Connect with us

ჰოროსკოპი

მუდმივად ახალგაზრდა, მუდმივად დედასთან: ვინ არის ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშანი

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანი იზრდება პირდაპირ ქოთანზე და ვინ ვერასდროს იზრდება მოკლე შარვლიდან.

მე–12 ადგილი: თხის რქა

როგორც წესი, თხის რქა დაბადებიდან ბრძენი გამოცდილი ადამიანია, რომელმაც უკვე ბევრი მძღნერი ნახა. სწორედ ამიტომ, საფენებსაც გრაფიკით სვრის, რომ ამ სასაცილო ხალხს, რომლებიც ზეციური კანცელარიის ბრძანებით მისი მშობლები გახდნენ, რეჟიმი და წესრიგი ასწავლოს. ზრდასთან ერთად სიტუაცია მხოლოდ მწვავდება, ამიტომ სასურველია ლეკვობიდან აიყვანოთ: 30 წლისას ცხოვრებისეული ომების საპატიო ვეტერანი ხდება და ამის საფუძველზე სხვებს ჭკუას ასწავლის. და თან ისეთი სახით, რომ თავში ტაფის ჩარტყმა მოგინდებათ, მაგრამ არ შეიძლება: ისედაც კანტუზიანია.

მე–11 ადგილი: ლომი

ლომის საყვარელი საქმიანობაა წუნია ადამიანად თავის წარმოჩენა, რის გამოც ბევრი ინფანტილურს უწოდებს. მსგავსი არაფერი! თუ ლომმა ბორშის წვნიანი თავზე დაგასხათ, იმის გამო, რომ წვნიანში ქონიანი ხორცის ნაჭერი ნახა, ეს უბრალოდ როლის გამო, უბრალოდ ასეთი როლი აქვს. ზოგადად, ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში გონებას სწრაფად იკრებს, კლანჭებს აჩენს და ერთი ხელის მოქნევით აგვარებს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მის წრეში მყოფი ადამიანების პრობლემებს. არ დაგავიწყდეთ, ეფექტურად ღრიალი, შემდეგ განდიდება და ბორშის მოთხოვნა (რომლის მომზადება თავად არ შეუძლია, რადგან თათები აქვს).

მე–10 ადგილი: კურო

კურო თავად ზრდასრული ადამიანი, ვიტყოდით თვით სიმწიფეა, კიდევ დავამატებდით, მაგრამ სჯობს გავჩუმდეთ, რადგან თუ არ იცით, ჩვენი მთავარი რედაქტორი კუროა. კუროს გაუგებარი მიზეზების გამო ადრეული ასაკიდან იზიდავს რბილი სავარძლები, მყუდრო ხალიჩები, სარეცხი ფხვნილის, ტუალეტის ქაღალდის, მურაბების მომარაგება და საერთოდ ყველაფერი, რაც ნებისმიერი ცხოვრებისეული ქარიშხლისთვის მუდმივად მზადყოფნას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ცხოვრების ქარიშხლით კუროს ადგილიდან დაძვრა რთულია: კურო დახმარებას არ ეძებს, ის თავად არის ყველასთვის სახლი, რომელიც ნაფნაფმა ააშენა.

მე–9 ადგილი: მორიელი

მორიელისთვის ინფანტილურობა უცხოა, რადგან ამ თვისებას, როგორც სხვა ყველაფერს, უკუ მხარე აქვს: როგორც წესი, ინფანტილური ხალხი იმდენად ინფანტილურია, რომ თავში არა მხოლოდ დედლაინს და ანგარიშის ბალანსს ვერ აკავებს, არამედ წყენასაც, საერთოდ ვერაფერს. მორიელის თავში კი ქაოსია, ფაქტების, არგუმენტების, კავშირების და დასკვნების ქსელი, რომელშიც ეშმაკიც ფეხს მოიტეხს, ხოლო მორიელი კი აქ გზას უფრო უკეთ აგნებს, ვიდრე საკუთარ სამზარეულოში. სხვათა შორის, აქ, თქვენც ხართ ჩაწერილი.

მე–8 ადგილი: ქალწული

ქალწული საკუთარ თავს დღითიდღე გმირულად ებრძვის: ღრმად შიგნით ყველაზე ინფანტილური ადამიანია და არ შეუძლია გაიგოს, თუ სად მიდის ფული და საიდან ჩნდება მტვერი. ყველაზე ჭკვიანი და თეთრ პალტოშიც ყველაზე ლამაზი ადამიანის რეპუტაციის შესანარჩუნებლად ძალისხმევას არ იშორებს. მაგალითად, კისერს უშვერს მათ, ვისაც მასზე დაჯდომა სურს და და მაინც ძალიან ზრდასრული ჩანს. საქმეში ასეთია, მაგრამ ამაში თავად ვერ რწმუნდება. აი, ასეთი პარადოქსი.

მე–7 ადგილი: კირჩხიბი

ყველასთვის მოულოდნელად, კირჩხიბი არც ისეთი ზრდასრულია, როგორც გამოიყურება: კირჩხიბი ოჯახში მძინვარეა და ყველას თავისი მარწუხებით აშინებს, მთავარი სავარძლის დაკავებას ცდილობს და ყველას მითითებებს აძლევს, თუ როგორ იცხოვროს. შინაგანად კირჩხიბი თავის გარსში იმალება და უკან იხევს, სანამ არ შეხვდება ადამიანს, ვინც უფროსობას აუხსნის, თუ რატომ ასდიოდა საეჭვო სუნი გუშინ საღამოს.

