ჯანმრთელობა
მწვანე წიწიბურა – ვიტამინების საცავი! მიირთვით 1 თვე და გამოჯანმრთელდით
წიწიბურა რომელსაც ბავშვობიდან ისე ვიცნობთ, როგორც ნატურალურ პროდუქტს, სინამდვილეში რამდენჯერმეა გადამუშავებული, იმისთვის, რომ შენახვის ვადა გაუხანგრძლივდეს. ნამდვილი წიწიბურა კი სინამდვილეში მწვანე ფერისაა და გემოთი თხილს მოგაგონებთ.
50-იან წლებში, მხოლოდ მწვანე წიწიბურა იყიდებოდა, დამუშავება კი ხრუშოვის დროს დაიწყეს, მან ეს მეთოდი ამერიკიდან გადმოიღო. როგორც ხედავთ, მანამ სანამ წიწიბურა თქვენს თეფშზე მოხვდება, ის რამდენჯერმე გადის გადამუშავებას ძალიან მაღალ ტემპერატურაზე.
რჩება კი მასში სასარგებლო ნივთიერებები?! მაღალი ტემპერატურა სამწუხაროდ სრულად ანადგურებს ფერმენტებს რომლებიც მისი მონელებისთვისაა საჭირო!
უმი წიწიბურა, ჩალბობიდან ერთ ღამეში ღვივდება, ამ დროს ის გაცილებით სასარგებლო ხდება. 100 გრამ წიწიბურას წანაზარდებში – 383 მილიგრამი ანტიოქსიდანტი შედის.
ეს ნივთიერებები ახალგაზრდა მცენარეს გადარჩენაში – ძალიან რთულ პირობებშიც კი ეხმარება. სწორედ იგივე ეფექტი აქვს მას ჩვენს ორგანიზმზე – ის ანადგურებს არასასურველ ეკოლოგიურ ფაქტორებს და აძლიერებს იმუნიტეტს, აჩერებს უჯრედების დაბერების პროცესს.
წიწიბურას წანაზარდები გაჯერებულია რუტინით (ამყარებს კაპილარებისა და სისხლძარღვების კედლებს), ამიტომ განსაკუთრებით გამოგვადგება ჰიპერტონიის, დიაბეტის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, ბუასილისა და სიმსუქნის დროს. ყველაზე იოლია – წიწიბურას წანაზარდების დილაობით მიუსლებსა და სალათებში დამატება.
წიწიბურა შეიცავს ნახშირწყლებს. ის მდიდარია დიეტური ცილით და აქვს ამინომჟავების მაღალი შემცველობა. რაც მთავარია წიწიბურა მდიდარია – რკინითაც! ის ძალიან დიდი რაოდენობის ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს.
ვიტამინები რომლებსაც წიწიბურა შეიცავს: В1, В2, В6, РР, Р და რუტინი (ამყარებს კაპილარებისა და სისხლძარღვების კედლებს).
მინერალები რომლებსაც წიწიბურა შეიცავს: კალციუმი, ფოსფორი, იოდი და მჟაუნმჟავა.
წიწიბურა რთული ნახშირწყალია, რომლის ათვისებასაც ორგანიზმი დიდხანს უნდება