Connect with us

მოდა და სტილი

მოდური შარვლები 2021 წლის გაზაფხულისთვის: მოდელები ყველა ტიპის ქალისთვის

ცოტაც და გაზაფხული მართვის სადავეებს აიღებს. მოუთმენლად ველოდები თბილ ამინდებს, მანამდე კი გარდერობის განახლება გადავწყვიტე. მაღაზიებში ახალი გაზაფხული–ზაფხულის კოლექციები უკვე შემოიტანეს. ტენდენციებს რომ არ ჩამორჩეთ და გამყიდველის მლიქვნელობას არ დანებდეთ, Alltime.ge–ს რედაქცია 2021 წლის გაზაფხულის მოდურ შარვლებს გთავაზობთ. ასეთ მრავალფეროვნებას არ ველოდი.

ტანსაცმელი გამოირჩევა სტილით, პრინტით და ფერების მდიდარი გამით. ყველა შარვალი სხვადასხვა სიგრძის და სიგანისაა. მასალების დიდი არჩევანი: სქელი ნაქსოვით დაწყებული ტყავით დამთავრებული. წელს დიზაინერებმა სანაქებოდ იშრომეს. თითოეულ ქალს შეუძლია მისთვის შესაფერისი მოდური და კომფორტული ტანსაცმელი იპოვოს. რაღაც შეიძლება თქვენს კარადაშიც იპოვოთ. აი, ამ წლის საგაზაფხულო შარვლების მთავარი ტენდენციები!

ქალის მოდური შარვლები 2021 წლის გაზაფხულისთვის

ფართო შარვალი

ფართო შარვალს ახალს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ თანამედროვე ქალის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს. ასეთი შარვალი ბევრ ქალს სხეულის ფორმების მოდელირების საშუალებას აძლევს. შარვლის ფართო ტოტებში დამალული ქუსლიანი ფეხსაცმელი ვიზუალურად უფრო მაღალს გამოგაჩენთ.

მაღალწელიანი შარვალი

ბოლო წლების ერთ–ერთი საყვარელი ტრენდი – მაღალწელიანი შარვალი. დაბალწელიანი შარვლისგან განსხვავებით წელის არეში რამდენიმე სანტიმეტრს ადვილად მალავს. ასე ფეხებს და საერთოდ სხეულს მნიშვნელოვნად აგრძელებს. ამასთან შარვლის სიგრძე შეიძლება განსხვავებული იყოს.

უჯრედებიანი შარვალი

საგაზაფხულო სეზონზე უჯრედული პრინტი აქტუალურია. ის იდეალურად უხდება როგორც სამუშაო სტილს, ასევე ყოველდღიურს.

შარვალი ფართო ქამრით

თუ გარდერობში ფართო ქამარი გაქვთ, დროა გამოიყენოთ. ეს დეტალი თეძოებს მომგებიანად გამოკვეთს. ხორცისფერი შარვალი მოირგეთ. ასეთი ფერი თბილ ამინდში პოპულარულია.

ჩაჭრილი შარვალი

ჩაჭრილი შარვალი საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება. ის შეიძლება იყოს მოკლე ან მუხლებამდე ან უფრო გრძელი. მკვრივი ქსოვილის შარვალი ცივი დროისთვის გამოგადგებათ, გაზაფხულის ბოლოს შეგიძლიათ უფრო მსუბუქი ქსოვილის შარვლები ჩაიცვათ.

შარვალი–ბანანი

მოსახერხებელი და პრაქტიკული შარვალი სეირნობისას შეუცვლელია. თავისუფლად ამოჭრილი შარვალი მოძრაობას ხელს არ უშლის, ამავდროულად სტილს ელეგანტურობას მატებს. ნამდვილი საჩუქარი ვიწრო თეძოების მქონე ქალებისთვის.

კლასიკური შარვალი

კლასიკას კლასიკა იმიტომ ჰქვია, რომ ყოველთვის პოპულარულია. ეს მოდასაც ეხება. თუ სწორ შარვალს აირჩევთ, ნამდვილად არ წააგებთ.

ტყავის შარვალი

გასული წლიდან მოდაში ტყავის ნივთები დარჩა. მაღაზიებში იპოვით ნატურალურ და ეკოტყავის შარვლებს კლასიკურ შავ, მდოგვისფერ და კრემისფერ შეფერილობაში.

კულოტი

მოკლე შარვალი ფართო ტოტებით – კაბის შესანიშნავი ალტერნატივაა. თქვენთვის კომფორტულად აჭრილი შარვალი აირჩიეთ და ახალი გამარჯვებისკენ წინ იარეთ! ქუსლიან ფეხსაცმელზე თუ კედებზე – თავად გადაწყვიტეტთ. მაინც მოდურად გამოიყურება.

შარვალი ისრებით

საკმაოდ ქალური ნიმუშია. როგორც შარვალი–ბანანის შემთხვევაში, შარვლის ზედა ნაწილი ვიზუალურად თეძოებს ზრდის.

როგორც ხედავთ, საკმაოდ ფართო არჩევანია. სტილში ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. მით უმეტეს მოდა ამის საშუალებას გაძლევთ. უკვე რამდენიმე საინტერესო ვარიანტს გადავხედე. თქვენ რომელ შარვალს ირჩევთ 2021 წლის გაზაფხულისთვის?