სხვა
მოდური შარფი საქსოვი ჩხირების და ყაისნაღის გარეშე, მხოლოდ ხელებით
ზამთარი დადგა და დროა, თბილად შევიფუთოთ. თბილ შარფზე უკეთ კი არაფერი გაგათბობთ. განსაკუთრებით, თუ თავად დიდი სიყვარულით მოქსოვეთ. ახლა, ალბათ, ბევრმა მკითხველმა გაიფიქრა, რომ ჩხირებით ქსოვა არ იცის. აქ, მთავარია არა ოსტატობა, არამედ სურვილი. დღეს გიამბობთ, როგორ მოქსოვოთ შარფი ჩხირების გარეშე.
როცა ამ მარტივი და სწრაფი ქსოვის ტექნიკის შესახებ პირველად გავიგე, ძალიან გაკვირვებული ვიყავი. პირველივე დღეს 2 შარფი–სნუდი მოვქსოვე. ერთი მოცულობითი და თბილი გამოვიდა, მეორე – აჟურული და მსუბუქი. იმდენად გავერთე, რომ ოჯახის წევრებიც ჩავრთე. წინ კი დღესასწაულები გველის. დაინტერესდით?
როგორ მოვქსოვოთ შარფი საქსოვი ჩხირების გარეშე
მოამზადეთ ნართი და მუყაოს ყუთი. ერთ შარფზე დაახლოებით 100 გრ ძაფი დაგჭირდებათ. შარფის დიამეტრი შეგიძლიათ დამოუკიდებლად აირჩიოთ. ეს ყუთის ზომაზეა დამოკიდებულია. მინიმუმ 120 სმ პერიმეტრი.
ყუთის მომზადებით დაიწყეთ. ზედა კუთხეებში კბილები დახატეთ. მათი სიგანე პირდაპირ ნართის სისქესთან არის დაკავშირებული. რაც უფრო თხელია ძაფი, მით უფრო ხშირია კბილები. თუ ნართი სქელია, კბილებს შორის დაშორება ზუსტად 2-2,5 სმ უნდა იყოს, სიმაღლე 2 სმ. ყუთის კუთხეები აუცილებლად დატოვეთ. როცა ყველაფერი მზად იქნება, კბილები გამოჭერით.
ყუთის ფსკერზე, ცენტრში მართკუთხედი ამოჭერით. მასში გორგალს მოვათავსებთ, რომ არ აიბურდოს.
სანამ ქსოვას დაიწყებთ, ძაფის წვერი ერთ–ერთ კბილთან სკოჩით დაამაგრეთ.
პირველი რიგის გასაკეთებლად ძაფი თითოეულ კბილს შეამოახვიეთ. საათის ისრის მიმართულებით იმოძრავეთ. ბოლო კბილზე ორმაგი მობრუნება გააკეთეთ. ასე ბოლო თვალს დააფიქსირებთ.
ახლა ქსოვა დაიწყეთ. პირველი რიგისგან განსხვავებით, ის საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით წავა. მეზობელ კბილზე თვალი აიღეთ, ქვემოთ ძაფი გაატარეთ და ამოიღეთ.
ძველი თვალი კბილიდან მოხსენით, მის ნაცვლად ახალი ჩამოაცვით. შემდეგ თვალზე გადადით და გაიმეორეთ. წრიულად მოძრაობა გააგრძელეთ. ნელ–ნელა ნაქსოვი ქვემოთ ჩავა.
ბოლო რიგზე ძაფი თვალში ზემოდან ქვემოთ გაატარეთ და არა ქვემოდან ზემოთ. ამასთან ძაფი სრულად დაჭიმეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ თვალი მოხსნათ. ძაფი ძალიან ძლიერ არ დაჭიმოთ.
ბოლოს, ძაფი უნდა დააფიქსიროთ, რომ ნაქსოვი არ დაიშალოს. ამისთვის, უბრალოდ გაკვანძეთ და ზედმეტი ნაწილი მოაჭერით.
შარფის სიგრძე იქნება დაახლოებით 50 სმ. საკმარისად განიერია, რომ თავზე ჩამოიცვათ. თქვენ შეგიძლიათ უფრო ფართო შარფიც მოქსოვოთ.
ასეთი ქსოვის ტექნიკას ნებისმიერი დაეუფლება. ჩემს შვილებს და ქმარს უკვე ვასწავლე. დამხმარე მასალის სახით იდეალურია ქუდის მრგვალი ყუთი. ასე რომ, ერთად მოვქსოვოთ!