Connect with us

ჯანმრთელობა

ნიგოზი ხალხურ მედიცინაში: როგორ გამოვიყენოთ კაკლის ფოთოლი სახლის პირობებში

ნიგვზის გამოყენება კულინარიის საზღვრებს სცდება. ხალხურ მედიცინაში არა მხოლოდ კაკალი, არამედ მისი ფოთოლიც აქტიურად გამოიყენება. კაკლის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს და ვიტამინებს, რომლებიც ადამიანისთვის სასარგებლოა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ნიგვზის ფოთოლი.

ნიგოზს ყველაფერი სასარგებლო აქვს. მისი ფოთოლი, ბირთვი, ტიხარი, ნაყოფსაფარი, ნასკვი და ქერქი სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. კაკლის ფოთოლს გამწმენდი თვისება აქვს, ბაქტერიებს ანადგურებს. წყლის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კაკლის ფოთლის მომზადება: ივნისში შეაგროვეთ. ამ პერიოდში უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებაა კონცენტრირებული. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფოთლებს შავი ლაქები არ ჰქონდეს. შეგროვებული ფოთლები გაახმეთ და გამოიყენეთ.

რა სარგებელი აქვს ნიგვზის ფოთლებს? მასში შედის ბევრი C ვიტამინი, ასევე კაროტინი, B1 და P ვიტამინები, ეთერზეთები, ქინონი (იუგლონი), ფენოლკარბონის მჟავა, კუმარინი, ფლავონოიდი, ელაგიური, გალუსინის და კოფეინის მჟავები.

გამოცდილი ექიმბაშები მისგან ამზადებენ სხვადასხვა მალამოს, ნაყენს, ნახარშს და ჩაის. გამხმარი ფოთოლი შეგიძლიათ დაფშვნათ. მისი დახმარებით სხვადასხვა კულტურის გამოკვებას შეძლებთ.

თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ. კაკალი შეიცავს სპეციალურ ნივთიერებას იუგლონს, რომელსაც ანტიბიოტიკური თვისებები აქვს. ამის გამო სასუქმა პირიქით მცენარის ზრდა შეიძლება შეაფერხოს.

მებოსტნეები კონკრეტულად კაკლის ფოთლის ნაცარს იყენებენ. ფოთლების წვის დროს იუგლონი ნეიტრალდება. ასეთი ნაცარი შეგიძლიათ გამოიყენოთ მჟავე მიწაზე, ხილისა და კენკრის ბუჩქებისთვის. ნეიტრალურ ან ტუტე მიწაზე მისი გამოყენება არ ღირს.

გამოყენების სხვა მეთოდები

ნიგოზი და მისი ფოთოლი ფარმაკოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენება. ნიგვზის სხვადასხვა მზა ნაყენი შეგიძლიათ იყიდოთ. მათ კანის პრობლემების დროს ხშირად ნიშნავენ.

კაკლის ფოთლის ნახარში და ჩაი შესანიშნავი საპროფილაქტიკო საშუალებაა. მის მომზადებას სახლში მარტივად შეძლებთ. ნიგვზის ფოთლები ზაფხულის დასაწყისში შეაგროვეთ, გარეცხეთ, გაახმეთ და დაფშვენით.

ამის შემდეგ ნახარში მოამზადეთ. 1–ელი რეცეპტი: 1 ჩ/კ კაკლის ფოთლებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 30 წუთით გააჩერეთ. სითხე გადაწურეთ და გამოიყენეთ!

მე–2 რეცეპტი: 2 ჩ/კ ხმელ ფოთლებს 250 მლ ცივი წყალი დაასხით და ქურაზე დადგით. ადუღებიდან 3-5 წუთით ხარშეთ. ნაყენი გადაწურეთ და გამოიყენეთ!

აუცილებელი არაა, რომ კაკლის ფოთლები დამოუკიდებლად შეაგროვოთ. კაკლის ფოთლები აფთიაქში იაფად შეგიძლიათ იყიდოთ. ნახარში პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ დალიოთ. ასე იმუნიტეტს გააძლიერებთ და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას მოაწესრიგებთ.

კაკლის ფოთლების ნახარში

კაკლის ფოთლების ნახარში კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. მისი დახმარებით თმის ცვენის შემცირებას შეძლებთ. ამისთვის ნახარში თავზე გადაივლეთ. სახეზე კანის პრობლემების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ ყელის ტკივილი გაწუხებთ, სავლებად გამოიყენეთ.

ზეთოვანი ნაყენიც შეგიძლიათ მოამზადოთ. 80 გ ახალ დაქუცმაცებულ ფოთოლს 300 მლ რაფინირებული მცენარეული ზეთი დაასხით. 20-25 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.

ზეთის ნაყენი შესახორცებლად, კანის და სხვა დაავადების სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თვითმკურნალობას მოერიდეთ, სანამ ხალხურ რეცეპტს გამოიყენებთ, ექიმს რჩევისთვის მიმართეთ.

Advertisement