კულინარია
მოსახერხებელი მეთოდი, როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სალათებისთვის
ზამთარში ბოსტნეულის არჩევანი მცირდება. მაღაზიის დახლებზე ყველაფერს იპოვოთ, თუმცა ასეთი პროდუქტების სარგებელზე შეგვიძლია ვიკამათოთ. სწორედ ამიტომ უპირატესობას ჭარხალს ვანიჭებ. მისგან გემრიელ სალათებს ვაკეთებ, ზოგჯერ უბრალოდ ვხარშავ. ძირნაყოფის მომზადების ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს. დღეს საყვარელ მეთოდებს გიზიარებთ და გიამბობთ, როგორ მოხარშოთ ჭარხალი პაკეტში.
ასეთი კულინარიული ხრიკი დედამ მასწავლა. ახალგაზრდობაში ჰყავდა მეზობელი, რომელიც მოხარშული ჭარხლის სუნს ვერ იტანდა. დედა უკონფლიქტო ადამიანი იყო და სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდა. ნაცნობებთან გასაუბრებით, საუკეთესო მეთოდი იპოვა.
როგორ მოვხარშოთ გემრიელი ჭარხალი პაკეტში
სპეციფიკური სუნის არ ქონის გარდა, მეთოდს სხვა უპირატესობაც აქვს:
- ხარშვის შემდეგ ქვაბი სუფთა რჩება;
- ბოსტნეული წვნიანი, გემოთი გაჯერებულია;
- წყალს არ იწოვს;
- კაშკაშა ფერს ინარჩუნებს;
საშუალო ზომის ღრმა შინდისფერი ჭარხალი აიღეთ და კარგად გარეცხეთ. ყუნწი არ მოაჭრათ, რომ ნაყოფის მთლიანობა შეინარჩუნოთ.
ჭარხალი მთელ, მკვრივ პოლიეთილენის პაკეტში (ან 2 თხელ პარკში) მოათავსეთ. თითოეულ 250 გრ ბოსტნეულს 1 ჩ/კ შაქარი დაუმატეთ. ასე ჭარხლის გემო უფრო გამოკვეთილი იქნება.
პაკეტიდან ჰაერი მაქსიმალურად გამოუშვით და შეკარით. ხარშვისას ძირნაყოფი წყლიდან არ უნდა ამოცურდეს. წყალი აადუღეთ და პაკეტიანად მასში ჩადეთ.
სუსტ ცეცხლზე 25 წუთით ხარშეთ.
მზა ჭარხალი ცივი წყლით სავსე ჭურჭელში მოათავსეთ. წყალი მისი გათბობის მიხედვით შეცვალეთ.
ზუსტად 10 წუთში ბოსტნეული სრულად გაგრილდება. ის კარგად გაიწმინდება. ახლა შეგიძლიათ დანიშნულების მიხედვით გამოიყენოთ.
დიახ, ჭარხლის ხარშვის მეთოდი გავრცელებული არაა. ის მიკროტალღურ ღუმელში ჭარხლის სწრაფად მომზადების მეთოდს ჩამოუვარდება. პირადად, მე მიკროტალღურ ღუმელში გამომცხვარი კერძები უგემური მეჩვენება. გირჩევთ სცადოთ და შემდეგ თავად გადაწყვიტოთ.