Connect with us

საკითხავი

ნეტარი მატრონას ლოცვა და რატომ უნდა სთხოვოთ მფარველობა

მას ერთ–ერთ ყველაზე ზუსტ წინასწარმარტყველად მიიჩნევენ. ბევრი თვლის, რომ მისი ბაგით პირი გვესაუბრება. ალბათ, სწორედ ამიტომ არ უყვართ მატრონა სხვადასხვა ეზოთერიკოსებს და ჯადოქრებს, რომლებიც ძალას ბნელ წყაროში ეძებენ. ახლა სულიერ კონტრაქტებზე არ ვისაუბრებთ, ლოცვა ნეტარი მატრონასდმი – აი, ამ სტატიის მთავარი თემა.

გჯერათ წინასწარმეტყველების? ბევრნი იყვნენ, ბევრი წინასწარმეტყველებდა. ყოველთვის მათ მნიშვნელობას ვერ ვწვდებით, ხშირად ორაზროვანია. და მხოლოდ მაშინ, როცა უკვე მოხდება, ვხდებით – აი, რას გულისხმობდა! ნახეთ, რა გველოდება 2021 წელს.

ლოცვა ნეტარი მატრონასადმი

ალბათ, იმის გამეორებას აზრი არ აქვს, რაც ისედაც ცნობილია. ბრმა მტრედი, რომელიც დედას მშობიარობის დღეს დაესიზმრა, გახდა ის წინასწარმეტყველური სიზმარი, რამაც მშობლებს უცნაურ ბავშვზე უარის თქმის საშუალება არ მისცა. მატრონას თვალებით ვერ ხედავდა, მაგრამ უფალმა სხვა, სულიერი ხედვით დააჯილდოვა.

უკვე 7 წლის ასაკში ხალხს განკურნებაში ეხმარებოდა. ყველას, ვისაც მისი და ღვთიური ბედისწერის სჯეროდა. მან იწინასწარმეტყველა ეკლესიის კრიზისი, ტაძრების ნგრევა და დევნა. იცოდა, რომ სახელმწიფოში რევოლუცია დაიწყებოდა. მას ეკუთვნის უცნაური სიტყვები 2019 და 2020 წელს.

„ყველა მიწაზე დაწვება. დღის ჩასვლისას ყველა მიწაზე დაეცემა და მზის ამოსვლისას ყველა წამოდგება. დღემდე მკითხაობს, თუ რას ნიშნავს წინასწარმეტყველება. ზოგი თვლის, რომ გეოპოლიტიკა და დასავლური სამყაროს ერთგვარი დაცემა იგულისხმება. ზოგი ირწმუნება, რომ საქმე კორონავირუსს ეხება, რომლის შესახებ პირველი ცნობები ზუსტად 2019 წლის ბოლოს მოვიდა.

მატრონას წინასწარმეტყველების შესახებ

ახლა ინტერნეტ გამოცემა აცხადებს, რომ მატრონა მოსკოველმა ნგრევა 2021 წლისთვის იწინასწარმეტყველა. სწორედ ეს წელი გამოიწვევს უდიდეს საფრთხეს. ვიმედოვნებთ, მსოფლიოს დასასრული არ გველოდება, მაგრამ პანდემია კვლავ გაგრძელდება. ასევე გველოდება სერიოზული პოლიტიკური მოვლენები. ნეტარი ამას ადამიანის ფასეულობების შეცვლას უკავშირებდა.

ადამიანებს ერთმანეთის სიძულვილი და შური უფრო ამოძრავებთ. ინტერნეტმა ყველას საზღვრები გაუხსნა და ახლა თავისი „სიმართლის“ მტკიცება ნებისმიერს შეუძლია. ძალაუფლების და სიმდიდრის წყურვილი – აი, რა ამოძრავებს ხალხს. თავისთავად, ამ ცვალებად სამყაროში ღმერთი თითქმის ყველას დაავიწყდა. იქნებ, ეს არის უბედურების მიზეზი, რომელსაც განვითარებული კაცობრიობა შეეჯახა?

