Connect with us

სხვა

ნიორის დარგვა ზამთარში. როგორ მივიღოთ მსხვილი ბოლქვები

პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ზამთარში დარგვისას ნიორი უფრო დიდი და მსხვილი მოდის. თუმცა ყველამ არ იცის, რომ ნიორის ზამთარში დარგვა გაცილებით იოლია ვიდრე შემოდგომაზე.

ზამთრისთვის ნიორის დათესვას გამოცდილი მებაღეები ყინვების დაწყებამდე მაქსიმუმ 30 დღით ადრე გვირჩევენ. ნათესებზე ზრუნვა კი დათესვამდე 4-5 კვირთ ადრე უნდა დავიწყოთ ზრუნვა.

თუ უფრო გვიან დარგავთ – ნიორი დაფესვიანებას ვეღარ მოასწრებს, უფრო ადრე დათესვის შემთხვევაში კი ზრდას დაიწყებს და შეიძლება ყინვისგან დაზიანდეს. გამოდის, რომ თუ ნიორს 20 სექტემბრიდან ოქტომბერის პირველი დეკატის პერიოდში დათესავთ, დასათეს ადგილზე ზრუნვა სექტემბრის დასაწყისში უნდა დაიწყოთ.

კვლების მომზადება

ჯერ გასნაზღვრეთ ადგილი სადაც ნიორის დათესვას გეგმავთ. ნივრის ერთსა და იმავე ადგილას დათესვა რეკომენდებული არ არის, რადგან ნიორი ნიადაგს ფიტავს და მოსავალი ყოველ წელს უფრო და უფრო შემცირდება.

ნივრისთვის იდეალური კვალი სამხრეთ მხარეს უნდა იყოს განლაგებული, მას 1 მეტრის სიგანე და 25 სანტიმეტრი სიმაღლე უნდა ქონდეს. კარგი იქნება თუ ნივრის ახლანდელი ტესვის ადგილას ადრე კიტრი, პომიდორი, ლუცერნა ან პარკოსნები გქონდათ დათესილი. არც თუ ისე სასურველია ნიორის იქ დათესვა სადაც ადრე სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი ან ხახვი მოგყავდათ.

დასათესი ადგილი ბარის წვერით გადაბარეთ. 1 კვადრატულ მეტრზე დაუმატეთ 20-30 გრამი სუპერფოსფატი და 20 გრამი კალიუმის სასუქი. დათესვამდე შეგიძლიათ ამიაკის სელიტრიც დაუმატოთ, კვადრატულ მეტრზე – 10 გრამი.

არსებობს მეორე გამოცდილი მეთოდიც. ერთ სათლ ნეშომპალას 1 ჭიქა ხის ნაცარი და ცარცი დაუმატეთ, დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი სუპერფოსფატი და კალიუმის სულფატიც. 6 ჰექტრისთვის 3-4 ურიკა ასეთი ანზავი გეყოფათ.

დატოვეთ დაათესი ადგილი რათა დათესვამდე დაისვენოს. თუ სექტემბერში ცოტა ნალექია, მაშინ ადგილი რამდენჯერმე უნდა მორწყათ.

ნიორის დაავადებებისგან თავის დასაცავად, სათესი ადგილი სპილენძის სულფატით დაამუშავეთ. ამისთვის სუფრის კოვზი საშუალება – 10 ლიტრ წყალში გახსენით. მიღებული ხსნარით სათესი ადგილი მორწყეთ და სატესი ცელოფანი გადააფარეთ.

ამ სტატიაში გაგაცანით თუ როგორ უნდა შეამზადოთ მიწა ნივრის ზამთრისთვის დასათესად. იმედი გვაქვს მისი პრაქტიკული გამოყენება არ გაგიჭირდებათ და შემდეგ ზაფხულში ამ სამკურნალო მცენარის დიდ მოსავალს აიღებთ.