თავის მოვლა
ნატურალური პროდუქტი: რეჰანი აკნეს წინააღმდეგ და ნუშის პილინგი საკუთარი ხელით
ლამაზი ტანის ძიებაში, ალბათ ყველაფერ სასრგებლოს პირისკენ მიაქანებდით, თუმცა ზოგიერთი სასარგებლო პროდუქტი გარეგნობის მოსავლელადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ოქროსფერი ზეითუნის ზეთი, ნაზი იოგურტი, ვიტამინიზირებული ხილი და არომატული ბალახეული – ასეთი რაციონისგან თქვენი კანი და თმები გაცილებით უფრო მიმზიდველი გახდება. ლეგენდის თანახმად, მათ თვით აფროდიტეც იყენებდა, მან კი ნამდვილად იცოდა ბუებრივი სილამაზის ფასი და გემო.
ზეითუნის ზეთი
კოსმეტიკაში ზეთების გამყენების აუცილებლობაზე დიდი ხანია რაც კამათი მიდის. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ სწორედ ისინი უწყობენ ხელს ფორების გახსნასა და შავი წერტილების გაჩენას. თუმცა ზეთების შემადგენლობის შესწავლის შედეგად, კოსმეტოლოგებმა დაასკვნეს, რომ მათ შორის ისეთი ზეთებიც არსებობს რომლებც პირიქით, ატენიანებს და ბარხატისებურს ხდის მას. მათ შორის არის ზეითუნის ზეთიც. ამასთანავე ის მდიდარია მონომჟავებით, რომლებიც ძირითადი კომპონენტია სახის კანის დამცავი მანტიის. ის კანს ტოქსიკური ნივთიერებების და მიკრობების ზემოქმედებისგან, ხელს უშლიან ტენის დაკარგვას.
სკრაბი გაუხეშებული კანისთვის
სკრაბი ზეითუნის ზეთისა და ზღვის მარილისგან, მუხლების, იდაყვებისა და ტერფების კანს ნაზსა და ბარხატისებურს გახდის. აურიეთ 2 სუფრის კოვზი მარილი 5 სუფრის კოვზ შაქართან, მასაჟით დაიდეთ პრობლემურ ზონებზე, დაიტოვეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
რეჰანი
ამ მცენარისგან დამზადებული ეთერზეთები ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას არეგულირებენ, ავიწროვებენ ფორებს და ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს. თუ თქვენი კანი მიდრეკილია ცხიმიანობისკენ ან გაფართოებული ფორები გაქვთ, რეჰანი ყოველთვის თან უნდა გქონდეთ.
ნიღაბი პრობლემური კანისთვის
ნიღაბი რეჰანით – არაჩვეულებრივი საშუალება ანთების საწინააღმდეგოდ. რეჰანის ფაფა აურიეთ 1 წვეთ ჩაის ხის ზეთთან, დაიდეთ გაღიზიანებულ ადგილზე და პლასტირის მეშვეობით დაიფიქსირეთ. დაიტოვეთ სახეზე 1 საათით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნუში
ყველაზე ხშირად ნუშის ხის ნაყოფი კოსმეტიკურ საშუალებებში ზეთის სახით გამოიყენება. მის შემადგენლობაში 20%-მდე ცილაა, რომელსაც კანის კოლაგენის მსგავსი აგებულბა აქვს. რა თქმა უნდა, მისი მოლეკულები საკმაოდ დიდია, ამიტომ მხოლოდ ზედაპირზე მუშაობს. შედეგად კანი უფრო გლუვი ხდება, მისი ფერი კი სწორდება.
ნუშის გამწმენდი პილინგი
ნუშის პილინგის მოსამზადებლად დაგჭირდებთა 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი, 2 სუფრის კოვზი დაფხვნილი ნუში, 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხა, 2 სუფრის კოვზი ალოეს ან კიტრის წვენი და რბილობი, 3 სუფრის კოვზი წყალი, რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი. თიხისა და ნუშის ნარევს დაასხით 70 გრადუსზე გაცხელებული წყალი.ჩაასხით მასშიალოეს ან კიტრის წვენი და ნუშის ზეთი, აურიეთ ყველა კომპონენტი. დაელოდეთ როდის შესქელდება სკრაბი და დაუმატეთ 2-3 წვეთი ეთერზეთი. პილინგი 7-10 დღეში ერთხელ გამოიყენეთ.
ყურძენი
თავის უნიკალურობას ყურძნის ნაყოფი, ორ ნივთიერებას უნდა უმადლოდეს: რესვერატროლსა და ტანინს. პირველი ანტიოქსიდანტების განსაკუთებულ ჯგუფს მიეკუთვნება, მეორე კი კანიდან ცხიმის გამოყოფას უშლის ხელს, ასევე ხელს უშლის ქერტლის გაჩენას და ლიმფოდრენაჟული ეფექტი აქვს.
გამწმენდი ტონიკი ყურძნისგან
გაჭერით ყურძნის მარცვალი ორად და სახის, კისრისა და დეკოლტეს კანზე წაისვით. ეს ყოველდღიური პროცედურა ნებისმიერი ტიპის კანს მოუხდება, თუმცა ცხიმიანი კანისთვის აჯობებს თუ მწვანე ნაყოფს აირჩევთ, მათში მეტი ტანინია, ხოლო მშრალი და ნორმალური ტიპის კანისთვის – წითელი ყურძენი გამოიყენეთ.
იოგურტი
იოგურტის შემადგენლობა იმდენად დაბალანსებულია, რომ ჩვენი კანის ყველა საჭიროებას შეესაბამება. ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები უჯრედების შენებისთვის გამოიყენება, ლაქტოზა კანში ტენის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთანავე ფერმენტები, რომლებიც ამ პროდუქტის წარმოებისთვის გამოიყენება, კანის მიკროფლორის რეგულირებაში გვეხმარებიან.
ნიღაბი მშრალი კანისთვის
აურიეთ 3 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი 2 სუფრის კოვზ დაბლენდერებულ კარტოფილთან, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მდუღარეში მოხარშული შვრიის ფაფა. ნიღაბი სახეზე 10 – 15 წუთით დაიდეთ, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ.