ყვავილები
ოთახის მცენარეები, რომლებიც ძლიერ ყინვაშიც აუცილებლად ყვავილობენ
მცენარე ფანჯრის რაფაზე ცუდი მანერა დიდი ხანია აღარაა. დღეს აქტიურად ცდილობენ, რომ ყველაფერი საინტერესო სახლის პირობებში გაზარდონ. მინიატურული წიწაკა, კიტრი და პომიდორი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ზამთარში ყვავილობა სხვა საკითხია. როცა გარეთ თოვლი და უამინდობაა, დროა რაიმე მშვენიერზე მზერა გადართოთ.
ყვავილები. არა, ასე არა – აყვავებული მცენარეები სახლის პირობებში. უკეთ ჟღერს? დიახ. და ამას ესთეტიკური ღირებულებაც აქვს. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ოთახის მცენარე ყვავილობს უკეთ ზამთარში ფანჯრის რაფაზე. თითოეული მცენარის მახასიათებლებზე მოგიყვებით.
აყვავებული მცენარეები ზამთარში
პუანსეტია (Poinsettia)
იგივე „შობის ვარსკვლავი“ და „ულამაზესი რძიანა“. ყვავილი სიმყუდროვის და სიუხვის სიმბოლოა. მისი ყვავილები კაშკაშა ვარსკვლავს ჰგავს და სწორედ შობის დღესასწაულის პერიოდში იშლება. სინამდვილეში, ეს არა ყვავილის, არამედ ფოთლის დამსახურებაა, რომელიც მათ ფარავს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია უპრეტენზიო მცენარეზე იზრუნოს.
მედლის მეორე მხარეც არსებობს. მცენარე საკმაოდ შხამიანია. მას მძაფრი რძიანი წვენი აქვს. პატარა ბავშვებისა და შინაური ცხოველებისგან შორს შეინახეთ. მცენარის მცირე დაზიანებამ შეიძლება არასაჭირო შედეგები გამოიწვიოს. ყვავილი სჯობს უსაფრთხო მანძილიდან გიყვარდეთ.
აზალია (Azalea)
აზალია თავისი სილამაზით გამორჩეულია, მაგრამ როგორც პრეტენზიული გოგონა ყველას არ ემორჩილება. მისი სახეობიდან სჯობს ინდური აზალია შეარჩიოთ, რადგან მოსავლელად უფრო მარტივია. ინდური აზალია სხვა სახეობებზე ცუდად არ გამოიყურება.
სწორი მოვლის პირობებში ყვავილების სქელი ხალიჩა იმდენად გაიზრდება, რომ მათ შორის მწვანე ფოთლების დანახვას ვეღარ შეძლებთ. აზალია მზეს ვერ იტანს. არანაირი პირდაპირი მზის სხივები. სამხრეთ მხარეს მცენარის გატანა ცუდი იდეაა. მეორე მხრივ, ნახევრად დაჩრდილული კუთხე მცენარეს ყველაზე მიმზიდველი მხრიდან გამოავლენს.
დეკემბერა (Schlumbergera)
ჩვენთან კაქტუსს ეს სახელი მისი ყვავილობის პერიოდის გამო შეარქვეს. ტროპიკულ მცენარეს ჩრდილი, სითბო და უხვი ტენიანობა უყვარს, ბინაშიც ასეთ პირობებს მოითხოვს. მთლიანობაში, ამ პირობების შექმნა რთული არაა. გახსოვდეთ, რომ ყვავილობის დროს მიწა ერთი წუთითაც არ უნდა გამოშრეს.
ზაფხულში დეკემბერას სუფთა ჰაერზე ცხოვრება უყვარს. დაჩრდილული აივანი ან კერძო სახლის ვერანდა იდეალური ადგილია. ტემპერატურის რეჟიმი: ზაფხულში – 18-22 გრადუსი, ზამთარში – 14-16 გრადუსი. მცენარის ფოთლების ლამაზი და მოსახერხებელი ფორმის მისაღებად უფრო ხელით გაშალეთ.
ყოჩივარდა (Cyclamen)
ამ ყვავილის ორი სახეობა (ევროპული და სპარსული) ყველაზე მეტად პოპულარულია. სპარსული ყოჩივარდა ზამთარში თავისი სილამაზით გვატყვევებს. მისი კაშკაშა ყვავილები ჰგავს პეპლის ფრთებს, რომელიც პატარა ქოთანში მყუდროდ მოთავსებულია. ყოჩივარდის ყვავილების ფერი განვითარებულია: თეთრიდან ვარდისფერამდე, წითელი და იისფერიც გვხდება.
ყვავილი მოსავლელად მარტივი არაა. პრეტენზიული მცენარე ზედმეტ მორწყვას, ასევე მშრალი მიწას ვერ იტანს. ბალანსის დაცვა და ყვავილის რეაქციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია: არ უნდა გაყვითლდეს, გახმეს ან გაფერმკრთალდეს. მუდმივი დაკვირვება საკმაოდ პრობლემურია, ამასთან შხამიანი ყვავილია. ყოჩივარდის წვენი კანზე მოხვედრისას ძლიერ გაღიზიანებას იწვევს.
იაპონური კამელია (Camellia japonica)
კიდევ ერთი მომთხოვნი „ქალბატონი“, რომელიც მზადაა ყველაზე შეუფერებელ მომენტში ყვავილები და ფოთლები მოიშოროს. ქოთნის ძირში ჯერ დრენაჟი უნდა მოათავსოთ. აბა რისთვის გვჭირდება გადარგვა? უხვი მორწვა და მაღალი ტენიანობა უყვარს. ზამთარში სპეციალური ფიტონათურის სხივების ქვეშ „ცურვაზე“ გიჟდება. ყველაფერი იმიტომ, რომ ყვავილობისთვის დაახლოებით 12 საათი ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ყოფნა სჭირდება. ზამთარში კი, მზე დიდხანს არ ანათებს.
იაპონური კამელია სიმაღლეში 2 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს. უფრო დაბალი ვარიანტებიც არსებობს, რომელიც საშუალო სტატისტიკური ფანჯრის რაფისთვის შესაფერისია. ყვავილები შეიძლება იყოს თეთრი, ვარდისფერი და წითელი. ფორმა ნაზი, ძალიან დეკორატიული ვარდის კოკორს ჰგავს.
ზამთარში აყვავებული მცენარე შეუდარებლად გამოიყურება. თოვლის ფონზე სილამაზე ადამიანს განსაკუთრებულ, ამაღლებულ განწყობაზე აყენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ზამთრის დეპრესია შემოდგომის სევდაზე უფრო ძლიერია. ასეთ მინი–მებაღეობაში თავის გამოცდა ცუდი იდეა არაა, თან ბევრ ახალ ემოციას და საინტერესო დეტალს იპოვით.