Connect with us

ვიდეო

მსოფლიოში № 1 პროდუქტი ქოლესტერინის, გულის შეტევის, ჰიპერტონიისა და ინსულტის საწინააღმდეგოდ

მკვებავი ნივთიერებების დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით ფინიკს ჩვენი ჯანმრთელობისთვის უამრავი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის:

სტენოკარდიის თავდასხმისგან გვიცავს

ფინიკი კალიუმის მდიდარი წყაროა, რომელიც ინსულტის თავიდან ასაცილებლად და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მინერალია.

ქოლესტერინის დონეს არეგულირებს

ფინიკი სისხლძარღვებს წმენდს და თრომბების წარმოქმნას აფერხებს. ამრიგად, ეს ნაყოფი ქოლესტერინის არაჯანსაღ დონეს არეგულირებს.

არტერიულ წნევას არეგულირებს

ნატრიუმის და კალიუმის მაღალი შემცველობის გამო ფინიკი მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებმა რეგულარულად უნდა მიიღონ. 5-6 ცალი ნაყოფი დაახლოებით 80 მგ მაგნიუმს შეიცავს, რაც სისხლის სწორი მიმოქცევისთვის აუცილებელია. 370 მგ მაგნიუმის დახმარებით არტერიული წნევის ეფექტურად შემცირებას შეძლებთ.

გულს აძლიერებს

ღამით რამდენიმე ფინიკი წყალში დაალბეთ, დილით კურკები მოაშორეთ და კოქტეილს დაუმატეთ ან იმწამსვე შეჭამეთ.

დიარეას აფერხებს

ფინიკი კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს, რაც ფაღარათს თავიდან აგაცილებთ. ფინიკი კუჭის და ნაწლავების ფლორას აუმჯობესებს, ასევე კარგ ბაქტერიებს მხარს უჭერს.

ფინიკი რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს

რკინა ბავშვებში და ორსულ ქალებში ანემიის დროს წარმოუდგენლად სასარგებლოა. 100 გრ ფინიკი 0,9 მგ რკინას შეიცავს, რაც დღიური რეკომენდებული დოზის 11%-ია. რკინა სისხლში ჟანგბადის მიმოქცევას ხელს უწყობს და ჰემოგლობინსა და ერითროციტებზე დადებით გავლენას ახდენს.

ყაბზობას კურნავს

მსუბუქი საფაღარათო ეფექტის წყალობით ფინიკი ყაბზობას კურნავს. უბრალოდ მთელი ღამე მცირე რაოდენობით წყალში დაალბეთ და დილით შეჭამეთ.

გახდომას ხელს უწყობს

დილით, ცარიელ კუჭზე ფინიკის მიღება წონის მომატებას აფერხებს. ფინიკი ქოლესტერინს არ შეიცავს, ამიტომ წონის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ფინიკი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, ამიტომ ჭარბი რაოდენობით არ მიიღოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.