Connect with us

ჰოროსკოპი

მშიშარა კურდღელი არ მოგიწონებთ. რისი ჩუქება შეიძლება და არ შეიძლება 2023 წელს

ახალი წლის ღამეს საჩუქრების ჩუქება ერთ–ერთი კარგი ტრადიციაა. საჩუქრებს ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, თანამშრომლებს და უბრალოდ კარგ ნაცნობებს ვჩუქნით. საჩუქარი სწორად უნდა შეარჩიოთ, რომ 2023 წლის მფარველი, შავი კურდღელი არ გაბრაზდეს.

ამ ცხოველს მდიდრული და ძვირიანი საჩუქრები არ მოეწონება. ახალი წლის ღამე ოჯახთან ერთად ვიწრო წრეში გაატარეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საჩუქრების სიას, რომლის ჩუქება არ შეიძლება. გიამბობთ, რომელი საჩუქრები მოგიტანთ ბედნიერებას და კეთილდღეობას.

აკრძალული საჩუქრები 2023 წელს

უპრეტენზიო კურდღელს ზედმეტი ფუფუნება და ხმაურიანი წვეულება არ მოეწონება. შეარჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელიც ადამიანს სახლში, სამსახურში ან უბრალოდ ყოველდღე გამოადგება.

კატეგორიულად აკრძალული საჩუქრები კურდღლის წელს

  • შამპუნი
  • კრემი
  • შხაპგელი
  • სუნამო, ტუალეტის წყალი
  • მაჯის საათი
  • სარკე
  • სანთლები
  • პირსახოცი და ჩუსტი

არასასურველი საჩუქრები

  1. დანების ნაკრები, ელექტროსაპარსი ან სამაგიდო აქსესუარები, რომლითაც ადამიანი შეიძლება დაშავდეს, კურდღელს არ მოეწონება.
  2. ბრუტალური საჩუქრები, როგორიცაა სანთებელა, პორტსიგარი და სხვა მოსაწევი აქსესუარები არასასურველია.
  3. ცხოველის ჩუქებაც არ შეიძლება, თუ შეკვეთილი არ იყო.
  4. წლის მფარველს კონვერტში ჩადებული ფული არ მოეწონება.

აირჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელიც სიმბოლური და სარგებლის მომტანი იქნება. უფრო მდიდრული და გრანდიოზული სხვა დღესასწაულისთვის შეინახეთ.

სასურველი საჩუქრები

ნებისმიერი საჩუქარი სუფთა განზრახვით შეარჩიეთ. არც ძალიან ძვირადღირებული, არც ხარახურა საჩუქარი არ უნდა იყოს. მაღაზიებში ბევრი სხვადასხვა ლამაზი და სასარგებლო ბიუჯეტური ნივთი იყიდება.

15 საჩუქარი, რომელიც წარმატებას და ბედნიერებას მოგიტანთ

საჩუქარმა ადამიანი არ უნდა გააბრაზოს. თუნდაც ხუმრობით იყოს მომზადებული, დარწმუნდით, რომ საჩუქრის მიმღები გაგიგებთ და წყენას გულში არ ჩაიდებს.

  • ჩაის სერვიზი
  • თაფლი და სასარგებლო ტკბილეული
  • ლამაზი ჭურჭელი სიმბოლური ნახატებით
  • წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა
  • აუზის ან კოსმეტოლოგის ვაუჩერი
  • კონცერტის ბილეთი
  • ხელნაკეთი ჭადრაკი
  • იოგის ხალიჩა
  • თერმოსი
  • ნაქსოვი შარფი
  • კურდღლის ფორმის სათამაშო და სტატუეტი
  • სუფრა ან ქსოვილის სალფეთქი
  • პლედი, დეკორატიული ბალიში
  • საცხობი ფორმა
  • ყულაბა კურდღლის ფორმით

ძალიან მალე მშვიდი და თავნება კურდღლის 2023 წელი დადგება. დროა, საჩუქრების შერჩევა დაიწყოთ.  გისურვებთ, რომ მთელი წელი წარმატება თქვენს მხარეს იყოს, ფული გამრავლდეს, ხოლო ჯანმრთელობა მხოლოდ გახარებდეთ.

Advertisement