Connect with us

ჰოროსკოპი

მორიელმა უფრო მეტი უნდა გასცეს, ვიდრე სანაცვლოდ ითხოვს: რჩევები უკეთესობისკენ შესაცვლელად

მორიელის ნიშნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია. ეს ზოდიაქოს ნიშანი ცბიერია, მაგრამ მასაც შეუძლია ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს და უკეთესი გახდეს. Alltime.ge–ს რედაქცია ცეცხლოვან მორიელს რჩევებს უზიარებს.

ასტროლოგების თქმით, მორიელს სხვა ნიშნებს შორის ადვილად ამოიცნობთ. მებრძოლი ხასიათი და დიდი ამბიციები აქვს, სულ სიამოვნებისკენ მიილტვის. ყურადღება უყვარს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

ალბათ, ამ მიზეზით, მასთან ურთიერთობა გვიჭირს. ხშირად ურყევი ხასიათი წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებენ, კიდევ უფრო წარმატებულნი გახდებიან.

სასარგებლო რჩევები

1. ნაკლებად თვალსაჩინო რჩევით დავიწყოთ. სახლის დალაგებას ვგულისხმობთ. მორიელს ქაოსურად მოქმედებისა და აზროვნებისკენ მიდრეკილება აქვს. ზღვა ინფორმაციას რომ გაუმკლავდეთ, ცივი გონება და სახლში სისუფთავე შეინარჩუნეთ.

საქმეში ასე მუშაობს: მთელი ბინა კვირაში მინიმუმ ერთხელ დაალაგეთ. ხარახურა, რომელსაც არ იყენებთ, გადაყარეთ. როგორც წესი, ასეთი ხარახურა წლები გროვდება და ცუდ ენერგიას იზიდავს. ეს თქვენს განწყობასა და სულიერ მდგომარეობაზე ცუდად აისახება.

2. ფინანსებთან დაკავშირებული რჩევა ფულის სწორად განაწილებას გულისხმობს. მორიელი მფლანგველი არაა, მაგრამ ფინანსების მართვა ზედმეტი არასდროსაა.

ექსპერტების რჩევით, მორიელმა ფინანსები უნდა აკონტროლოს. ინვესტიციები შეისწავლეთ და მალე გამდიდრებას შეძლებთ. მხოლოდ ფულად ინვესტიციებს არ ვგულისხმობთ.

3. მეტი დრო და სხვა რესურსები საკუთარ თავში ჩადეთ, რომ სასურველ მიზანს სწრაფად მიაღწიოთ. წარმატებას მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა უყვარს.

რაც უფრო განვითარდებით, საკუთარი თავისა და სხვებისთვის მით უფრო საინტერესო პიროვნება გახდებით. აქ, ინტელექტზე ვსაუბრობთ და არა გარეგნობაზე.

სხვა რჩევები:

1. გონებასთან ერთად ემოციების კონტროლიც უნდა ისწავლოთ. მორიელს სხვებთან საერთო ენის პოვნა უჭირს, ახლობლებს და ნაცნობებს ხშირად ეკამათება, ამით მათ შორდება.

პრობლემის მოგვარება საკუთარ თავში გარკვევით უნდა დაიწყოთ. ზეემოციურობა წარმატების გზაზე ნამდვილი დაბრკოლებაა.

2. ასევე ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ დილის მოთელვა ან გაწელვები საკმარისი არაა. ბევრი და მძიმედ უნდა იმუშაოთ, რომ სხეულის თითოეული კუნთი გაავარჯიშოთ.

ვარჯიში დისციპლინის და ამტანობის გამომუშავებაში დაგეხმარებათ. ასე სხეულსაც და სულსაც გააძლიერებთ, რაც სიმაღლეების დასაპყრობად მნიშვნელოვანია.

ცხოვრება უკეთესობისკენ რომ შეცვალოთ, მისი ფასი უნდა იცოდეთ. ამ მხრივ საქველმოქმედო საქმიანობა საუკეთესო ვარიანტია. მორიელმა უფრო მეტი უნდა გასცეს, ვიდრე სანაცვლოდ ითხოვს. ნებისმიერი მიმართულების ქველმოქმედება მისაღებია. მაგალითად, თქვენი ქალაქის უსახლკარო ადამიანს დაეხმარეთ ან მაწანწალა ცხოველზე იზრუნეთ. ასე თქვენი შრომა ნამდვილად დაჯილდოვდება.

Advertisement