააკვირდით. ტროპიკულ ყვავილს უყვარს, როცა მორწყვის პერიოდს ფესვების გაშრობა მოსდევს. ნიადაგი 6 თვეში ერთხელ გამოცვალეთ. დარწმუნდით, რომ ობი, ლპობა არაა. მიწის ზედა ფენა ხავსით დაფარეთ. ხავსი ქოთანში წყლის ბალანსს დაარეგულირებს.

ხშირია შემთხვევა, როცა ორქიდეა მხოლოდ ფოთლებს და ფესვებს ზრდის და ყვავილები არ ჩნდება. ასეთ სიტუაციაში ნივრის სასუქით გამოკვებეთ ან ქოთანში ყინულის კუბი ჩადეთ.  ასევე შეგიძლიათ ყვავილი ბნელ და გრილ ოთახში გაიტანოთ, აქ 1 კვირა გააჩეროთ და შემდეგ ძველ ადგილას დააბრუნოთ.

Advertisement