Connect with us

ჰოროსკოპი

მორიელი შემიყვარდა: გაქვთ თუ არა რომანის შანსი, თუ ჰოროსკოპით შეუთავსებლები ხართ

თუ ნატალურ რუკებს და ნიშნებს შორის ურთიერთობას ყურადღებას აქცევთ, ასტროლოგიური შეუთავსებლობა შეიძლება ახალი ნაცნობობის მარცხით დასრულების მიზეზი გახდეს. „ამ ნიშნებით ფაფას ვერ მოხარშავთ!“ მოიცადეთ, ყველაფერი ისე მარტივად და ცუდად არაა. შესაძლოა, ახალი, შეუთავსებელი ნაცნობი თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი თავგადასავალი გახდეს.

მოკლედ, სიმპათიური ბიჭი გაიცანით. პირველი პაემანი კარგად დასრულდა, შემდეგ სოციალურ ქსელებში მისი პროფილის შემოწმება დაიწყეთ, რომ მისი ზოდიაქოს ნიშანის გაგერკვიათ. და მორჩა, რომანი არ იქნება, რადგან, როგორც ჩანს, თქვენი ნიშნები ერთმანეთთან დაპირისპირებულნი არიან და ჰოროსკოპი კარგს არაფერს გპირდებათ. უკვე გსურთ დაბლოკოთ და დაივიწყოთ? არ იჩქაროთ. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოიქცეთ, თუ საყვარელი ადამიანი ჰოროსკოპით თქვენს ნიშანთან წინააღმდეგობაში იმყოფება.

დედასთან ლაპარაკი სთხოვეთ

დიახ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ თქვენს ნიშნებს შორის ძალების ბალანსი რომ გაარკვიოთ, მისი ნატალური რუკა გჭირდებათ. ანუ მისი დაბადების ზუსტი დრო და ადგილი უნდა იცოდეთ. ამის გარკვევა მოხვევით არ სცადოთ, არამედ პირდაპირ ჰკითხეთ.

კანონზომიერებას დააკვირდით

მის რუკაზე პლანეტების ადგილმდებარეობას დააკვირდით: მზე მის გარეგნულ უპირატესობას განსაზღვრავს, მთვარე ემოციებს მართავს, მერკური კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი, ვენერა – სიყვარულსა და ღირებულებებზე, მარსი სექსუალური პოტენციალს განასახიერებს. ყურადღება მიაქციეთ, თუ რომელ ნიშანში იმყოფება თითოეული პლანეტა და როგორ ურთიერთქმედებენ თქვენი ნატალური რუკის პლანეტებთან და ნიშნებთან. როგორც წესი, ცეცხლის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) და ჰაერის (ტყუპები, სასწორი, მერწყული) ერთმანეთს კარგად ერწყმიან, ხოლო მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა) და წყლის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ერთმანეთთან სპეფიციკურ ურთიერთობაში იმყოფებიან.

შეეგუეთ, რომ ყველაფერი იდეალურად არ იქნება

თქვენს ცხრილებში აუცილებლად აღმოაჩენთ უბნებს, რომლებიც თქვენს თავსებადობაზე ყვირიან (მთვარის და ვენერას ნებისმიერი შესაბამისობა განსაკუთრებულ რომანტიკულ ურთიერთობაზე ყვირის), ხოლო სხვები – პირიქით (მაგალითად, მერკური და მარსი ერთმანეთთან შეიძლება დაპირისპირებულნი იყვნენ). გახსოვდეთ, რომ ასტროლოგიაში ნიშნებს შორის გარკვეული კონფლიქტი მხოლოდ უარყოფით მნიშვნელობას არ ატარებს. ასეთი დაძაბულობა შეიძლება იმპულსი გახდეს და ორივე უკეთესობისკენ შეგცვალოთ. დაფიქრდით.

დამშვიდდით

მაშინაც კი, თუ თქვენი თავსებადობა კარგად არ გამოიყურება, საშიში არაფერია. ცოტა ემპათია გამოიყენეთ, რადგან იდეალურად ზუსტად შედგენილი ნატალური რუკებიც ადამიანების ბედს ზუსტად ვერ გაშიფრავს. ბოლოს და ბოლოს, ასტროლოგია ხომ ურთიერთგაგებაზეა. თუ პლანეტების და ნიშნების ადგილმდებარეობის მიუხედავად ერთმანეთის გაგებას და თანაგრძნობას შეძლებთ – ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი. გაბედეთ, ეს შეიძლება თქვენი ყველაზე კაშკაშა და საინტერესო ურთიერთობა იყოს.