Connect with us

სხვა

ნაშვილებმა ბიჭმა ოჯახს მათი ოცნების სახლი აჩუქა

ნინაი და ტატაი რიგითი ფილიპინელი უსახლკაროები იყვნენ. მაგრამ, მათ ძალა და სიყვარული საიმისოდაც ეყოთ, რომ ბიჭუნა ეშვილებინათ და ღირსეულ ადამიანად აღეზარდათ.

მიუხედავად სირთულეებით სავსე ბავშვობისა, ჯაივი ლაზარო ბადილ II წარმატებულ ფინანსურ კონსულტანტად იქცა. კარიერულ კიბეზე აღმასვლისას მან დაიფიცა, რომ აუცილებლად გადაუხდიდა თავის მშობლებს იმ სიკეთისთვის რომელიც მის მიმართ გამოიჩინეს და შეასრულა კიდეც თავისი სიტყვა.

როგორც კი საშუალება მიეცა, ჯაივიმ მშობლებს ოცნების სახლი აუშენა!

ფეისბუქის პოსტში ჯაივიმ დაწერა:

“როდესაც ნანაიმ და ტატაიმ მიშვილეს, ცხოვრება ძალიან რთული იყო. ნანაი – გამყიდველი იყო, ტატაი – მტვირთავი. ახლა, როდესაც, შესაძლებლობა მომეცა მათთვის სიკეთით გადამეხადა, ვდებ გარანტიას, რომ მათი ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე მათ რომელიმე ოცნებაში.”

ოდესღაც ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა…

მაგრამ ჯაივიმ წარმატებული კარიერის შექმნა შეძლო.

ის არ ივიწყებდა მშობლებს და კარიერას ქმნიდა, რათა მათთვის უდიდესი ოცნება აეხდინა.

მდიდრულ სახლს 7 საძინებელი აქვს და მასში ყველაფერია სრული კომფორტისთვის

იდეალური სახლი – სიყვარულით სავსე ოჯახისთვის.

ჯაივს ოჯახი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სამოგზაუროდაც დაყავს.

და მთელ თავისუფალ დროს მათთან ატარებს.