Connect with us

საკითხავი

მოემზადეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან კაცობრიობის მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა

სამყაროს თითოეული ჩვენგანისთვის მესიჯი აქვს. მისი გზავნილი ძალიან მარტივია: უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე გვგონია. ეს ინფორმაცია რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება ხშირად გაიმეორეთ. მაგალითად, დღე მედიტაციით დაიწყეთ, ლოცვაში ან ცხოვრების დამადასტურებელ სენტენციებში ჩაერთეთ.

შეტყობინება ადამიანისთვის

ადამიანის ნამდვილი ძალა მის მოქნილობაშია. სხეულის, გონების და მსოფლმხედველობის მოქნილობა ნებისმიერ დროში მნიშვნელოვანი იყო. გადარჩენა მხოლოდ მოქნილ ხალხს შეეძლო. ზოგი ცხვირს წევს, როცა სხვები მოქნილობაზე საუბრობენ. „ცვალებადი სამყაროს ქვეშ დახრა არ ღირს“ და რაღაც მსგავსი. სამწუხაროდ, ამ სიტყვებს რეალობასთან საერთო არ აქვს.

სამყარო არასდროს არავის წინაშე იხრება. შეგვიძლია ჯიუტად საკუთარი აზრი დავიცვათ და ვიწრო აზროვნების ვიყოთ ან შეგვიძლიათ ცვალებად ტენდენციებს მოვერგოთ და ახალი სასარგებლო უნარები ავითვისოთ. სამწუხაროა, უფროსი თაობის ყურება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს გაურბის და მათში გარკვევასაც არ ცდილობს.

ტექნოლოგია სრულყოფილი ადამიანის კომფორტისთვის ხდება. სამწუხაროდ, საქმე მხოლოდ ტექნოლოგიებს არ ეხება. მაგალითად, ასაკთან ერთად მსოფლმხედველობაც იცვლება. კონსერვატიული სულელი ადამიანები, რომელთა ხელშიც ძალაუფლებაა, თითქმის მთელ პლანეტაზე უსიამოვნებების მთავარი წყარო არიან. კაცობრიობა წარსულის დაბრუნების სურვილსა და ფრაზებს „ადრე უკეთესი იყო“ კარგ შედეგამდე ჯერ არ მიუყვანია.

ეს ფაქტია. ამაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია ისტორიის ნებისმიერ სახელმძღვანელოს გადახედოთ. იმის გათვალისწინებითაც, რომ ისტორია მრავალჯერ დაიწერა, საერთო ტენდენციები მაინც შეინიშნება. ყოველთვის, როცა მორიგი მმართველი ძველი შეხედულებებით ე.წ. ძველებური დიდების დაბრუნებას ცდილობდა, რაღაც უბედურება ხდებოდა.

ხშირად, ეს უბედურება ომი იყო. ათასობით ადამიანი დაბალი თვითშეფასების და ძალაუფლებაში მყოფი მორიგი სულელის ნოსტალგიის გამო სიცოცხლეს წყვეტს. ასეთი ხალხი აზროვნების მოქნილობას მოკლებულნი არიან და მშვენიერ სამყაროზე მორგება არ შეუძლიათ. ასაკის მატებასთან ერთად ძალაუფლების დაკარგვის შიში იზრდება.

აშინებთ, რომ ახალი თაობა სულ სხვა სამყაროს აშენებს. სინამდვილეში, ეს ნორმალურია. დრო ყოველთვის ერთი მიმართულებით, წინ მიიწევს და ეს კარგია. და მაინც, ზოგიერთი მოხუცი ადამიანი ამით ვერ ხარობს. შვილების და შვილიშვილების მომავალს ვერ ხედავენ. არა, მათ მარადიულად ასე ცხოვრება სურთ.

ახლა, სამწუხაროდ, რაღაც მსგავსი ხდება. ერთი მოხუცი ადამიანის, რომლის სიცოცხლეც დასასრულს უახლოვდება, ავადმყოფური ამბიციების გამო ათასობით ადამიანი იტანჯება.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა

ჩვენ ძლიერი ვართ და გავუძლებთ. ეს სიტყვები მანტრასავით ხშირად გაიმეორეთ. ადამიანის შინაგანი ძალა წარმოუდგენელია. საბედნიეროდ, ამ ძალის პოვნა ადვილია და ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია. ყოველთვის, როცა თქვენს გონებას პანიკა და შიში იპყრობს, არ შეეწინააღმდეგოთ. წარმოიდგინეთ, რომ ისინი ცივი ჰაერია: რაც უფრო ძლიერ იკუნტებით გახურების მცდელობისას, მით უფრო უარესდება. ყველაფერი თქვენში გაატარეთ, მაგრამ ღრმად შეღწევის უფლება არ მისცეთ. გაიმეორეთ, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მთავრდება. ესეც გაივლის.

Advertisement