ჯანმრთელობა
ნუტრიციოლოგმა მასწავლა, თუ რომელი კაკალია სასარგებლო გასახდომად
ბრაზილიური კაკალი – ხის კაკალი, რომელიც ბრაზილიის, ბოლოვიის და პერუს ტერიტორიაზე, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში იზრდება. ბრაზილიური კაკლის სარგებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ფასდაუდებელია. ის მაღალკალორიული, მკვებავი პროდუქტი და სელენის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა.
სელენი ორგანიზმში ენდოკრინულ, იმუნურ და რეპროდუქციულ სისტემებზე პასუხისმგებელია. რა თქმა უნდა, ბრაზილიური კაკალი ყველას არ უხდება, თუმცა დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო ბრაზილიური კაკალი წონაში დასაკლებად.
ბრაზილიური კაკლის სარგებელი გასახდომად
წონის კლებისას ორგანიზმმა ყველა აუცილებელი ვიტამინი და მიკროელემენტი უნდა მიიღოს. ისინი მართავენ მთელ შინაგან პროცესებს, ამიტომ არც ერთი ქიმიური პროცესი მათი მონაწილეობის გარეშე არ ხდება. როგორც წესი, ჭარბწონიანი ადამიანების უმეტესობას ანალიზებით ერთი და იმავე ნივთიერებების დეფიციტი აღენიშნებათ. ყველაზე ხშირად D3 ვიტამინი, რკინა, ფერიტინი, ქრომი, თუთია და სელენი აკლიათ.
სისტემების დარღვევა იწვევს იმას, რომ ორგანიზმი საკუთარ თავს უტევს. ამან შეიძლება არა მხოლოდ გახდომის პროცესი შეაჩეროს, არამედ დაავადების განვითარება გამოიწვიოს. ალბათ, გსმენიათ, რომ ჭარბი წონის მიზეზები ენდოკრინოლოგთან უნდა ეძებოთ. აი, ჭარბი წონა ჩასახვის პრობლემებს იწვევს. ყველაფერში დამნაშავე სელენის ბანალური უკმარისობაა. თუმცა აფთიაქში აბების საყიდლად ნუ გაიქცევით.
ხშირად ორგანიზმი ვიტამინებს ვერ ითვისებს და საკვებიდან მკვებავ ნივთიერებებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ნუტრიციოლოგები აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტების მისაღებად ბუნებრივ წყაროებთან მუშაობენ. ბრაზილიური კაკლის სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ სელენის საუკეთესო წყაროა. გარდა ამისა, მას ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს.
ბრაზილიური კაკალი ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. პირველ რიგში, ქალის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და ჩასახვის და ნაყოფის ტარების ალბათობას ზრდის. მეორეც, E ვიტამინს შეიცავს, რომელიც კანს აახალგაზრდავებს და ნაოჭებს ასწორებს.
გაითვალისწინეთ, რომ ეს პროდუქტი ბევრ კალორიას და მიკროელემენტს შეიცავს. ამიტომ, დღეში მაქსიმუმ 2-3 კაკალი მიირთვით.
უნდა გესმოდეთ, რომ ბრაზილიური კაკალი ბევრ ცილას შეიცავს. გადაჭარბებული მიღება თირკმლებზე დატვირთვას ზრდის. სპეციალისტები ბრაზილიური კაკლის მიღებას არ ურჩევენ ორსულებს, ბავშვებს და ალერგიულ ადამიანებს.
თუ რაციონის გამრავალფეროვნება და მასში ბრაზილიური კაკლის ჩართვა გადაწყვიტეთ, გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. ჯანმრთელობას და გახდომის პროცესში წარმატებას გისურვებთ!