Connect with us

ჯანმრთელობა

ორგანიზმის წმენდა ჩინგიზ ხანის მეთოდით

როგორც აღმოჩნდა ორგანიზმის ვირუსებისგან, სოკოსგან, სხვადასხვა პარაზიტებისა და ბაქტერიებისგან წმენდა უბრალო ნიორითაც შეიძლება. ხალხურ მედიცინაში ასეთი მეთოდი საკმაოდ პოპულარულია.

ნიორს ადამიანის ორგანიზმზე ანტიბაქტერიული, მიკრობების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, გამწმენდი, მატონიზირებელი და გამაჯანსაღებელი გავლენა აქვს.

ითვლება, რომ ეს მეთოდი თავად ჩინგისხანისგან მოდის, ის ამ მეთოდით თავის ჯარისკაცებს მკურნალობდა. დღეს ნიორით წმენდის 2 ვარიანტი არსებობს – სწრაფი და ნელი. წარმოგიდგენთ ორივე რეცეპტს.

ნაწლავის სწრაფი წმენდა ნიორის მეშვეობით

წმენდვის დღეს საკვებ რაციონში მხოლოდ მსუბუქი საკვები შეიტანეთ. საკვების ბოლო მიღება – 18:00 საათზე უნდა მოხდეს. 22:00 საათზე პაციენტმა 100 გრამი კომბოსტოს მარინადი, მწვანე ვაშლი ან კიტრის მწნილი უნდა მიიღოს. მჟავე პროდუქტების დახმარებით კუჭში მჟავე გარემო იქმნება. შემდეგ აუცილებელია 200 გრამი (დაახლოებით 1 ჭიქა) წვრილად დაჭრილი ნიორი უნდა მიიღოთ – დაღეჭვის გარეშე. აჯობებს ეს ჩაის კოვზით გააკეთოთ, გადაყლაპვის გასაადვილებლად შეგიძლიათ მას მწნილის წვენი მიაყოლოთ. შეგიძლიათ მწნილის წვენი პომიდვრის ან ბოსტნეულის წვენით ჩაანაცვლოთ.

ნივრის გადაყლაპვის შემდეგ, მუცლის არეში შესაძლოა უსიამოვნო შეგრეძნებები გაგიჩნდეთ, ოდნავი ტკივილიც. რეკომენდებულია მუცლის არეში რბილი, დაწოლითი მასაჟი გაიკეთოთ სანამ ტკივილი არ გაგივლით. დილით მხოლოდ მჟავე პროდუქტები მიიღეთ: ბოსტნეულის მწნილი, მაგალითად კომბოსტოს, პომიდვრის, კიტრის, დალიოთ პომიდვრის ან მწნილის წვენი. სადილის დროიდან შეგიძლიათ ჩვეულებისამებრ იკვებოთ.

16:00 საათზე აუცილებლად გაიკეთეთ გამასუფთავებელი ოყნა, რადგან აუცილებელია ნაწლავიდან ტოქსიკური მინაერთების მოცილება.

ხსნარი ოყნისთვის: მოამზადეთ გვირილის ნაყენი (1 სუფრის კოვზ მშრალ გვირილას დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთი, გაწურეთ), დაასხით 1.8 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და 15 მილიგრამი ვაშლის ძმარი. გაიკეთეთ 2 ლიტრიანი ოყნა. აჯობებს წმენდვა გამოსასვლელ დღეებში ჩაიტაროთ.

ნიორი ანადგურებს ნაწლავის მიკროფლორას, მაგრამ შეიძლება სასარგებლო მიკროფლორაც დაზიანდეს. ამიტომ, ნიორით წმენდის შემდეგ რეკომენდებულია პრობიოტიკების მიღება ან ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში 0.5 ლიტრი რძე მჟავა პროდუქტები მიიღოთ.

პარაზიტებისგან წმენდვის ხანგრძლივი კურსი

მათთვის ვინც ექსტრემალურ მეთოდებს უფრო რბილ ვარიანტებს ამჯობინებს, არსებობს ნიორით წმენდვის მეორე ვარიანტიც. კურსი 30 დღე გრძელდება. ყოველ საღამოს 1 წვრილად დაჭრილი ნიორი გადაყლაპეთ დაღეჭვის გარეშე, მიაყოლეთ 200-500 მილიგრამი ატმის, ქლიავის, სტაფილოს, პომიდვრის წვენი რბილობიანად.

გაითვალისწინეთ – უნდა დალიოთ არა ნექტარი, არამედ წვენი. ნივრის მიღებამდე რამდენიმე კოვზი მჟავე კომბოსტო ან მჟავე ვაშლი მიირთვით. პირველ დღეებში უფრო პატარა ნიორი შეარჩიეთ. მას შემდეგ რაც ორგანიზმი ადაპტირდება შეგიძლიათ უფრო დიდი ნიორი მიირთვათ. ისევე როგორც წინა შემთხვევებში, განსაკუთრებელი ყურადღება ნაწლავის მიკროფლორის გამდიდრებას დაუთმეთ.

წმენდვის შემეგ თქვენი ნაწლავი თავისუფლდება პარატიზებისგან, მისი მოქმედება კანზეც გამოიხატება: გაქრება პიგმენტური ლაქები, ალერგია, გამონაყარი, კერატომა. ექიმები გვირჩევენ ნიორით წმენდვა წელიწადში ორჯერ ჩავიტაროთ. საუკეთესო დრო ამისთვის გაზაფხული და შემოდგომაა.

ყურადღება! ნიორი შეიცავს ძლიერმოქმედ ნივთიერებებს და ორგანიზმზე გამაჯანსაღებლად მოქმედებს, ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერ წამალს, უკუჩვენებები აქვს:

  • ორსულობა
  • ძუძუთი კვება
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაავადებები
  • ჰეპატიტი
  • პანკრეატიტი
  • ქოლეცისტიტი
  • თირკმლის ანთება
  • ეპილეფსია
  • გულის ზოგიერთი დაავადებები
  • ჰიპოტონია

ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონეთათვის ნივრით წმენდვის ჩატარება ეკრძალებათ! მათთვის ნიორის საკვებში გამოყენებაც არ გახლავთ რეკომენდებული! აჯობებს წმენდვის ცატარების წინ, კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.