თავის მოვლა
ნატურალური რეცეპტები ტანიდან არასასურველი თმის გასაქრობად
ჩვენი სხეულის ზოგიერთ ნაწილზე მართლაც არასასიამოვნოა თმის დანახვა. ამაზე განსაკუთრებით ქალები ზრუნავენ. მათ სურთ, რომ კანი მათ სახეზე, ფეხებსა და იღლიებში აბსოლუტურად გლუვი იყოს. ამისთვის ჭარბი თმის მოცილების სხვადასხვა მეთდს მიმართავენ, მაგალითად ლაზერს,ელექტროლიზს და თმის მუდმივ მოცილებას.
ბევრი მეთოდი კანის გაღიზიანებას იწვევს. მაგალითად, სამართებელი ჩვეულებრივ ძალიან აღიზიანებს და აზიანებს კანს. სხვა მეთოდები კი საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ რატომ არ უნდა მივმართოთ ბუნებრივ რეცეფტებს, რომლებსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ?!
მაშ ასე! მოიშორთ თმა კანიდან 4 ნატურალური რეცეფტის მეშვეობით.
ის მეთოდები რომელბსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ნამდვილად ეფექტური აღმოჩნდა. ამას გარდა, ისინი სრულიად ნატურალური ინგრედიენტებით არიან დამზადებული და ძალიან ეკონომიურებიც არიან.
1. კვერცხისა და სიმინდის ნიღაბი
ეს ნიღაბი განსაკუთრების სასარგებლო – სახიდან თმის მოსაცილებლადაა.
ინგრედიენტები:
- 1/2 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
- 1 კვერცხის ცილა
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
მოხმარების რეჟიმი
აურიეთ ყველა ინგრედიენტი, რათა ერთგვაროვანი მასა და გლუვი პასტა მიიღოთ. დაიდეთ ის სახეზე და დაელოდეთ გაშრობას. როდესაც გაშრება თხელ, ლენტის მაგვარ ნიღაბს დაემსგავსება. ძლიერად გამოქაჩეთ ნიღაბი ისე, რომ თმები მასზე იყოს მიწებებული და სახიდან მოგშორდეთ.
2. ლიმონისა და შაქრის ნიღაბი
ლიმონს სახეზე თმის ძირების დასუსტების ტენდენცია ახასიათებს, ეს კი მათ ცვენას იწვევს. შეგიძლიათ ეს ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა უკეთესი ეფექტისთვის, ის სახეზე ღამე უნდა დაიტანოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ლიმონმა შეიძლება კანი დაგილაქავოთ თუ მზის ქვეშ მოხვდებით!
ინგრედიენტები:
- ნახევარი ლიმონის წვენი
- 10 სუფრის კოვზი წყალი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
გამოყენების რეჟიმი:
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი კონტეინერში და კარგად აურიეთ პლასტმასის ან ხის ჯოხით. დაიდეთ სახის მიდამოებში. დაიტოვეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ნიღაბი კარგად მოიცილეთ!
3. ქაფური და თეთრი წიწაკა
ეს რეცეფტი, განსაკუთრებით ფეხებზე არსებული თმის მოსაცილებლად არის კარგი!
ინგრედიენტები:
- ორი სუფრის კოვზი ქაფური
- ცოტა ნუშის ზეთი
- ორი სუფრის კოვზი თეთრი წიწაკა
მოხმარების რეჟიმი
დააქუცმაცეთ წიწაკა და ქაფური ან დაფშვენით ისინი რათა ძალიან წვრილი ფხვნილი მიიღოთ. დაუმატეთ ცოტა ზეთი და ძელიან კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი.
უხვად დაიდეთ ეს ზეთი ფეხებზე, რათა სრულად დაფაროს ის ზონები – რომლიდანაც გსურთ თმის მოშორება. დატოვეთ პასტა 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ!
4. პაპაია და კურკუმა
ეს რეცეფტი შეიძლება თქვენი სხეულის ნებისმიერი ადგილისთვის გამოიყენოთ. მისი გამოყენება კვირაში ორჯერ შეიძლება.
ინგრედიენტები:
- 1/2 სუფრის კოვზი კურკუმოს ფხვნილი
- 2 სუფრის კოვზი კარგად დაქუცმაცებული პაპაია
გამოყენების რეჟიმი:
მოათავსეთ კონტეინერში ინგრედიენტები და კარგად გადაურიეთ.
დაიტანეთ პასტა ჭარბთმიან ადგილას.
დაიმასაჟეთ ზონა 15 წუთის განმავლობაში.
ბოლომდე მოიშორეთ პასტა თბილი წყლით.