Connect with us

სახლი და დიზაინი

მოდური ინტერიერის შერჩევა სახლისთვის

ფერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც თქვენს განწყობაზე ახდენს გავლენას და სახლში სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის. დღეს თქვენთვის მწვანე ტონის მქონე მოდური ინტერიერების ნაკრები მოვამზადეთ. გაზაფხულის სიახლის თემა მოდიდან არასდოს გადადის!

მწვანე ფერი ინტერიერში

1. მწვანე ფერს პალიტრებს შორის, სრულიად თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე კომფორტული, სასიამოვნო და სიახლის ფერი. ის მხოლოდ დადებით ემოციებს და ასოციაციებს იწვევს.

2. სამზარეულოსა და სასადილო ოთახს ძალიან მოუხდება სალათისფერი. ის ახალ მწვანილთან ასოცირდება და მადას აღძრავს. ის დადებითად მოქმედებს როგორც ბავშვებზე ასევე დიდებზეც.

3. მწვანე ფერის ადგილი საძინებლის ინტერიერშიც მოიძებნება. მწვანე ან სალათისფერი ვნებას წითელზე ნაკლებად არ აღძრავს. თუმცა წითლისგან განსახვავებით ის არა აგრესიული ფერია.

მწვანე ფერის შპალერი, კომოდი ან თეთრეული ნამდვილად მოუხდება სახლის ყველაზე მშვიდ ადგილს. მწვანე ფერის თეთრთან შეხამება შეიძლება. საძინებლის კედლების მწვანე ზეთისხილის ფერში შეღებვაც საკმაოდ კარგი იდეაა, ეს ფერი დაცულობის შეგრძნებას იწვევს.

4. სასტუმრო ოთახს ან სამუშაო კაბინეტს მუქი მწვანე ტონები მოუხდება, ეს ტონები ტონუსსა და ენერგიას შეგმატებთ, ამასთანავე არ გამოიწვევს აგრესიასა და გაღიზიანებას.


5. თუ მთელი ინტერიერის მწვანედ შეღებვა არ გსურთ, ის დეკორის ელემენტების სახით დაამატეთ. ძალიან ლამაზ და ორიგინალურ შედეგს მიიღებთ.

6. კიდევ რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტა.

7. გამოიყენეთ მწვანე ფერი – ის თქვენს სახლს რელაქსისა და სრული სიმშვდის ენერგიით აავსებს. ეს არაჩვეულებრივი ფერი სტრესის საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს.

როგორც ხედავთ მწვანე ფერი დადებითი და ეფექტური ვარიანტია ნებისმიერი ინტერიერის გასაფორმებლად, სამზარეულოსა და ბავშვის ოთახის ჩათვლით!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.