შეგახსენებთ, რომ ნეტარი მატრონა ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მართლმადიდებელი წმინდანია. მას ლოცვით შესთხოვენ ფულად დახმარება, ოჯახის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ეს ლოცვა ახლა ყველაზე მეტად აქტუალურია. ვიმედოვნებთ, რომ საშიში პროგნოზები არ ხდება.

ლოცვა ნეტარი მატრონასადმი

ლოცვა 1

ჵ, ნეტარო დედაო, მატრონა, შეისმინე და შეგვიწყნარე აქ ჩუენცა ცოდუილნი, შენდამი მღაღადებელნი, შეჩვეულო მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შეწყნარებად და შესმენად ტანჯულთა და ტვირთმძიმეთა, რწმენითა და სასოებით შენი მფარველობისა და შეწევნისადმი მოლტოლვილთა, სწრაფი შეწევნისა და სასწაულებრივი კურნების ყველასათვის მიმნიჭებელო; დე, ნუ მოგვაკლებ შენს გულმოწყალებას ჩუენ, უღირსთა, ამაო სოფლად მშფოთვარეთ და სულიერ მწუხარებათა შინა ნუგეშისა და თანაგრძნობის და ხორციელ უძლურებათა შინა, შეწევნის ვერსად მპოვნელთა: განკურნე უძლურებანნი ჩუენნი, გვიჴსენ ცდუნებათა და სატანჯუელთაგან ბოროტისა, ძლიერად მბრძოლისა, შეგვეწიე ტვირთვად ცხოვრებისეული ჯურისა და ატანად ცხოვრების მთელი სიმძიმილისა, რათა შევიძლოთ შენარჩუნება ღმრთის ხატებისა, სიცოცხლის ბოლომდე დამარხვა მართლამდიდებული მრწამსისა ღმრთისადმი შეურყეველი სასოებისა და იმედისა და არაფარისევლური სიყუარულისა მოყუასისადმი. შეგვეწიე ამ სოფლიდან განსვლისას, რაჲთა ჩუენცა მკჳდრდთა მას შინა წმიდათა თანა ღირს ვიქმენით მიწევნად სასუფეველსა ცათასა, მადიდებელნი გულმოწყალებისა და სახიერებისა ზეციური მამისა, სამებაში თაყუანისცემულისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ლოცვა 2

ჵ, ნეტარო დედაო მატრონა, სულით ღმრთისა საყდრისა წინაშე წარდგომილო, ხოლო სხეულით მიწაზე განსვენებულო და შენს მიერ მაღლით ბოძებულ მადლით სხვადასხვა სასწაულთა გამომასხივებელო! მოიხილე შენი მოწყალე თუალით, ჩუენ ცოდვილთა ზედა, მწუხარებათა, უძლურებათა და ბოროტ საცდურთა შინა ცხოვრების განმლეველნი. ნუგეშინის ეც ჩუენს უსასოებას, განკურნე მძიმე სნეულებანი, ღმრთის მიერ ჩვენზედ ცოდუათა მიერ დაშვებული, გვიხსენ მრავალგუარ უბედობათა და გარემოებათაგან, გამოითხოვე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსაგან მოტევება მთელი ჩუენი ცდომისა, უსჯულოებისა და ცოდუათდაცემისა, რომელიც სიყრმითგან და დღეინდელ დღემდე და ჟამამდე ვიქმოდით და შენი ლოცვებით მომღებელნი მადლისა და უდიდესი მოწყალებისა, ვადიდებთ სამერთიან უფალს, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

რედაქციისგან

დედა მატრონას მიმართ ლოცვა ხვალინდელი დღის იმედს გაგიძლიერებთ, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ბევრი რამ ჩვენს გულსა და სულშია. როგორც მოვიქცევით, ისეთი დღე გვექნება. ვინ იცის, იქნებ ამან ხელი შეუწყოს სამყაროს აღსასრულის გადადებას?!