მე-6 ადგილი: მშვილდოსანი

საპატიო ცენტრალური ადგილი დედიკოების შვილების რეიტინგში მშვილდოსანს ერგო. მას შესანიშნავად შეუძლია მთელი ეს ზრდასრული საქმე – როგორიცაა გაზეთებს და ორთქლმავლების მართვა, მაგრამ ეს საქმე იმდენად სძულს, რომ ჭამაც არ შეუძლია. როგორც წესი, მშვილდოსანი 30 წლამდე ამ გაზეთების და ორთქმავლების საშოვნელად მუშაობს, შემდეგ საქმეს ერთგული მმართველების ხელში ტოვებს და დაფნებს იპყრობს. მეტაფორულად ავტოფარეხიდან ხტება (კოშკიდან პარაშუტით) და კანფეტებით სკდება (ბურბონის შიგთავსით). პრეტენზიის გამოთქმა „როდის გაიზრდები“ უსარგებლოა: უკვე გაიზარდა, ახლა უკუ პროცესი მიდის.

მე-5 ადგილი: სასწორი

მე-5 ადგილი სასწორს ხვდა, რომელიც საყოველთაო მოსაზრების მიუხედავად დიდად ინფანტილური არაა: უბრალოდ დიდხანს მწიფდება, როგორც კარგი ყველი ან კარგი ღვინო. ანუ სადღაც 40 წლისთვის იაზრებს, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის გადასახადი (და რატომ), რისთვის და რამდენად ხშირად უნდა გარეცხოს წინდები, ვინ არის ეს უცნაური ქალი, რომელიც ხელში პატარა ადამიანს აჩეჩებს და ვინ არის ეს ადამიანი, სხვათა შორის, რატომ დევს მაცივარში ეს უცნაური ქვაბი საეჭვო ლალით. მანამდე სასწორი უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. მაგალითად, სონეტებს თხზავდა.

მე–4 ადგილი: ვერძი

სამეულამდე ცოტა დააკლდა. ვერძმა ყველაზე უკეთ იცის, როგორ ითამაშოს ზრდასრულების თამაშები – კარიერული წინსვლისთვის მეტოქეების თავებზე გადავლით დაწყებული და ბავშვთა კლინიკის მიმღებში სკანდალების მოწყობით დამთავრებული. მაგრამ როგორც კი სახლის კარს გააღებს, ჩინები ცვივა და მის ქვეშ გაშეშებული ვერძი რჩება. ვერძი, რომელიც სავსე მაცივარს ისე უყურებს, როგორც ახალ კარიბჭეს და არ ესმის, რომელ თაროზე უნდა იდოს მისი სუფთა წინდები. ძვირფასო, შემთხვევით ხომ არ დაგინახავს?

მე–3 ადგილი: ტყუპები

ბრინჯაოს მედალი და საპატიო მესამე ადგილი ტყუპებს შეხვდა – მუდმივად ახალგაზრდას და მუდმივად მთვრალს. პრინციპში მას გაზრდა არ შეუძლია, რომც შეეძლოს, ამ შესაძლებლობას მაინც არ გამოიყენებდა: ის არაკონფორმისტი, ანარქისტი და დედის მეამბოხედ არის დაბადებული. მას ქვეპიროვნება ჰყავს, რომელსაც შეუძლია ტყუპებს ნაბახუსევზე სამსახურში წასვლა აიძულოს. მაგრამ ამაზე ხელებს იბენს, ჯანდაბას, ძალიან ძნელია!

მე–2 ადგილი: თევზები

ვერცხლის მედალი თევზებს შეხვდა, რომელსაც არაფრის გადაწყვეტა არ სურს. უბრალოდ სურს ლუდი, სერიალი და დაოს სწავლა, მაგრამ ოდესმე, მოგვიანებით (რადგან სანამ შეიცნობენ, ხელის ხლება არ შეიძლება და ზოგადად, სამურაის მიზანი არ აქვს, მხოლოდ გზა!). ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან თევზების დედას იმედი ეკარგება სადღაც მაშინ, როცა პატარა საშუალო კლასში გადადის. თევზები ეჩვევა, რომ მაცივარში ძეხვს და ფულს კომოდზე სხვა ტოვებს. სამაგიეროდ, ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა!

1–ლი ადგილი: მერწყული

საპატიო პირველი ადგილი, კისერზე დოლი და მთავარი დედიკოს შვილის წოდება მერწყულს ეკუთვნის, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთ–ერთადერთ ზრდასრულ გადაწყვეტილებას იღებს: ნებისმიერ ფასად არ გაიზარდოს. მთავარი ჩასაფრება ისაა, რომ მერწყულს მოკლე შარვალში პატარას როლის შესრულება ბეზრდება, ამიტომ უფრო სახალისოს ირჩევს: თინეიჯერის როლი. სამწუხაროდ, მისი ქცევა შეიძლება ზრდასრული ადამიანის ქცევაში აგერიოთ, რადგან სურს ყველაფერი თავად მოაგვაროს მხოლოდ იმიტომ, რომ მერწყულია. მაგრამ ეს პირველ სერიოზულ პრობლემამდე. შემდეგ თქვენს ნებისმიერ სერიოზულ კითხვაზე „სადაა ალიმენტები, ნაძირალავ“, მერწყული უდავო არგუმენტს მოგიყვანთ „ჰე, ჰე, ჰე“ და აქ, ალბათ, როგორც ბრძენი დედა განიშნებდათ, „შეაყარე კედელს ცერცვი“.

Advertisement