Connect with us

საკითხავი

მოწამე ტატიანას დღე: ზეცა მთელი წლით წარმატების მიღების შანსს გაძლევთ

ყოველწლიურად 25 იანვარს წმინდა მოწამე ტატიანას დღე აღინიშნება. ყველა მორწმუნესთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რადგან დიდმოწამე ტატიანა რელიგიურ სამყაროში განსაკუთრებული ფიგურა გახდა. სწორედ 25 იანვარს გოგონას სიცოცხლე ტრაგიკულად შეწყდა უფლის გულწრფელი რწმენის გამო. თავისი ბედით გადაიხადა, მაგრამ წმინდანად შერაცხეს და ახლა მთელ ქრისტიანულ სამყაროში პატივს მიაგებენ.

მორწმუნე ქალწულის ისტორია

მოწამე ტატიანა ჩვ. წ.აღ–ით მე-3 საუკუნეში დაიბადა. მისი ოჯახი ერთ–ერთი ყველაზე დიდგვაროვანი და მდიდარი რომაული წყვილი იყო. ტატიანას მამას ხელისუფლებისგან ფარულად ღმერთის სწამდა. ტატიანაც მშობლების კვალს გაჰყვა. ბევრს ლოცულობდა, ავადმყოფებს და ღარიბებს ეხმარებოდა. მოგვიანებით გადაწყვიტა მთელი ცხოვრება ყოვლისშემძლეს მსახურებაში გაეტარებინა.

ის, რომ ტატიანას ოჯახს ქრისტე სწამდა, გაიგეს და ყველა დაიჭირეს. გოგონის და მისი მამის სიკვდილით დასჯა ბრძანეს, მაგრამ ტატიანამ რწმენაზე უარის თქმა არ ისურვა. გულწრფელი ლოცვა დაიწყო. ამ დროს წარმართული ღვთაება კვარცხლბეკიდან ჩამოვარდა ზუსტად იმ ტაძარში, სადაც ტატიანა იყო დაპატიმრებული. ამან რამდენიმე მცველს ბრძენ ქალწულთან გაერთიანება აიძულა, მაგრამ ეს მოვლენაც საშინელი ბედის თავიდან აცილებაში ვერ დაეხმარა.

ცოტა რამ ტრადიციებზე

ამ დღეს კამათი და ბილწსიტყვაობა კატეგორიულად აკრძალულია. ასე სახლიდან წარმატებას განდევნით. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს დახმარებაზე უარი არ უნდა უთხრათ. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ასე თქვენს წარმატებას გააქცევთ და ცუდ ენერგიას მოიზიდავთ.

ამ დღეს ახლობლებთან კამათს მოერიდეთ. ასე სადღესასწაულო განწყობას ჩაშლით. მთელი სახლი წინასწარ დაალაგეთ, რომ სისუფთავით ბრწყინავდეს. ასე სადღესასწაულო სითბო და კეთილდღეობა თქვენს სახლში დიდხანს დარჩება.

გასათხოვარ ქალებს საბედოზე მკითხაობა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ამას ეკლესია არ იწონებს, მაგრამ ამას ოდესმე შეუჩერებია ლამაზი ქალები, რომელთაც ბედის პოვნა სურთ? თქვენთვის საინტერესო პირების სახელები ფურცლებზე ჩამოწერეთ და პარკში ჩააწყვეთ და ბალიშის ქვეშ ჩაიდეთ. მეორე დილით ერთი ფურცელი ამოიღეთ. სახელი, რომელსაც წაიკითხავთ, თქვენი საბედოა.

ამინდის ნიშნები

25 იანვარს თოვლი ზაფხულში ხშირ წვიმას მოასწავებს. თუ მზიანია, მაშინ ფრინველები სახლში დაბრუნებას ადრეულ გაზაფხულზე იჩქარებენ. მოწმენდილი ცა უხვ მოსავალს გპირდებათ. წვიმა ცუდი ზაფხულის ნიშანია. ქარბუქი კარგ ნიშნად ითვლება. თუ თოვლი ბევრია, გამოდის, მინდვრებში პური ცოტა იქნება.

ადრე ამ დღეს პურის გამოცხობა მნიშვნელოვანი იყო. აკვირდებოდნენ, როგორ ცხვებოდა პური. თუ კარგად, მაშინ მოსახელეებს მთელი წელი წარმატება ელოდათ. თუ დაიწვებოდა ან დაბალი გამოცხვებოდა, მაშინ ტატიანა ცოტა მოიწყენს. პანიკას არ აჰყვეთ. უბრალოდ დიდ ნაჭრებად დაჭერით და ყველა მსურველს გულუხვად გაუმასპინძლდით.

ტატიანას ანგელოზის დღე: როგორ უნდა აღნიშნოს სწორად მოსახელემ

ამ დღეს მშვენიერ ტატიანას უარი არაფერზე უნდა უთხრათ. თუ ტატიანამ სუფრაზე დაგპატიჟათ, აუცილებლად დათანხმდით. საჩუქრები შესაძლებლობის მიხედვით შეარჩიეთ. თუ სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, რაღაც ძვირადღირებული შეარჩიეთ, მაგრამ ტკბილეული და ყვავილიც კარგი ვარიანტია.

ყველას გისურვებთ სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებას და კარგ განწყობას.

Advertisement