Connect with us

ჯანმრთელობა

ნიორი რძესთან ერთად წნევას არეგულირებს

„ჩემი მეგობარი, ლუდმილა უკვე 56 წლისაა. მას „ჰიპერტონიის“ დიაგნოზი ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაუსვეს. თუმცა ახლა აერობიკით არის დაკავებული და ძლიერ ყავას მშვიდად სვამს. პირადი ტონომეტრი კი მეზობელმა აჩუქა“.

წნევის დასარეგულირებელი მარტივი რეცეპტის შესახებ ჯერ კიდევ მისი ბებია საუბრობდა. ის მთელი ცხოვრება სოფელში ცხოვრობდა და შრომობდა, როგორც ამბობენ, სიკვდილისთვის ჯერ არ ცხელოდა.

ჰიპერტონიას არტერიული წნევის ზრდას უწოდებენ. ეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. 60 წლის ადამიანებში ყოველ მეორეს ჰიპერტონია აწუხებს. ლუდმილას კი სახიფათო ჰობი – აგარაკი აქვს. ბოსტანში, მცხუნვარე მზის ქვეშ თავჩაღუნული რამდენიმე საათით დგომა და თვალების დაბნელება ერთია.

მას ნიორი დაეხმარა. ის, რომ ნიორი სისხლძარღვებისთვის სასარგებლოა, ბევრმა იცის. თუმცა მისი სწორად მომზადების მეთოდი ყველასთვის ცნობილი არაა. როგორც აღმოჩნდა, ნიორი რძეში უნდა მოხარშოთ.

პირველი მეთოდი:

1 ჭიქა რძე, 2 კბილი ნიორი. ნიორს რძე დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და დარბილებამდე (დაახლოებით 30 წუთით) ხარშეთ. გადაწურეთ, ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და დალიეთ. 1 ს/კ თბილი რძე დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

მეორე მეთოდი:

ერთ ლიტრ რძეზე 5 კბილი ნიორი დაგჭირდებათ. ნიორი არ გაასუფთავოთ, უბრალოდ გაწმინდეთ და მტვერი მოაშორეთ. ქვაბში ნიორი ჩაყარეთ, რძე დაასხით და 15-20 წუთით ხარშეთ. გაგრილება აცადეთ, შემდეგ გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა სასმელი დღეში 2-ჯერ დალიეთ. 2-3 თვე დღის ჩაგდების გარეშე დალიეთ. უკვე რამდენიმე დღეში მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ. თუ ერთ წელში მაღალი არტერიული წნევა კვლავ შეგაწუხებთ, ჯადოსნური სასმელი ისევ მოამზადეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.