Connect with us

ჯანმრთელობა

ნივრის 8 უნიკალური და ნაკლებად ცნობილი თვისება

ნიორი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რის გამოც ერთ-ერთ უნიკალურ პროდუქტს წარმოადგენს. უკვე ასობით წლის განმავლობაში თავისი გასაოცარი ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებების გამო ცნობილია.

ნიორი ეფექტური საშუალება ბევრი ისეთი დაავადების პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით, როგორიცაა ათეროსკლეროზი, ინსულტი, სიმსივნე, ტვინის დაბერება და ართრიტი. რატომ უნდა შეჭამოთ დღეში 1 კბილი ნიორი?

1. ნივრის ღირებული ნივთიერებები

ნიორი მკვებავი ნივთიერებების ნამდვილი საგანძურია. თუმცა ნივრის ყველაზე ღირებულ ინგრედიენტებს ეთერზეთი და ალიცინი წარმოადგენს, რომლებიც მას სპეციფიკურ სუნს ანიჭებენ. ნედლი ნივრის მიღება ღირს, რადგან მომზადების დროს ალიცინი თავის თვისებებს კარგავს.

2. ნატურალური ანტიბიოტიკი

ალიცინი ნატურალური ანტიბიოტიკია, რომელიც ბაქტერიების ზრდას აფერხებს, ასევე ანტივირუსული მოქმედება გააჩნია. დღეში მხოლოდ 1 კბილი ნივრის მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და ვირუსული ინფექციებისგან დაგიცავთ, ამასთან გამოჯანმრთელებას დააჩქარებს. ნიორში შემავალი ნივთიერება სხეულს ათბობს, ტემპერატურას ამცირებს და სასუნთქ გზებს წმენდს.

3. ცუდ ქოლესტერინს ამცირებს

ნივრის ყოველდღიური მოხმარებით ცუდი ქოლესტერინს დონეს შეამცირებთ, ორგანიზმს ათეროსკლეროზისგან და გულის დაავადებებისგან დაიცავთ. უფრო მეტიც, ნიორს ანტიკოაგულანტური თვისებები გააჩნია და სისხლძარღვების მოდუნებას ხელს უწყობს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ საკვებში ნედლი ნივრის რეგულარული მიღება ინფარქტის და ინსულტის რისკს ამცირებს. მასში შემავალი ნივთიერება სისხლძარღვების მოქნილობას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

4. ჰიპერტონიას კურნავს

ნივრის რეგულარული მოხმარება რეკომენდებულია იმ ადამიანების, ვისაც ჰიპერტონია აწუხებს. მას დიასტოლიკური ეფექტი აქვს და არტერიულ წნევას 10%-ით ამცირებს.

5. ნიორი სიმსივნის პროფილაქტიკისთვის

ნიორი თავისი ჯადოსნური თვისებების წყალობით საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მავნე ბაქტერიებს ანადგურებს, მათ შორის Helicobacter pylori, რომელიც კუჭის სიმსივნეს გამომწვევ ბაქტერიას წარმოადგენს.

მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში მინიმუმ 7 კბილ ნიორს ჭამენ, ნაწლავების სიმსივნის რისკი 25%-ით შემცირებული აქვთ. ამ პროდუქტის რეგულარული მოხმარება პირის ღრუს, ყელის, თირკმლების და საკვერცხეების სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს. ნიორში შემავალი ნივთიერება სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლაში იმუნურ სისტემას სტიმულირებს.

6. კანის მდგომარეობას აუმჯობესებს

ნიორი ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა, რომელიც მთელი ორგანიზმის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს და უჯრედების დაბერების პროცესს აფერხებს. ნივრის კბილი საჭირო ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, რომელიც კანის გარეგნულ მხარეზე დადებით გავლენას ახდენს.

საკვებში მისი მოხმარება ვარიკოზის და სისხლძარღვების ვარსკვლავის წარმოქმნას აფერხებს, აკნეს და სოკოვან დაზიანებას მოგაშორებთ.

7. დემენციისგან დაგიცავთ

ნივრის ყოველდღიური მოხმარება დემენციის და ალცჰაიმერის დაავადებისგან დაგიცავთ. ანტიოქსიდანტების წყარო უჯრედების მჟავე დაზიანებას, მათ შორის ტვინში, აფერხებს.

მკვლევარების თქმით, ამ მცენარეში შემავალი ნივთიერება უჯრედებს არა მხოლოდ დაბერებისგან იცავს, არამედ ტოქსინებით გამოწვეული მიკროდაზიანების აღდგენაში ეხმარება.

8. ძვლებს და სახსრებს აძლიერებს

ყველა ზემოთ მოცემული თვისებებთან ერთად ნიორი ძვლებსა და სახსრებზე დადებით გავლენას ახდენს. თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისების წყალობით დეგენერაციული ართრიტის განვითარების რისკს ამცირებს.

ადამიანების უმეტესობას შეუძლიათ ნიორი მიიღონ და მას ხშირ შემთხვევაში გვერდითი ეფექტი არ გააჩნია, თუ პირის ღრუში უსიამოვნო სუნს არ ჩავთვლით.