ჯანმრთელობა
ორტილია ცალმხრივი – მძლავრი ქალური ბალახი
ცოტამ თუ იცის, მაგალითად, რომ ბალახი, სახელად ორტილია, ნამდვილად ძლიერმოქმედი ქალური აფროდიზიაკია. ადრე ეს მცენარე ციმბირიდან ჩამოჰქონდათ და ძვირად ჰყიდდნენ – იგი ძალიან ეხმარებოდა ქალბატონებს უნაყოფობისა და სხვადასხვა ქალური დაავადების მკურნალობაში.
ჩვენი წინაპრები ამ ბალახს ქალების მფარველად მიიჩნევდნენ. თანამედროვე მეცნიერებიც კი აღიარებენ, რომ ორტილია ეხმარება ქალბატონებს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დედობის ბედნიერების შეცნობაში.
ითვლება, რომ ღმერთმა სპეციალურად შექმნა ეს მცენარე. სამყაროს შექმნის დროს, მან ერთ-ერთი პირველი მცენარეები გააჩინა, მცენარეთა სამეფო. თითოეულ მცენარეს გარკვეული თვისებები მიანიჭა – ადამიანური თვისებები. კერძოდ, ორტილია მცენარეული სამყაროს ევაა, ანუ ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი.
XX საუკუნის დასაწყისში ცოტამ თუ იცოდა ამ მცენარის შესახებ. ბოტანიკოსებმა, რომლებიც ციმბირში გაემგზავრნენ, დაადგინეს, რომ ეს გასაოცარი მცენარე იყო ორტილია და, რომ იგი თითქმის ნებისმიერ ჰავას ეგუება.
მცენარე მიმზიდველია იმით, რომ მისი გამოყენებით თამამად მკურნალობენ გინეკოლოგიურ დაავადებებს, დაწყებული უნაყოფობით, დასრულებული ძლიერი სისხლდენით თანხლებული ფიბრომიომებით.
უნაყოფობა
ამ პრობლემის დროს, ორტილიას 3 ს.კ. ბალახს ასხამენ 0.5 ლ მდუღარე წყალს, აყენებენ 6-8 საათით და სვამენ 100-150 მლ ოდენობით, დღეში 3-4ჯერ, ჭამიდან 1 საათში.
საშვილოსნოს ფიბრომიომა
100 გ ბალახს დაასხით 1 ლ ხარისხიანი არაყი. დააყენეთ 3 კვირით, გაფილტრეთ და მიიღეთ 10 წვეთი, დღეში სამჯერ, 100 მლ წყალში გახსნილი.
საშვილოსნოს მილების ანთება
პროსტატიტისა და საშვილოსნოს მილების ანთების დროს, მიიღეთ ორტილიას ნაყენი, დამზადებული არაყე. მიღების ნორმაა 1 ს.კ. დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 3-4 კვირაა. კურსის გამეორება შეიძლება 1 წელიწადში.
ტოქსიკოზი, უნაყოფობა
მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემების, ტოქსიკოზისა და უნაყოფობის დროს, აიღეთ 1 ს.კ. ბალახი, ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ჭიქა მაგარი მდუღარე და დააყენეთ 40 წუთით. მზა ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 3 ს.კ. ოთხჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2-4 კვირა. გამწვავებულ შემთხვევებში, მკურნალობის კურსს ექიმი ნიშნავს.
მასტოპათია
მასტოპათიის განკურნება ასე შეიძლება: აიღეთ თანაბარი პროპორციებით ორტილიას, თავშავასა და ძიძოს ბალახები, ბაბუაწვერასა და ოროვანდის ფესვები, ჭინჭრის ფოთლები, კუნელისა და წითელი ცირცველის ნაყოფი, კამის თესლები. ყველაფერი დააქუცმაცეთ, შეურიეთ და 2 ს.კ. ნარევი ჩაყარეთ თერმოსში. შემდეგ დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 12 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 3 ს.კ. დღეში ოთხჯერ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!