ჯანმრთელობა
მხედველობას გაუფრთხილდით! დღეში მხოლოდ 10 წუთი და თვალის დაღლილობას დაივიწყებთ
ძალიან უსიამოვნოა, როცა თვალები იღლება. წვა, ლორწოვანის სიმშრალე, მუდმივად თვალების სრესის სურვილი, დაღლილობა მხედველობის გაუარესებას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად თვალის კუნთების გასაძლიერებელი ვარჯიშები შეასრულეთ. ვარჯიში შეეფერება მათ, ვისაც მხედველობის პრობლემები უკვე აქვს.
სულ 10 სავარჯიშოა, მაგრამ შეგიძლიათ 5 ყველაზე მეტად მოწონებული სავარჯიშო შეარჩიოთ – სამკურნალო ეფექტისთვის საკმარისი იქნება. იქ, სადაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, სიზარმაცის ადგილი არაა! შეუდექით!
თვალის ვარჯიშები
1. თვალები 2 წუთის განმავლობაში ხშირად დაახამხამეთ – ასე შიდათვალის სისხლის მიმოქცევას დაარეგულირებთ.
2. თვალები მარჯვნივ მოატრიალეთ, შემდეგ ხედვა წინ სწორი ხაზით გადაიტანეთ. იგივე საპირისპირო მიმართულებით შეასრულეთ.
3. სიბნელე იგრძენით. ითვლება, რომ სიბნელეში ჩაძირვა ხელს უწყობს სინათლეზე მგრძნობიარე უჯრედების, როდოპსინის წარმოებას – ნივთიერება, რომელიც მკაფიო მხედველობისთვის აუცილებელია.
4. თავით წრიული მოძრაობა შეასრულეთ: მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ-ქვემოთ. ასე სისხლის მიმოქცევას გააქტიურებთ, თვალის სისხლძარღვები სისხლით გაივსება.
5. ვარჯიში ველოტრენაჟორს ჰგავს. ხედვა აბრუნეთ სხვადასხვა მხარეს: მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ-ქვემოთ, წრეზე, რვიანი მოხაზეთ.
6. თვალები 3-5 წამით კარგად დახუჭეთ, შემდეგ გაახილეთ. 7-ჯერ გაიმეორეთ. ასე თვალის კუნთებს კარგად მოადუნებთ.
7. ზედა ქუთუთოებს თითებით დააწექით, მაგრამ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. თითებით ასეთი პოზა დაახლოებით 2 წამით შეინარჩუნეთ. ასეთი ჟესტი 4-5-ჯერ შეასრულეთ. ვარჯიში შიდათვალის სითხის გადინებას გააუმჯობესებს.
8. ფანჯარასთან დადექით, ახლოს მდებარე ნივთზე კონცენტრირება მოახდინეთ, შემდეგ ხედვა ყველაზე შორეულ ობიექტზე გადაიტანეთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.
9. თვალები დახუჭეთ და თვალის გარსები ზემოთ-ქვემოთ ნელ-ნელა ატრიალეთ. ვარჯიში 5-10-ჯერ გაიმეორეთ.
10. გახელილი თვალებით ჰაერში ჯერ მარტივი გეომეტრიული ფიგურები, შემდეგ რთული ობიექტები და მასშტაბური კომპოზიციები დახატეთ.
ამ ძალიან მარტივი ვარჯიშებით თვალის დაღლილობას მოიშორებთ. თუ დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერის ეკრანის წინ ატარებთ – მისი შესრულება აუცილებლად დაგჭირდებათ! მხედველობა დაიცავით, რომ შემდეგ დაკარგულ დროზე არ ინანოთ1
მსოფლიოს ფართოდ გახელილი თვალებით უყურეთ. თუ სასარგებლო პოსტი მოგეწონათ, ამის შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.