საკითხავი
მობილურ ტელეფონში ამ ფუნქციის გამოყენებამ, შესაძლოა, ერთ დღეს სიკვდილისგან გიხსნათ
დაფიქრებულხართ იმაზე, რა მოხდება, თუ უცებ ავარია შეგემთხვევათ ან გონებას დაკარგავთ და ვერ შეძლებთ მაშველებთან საუბარს?
სამწუხაროდ, ტრაგედიები ყოველთვის მოულოდნელად ხდება, ამიტომ სავსებით გონივრული იქნება თავის დაზღვევის მიზნით მობილურ ტელეფონში “საგანგებო კონტაქტი” – ნომერი, რომელზეც უნდა დარეკოთ საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში – ჩაიწეროთ.
სამწუხაროდ, ეს შეიძლება არასაკმარისი იყოს
ჩვეულებრივ, მობილურ ტელეფონს ადევს პაროლი, რათა პირადი ინფორმაცია გარეშე პირს არ ჩაუვარდეს ხელში. ეს იმას ნიშნავს, რომ საგანგებო კონტაქტი ვერ იქნება გამოყენებული თქვენი მონაწილეობის გარეშე, რამდენადაც ტელეფონი დაბლოკილია. პოლიციელს ან ექიმს, რომელიც თქვენს ახლობლებს უნდა დაუკავშირდეს საგანგებო სიტუაციის დროს, არ შეუძლია პაროლის გატეხა.
საბედნიეროდ, თანამედროვე სმარტფონების უმრავლესობას აქვს საგანგებო მონაცემების შეყვანის ფუნქცია, რაც საშუალებას იძლევა გარკვეული ინფორმაცია დაბლოკილი ტელეფონიდანაც მიიღებოდეს – მათ შორის, საკონტაქტო ნომერი და მნიშვნელოვანი სამედიცინო თავისებურებები. თუმცა, არსებობს საშუალება, რომელიც ამას სპეციალური ფუნქციის გარეშეც შეძლებს.
მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ
1. საგანგებო კონტაქტები iPhone-ში
ნებისმიერ აიფონს აქვს აპლიკაცია “ჯანმრთელობა”. სწორედ იქ შეიძლება საგანგებო სიტუაციისთვის კონტაქტის დაყენება.
- გახსენით “ჯანმრთელობის” აპლიკაცია და გადადით “სამედიცინო ბარათის” დანაყოფში.
- დააჭირეთ “დამატებას” და ჩამოსქროლეთ “საგანგებო კონტაქტის” დანაყოფამდე.
- დააჭირეთ პლუსის ნიშანს, აირჩიეთ კონტაქტი და მიუთითეთ, რა ურთიერთობა გაკავშირებთ მასთან.
- დააჭირეთ ღილაკს “მზადაა” ცვლილებების შესანახავად.
- ამავე დანაყოფში შეგიძლიათ სისხლის ჯგუფის, სიმაღლის, წონის, ალერგიისა და მსგავსი ინფორმაციის შეტანა.
ახლა თქვენი მობილურის ეკრანზე გამოჩნდება “მედ-ბარათის” და “საგანგებო ზარის” ბმულები, რომლებიც ეკრანის განბლოკვის გარეშე მოქმედებს.
2. საგანგებო კონტაქტები Androıd-ში
ანდროიდში არსებობს ორი გზა საგანგებო მონაცემების გამოსატანად დაბლოკილ ეკრანზე.
პირველი:
- გახსენით აპლიკაცია “პარამეტრები”.
- დააჭირეთ “ტელეფონის შესახებ” > “მონაცემები საგანგებო შემთხვევებისთვის”. თუ ასეთი პუნქტი არ გვხდებათ, დაუბრუნდით პარამეტრების მენიუს და აირჩიეთ “მომხმარებელი და ანგარიშები” > “მონაცემები საგანგებო შემთხვევებისთვის”.
- შეიტანეთ საჭირო ინფორმაცია.
- სამედიცინო მონაცემების მისათითებლად დააჭირეთ “ინფორმაციის რედაქტირებას”.
- საგანგებო კონტაქტის მისათითებლად, აირჩიეთ “კონტაქტის დამატება”.
- ეს მონაცემები ეკრანზე გაჩნდება, თუ დაბლოკილ ეკრანზე საგანგებო ზარის ღილაკს დააჭერთ.
ეს მეთოდი კი უშუალოდ დაბლოკილ ეკრანზე გამოიტანს ინფორმაციას:
- გახსენით აპლიკაცია “პარამეტრები”.
- დააჭირეთ “დაცვა და ადგილმდებარეობა”.
- შეეხეთ პარამეტრების ნიშანს “ეკრანის ბლოკირების” პუნქტის გვერდით.
- აირჩიეთ “ტექსტი ეკრანზე”.
- შეიყვანეთ შეტყობინება, რომელიც გსურთ, ეკრანზე ჩანდეს. დააჭირეთ “შენახვას”.
3. მარტივი საშუალება საგანგებო მონაცემების ნებისმიერ სმარტფონში შესაყვანად
მაშინაც კი, თუ თქვენს ტელეფონში არაა გათვალისწინებული საგანგებო კონტაქტის ეკრანზე გამოტანის ფუნქცია:
- გახსენით ნებისმიერი აპლიკაცია, სადაც ჩანაწერის გაკეთება შეიძლება.
- შეიყვანეთ საგანგებო ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, რომ ტექსტი უნდა მოთავსდეს ეკრანზე, არ დაიფაროს სხვა მონაცემებით(თარიღითა და დროით).
- გააკეთეთ ჩანაწერის სქრინშოთი.
- დააყენეთ ეს გამოსახულება მთავარ, ბლოკირების ეკრანზე.
სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში თქვენი მობილურიდან დარეკვა არ იქნება შესაძლებელი, თუმცა, ეკრანზე მითითებულ ინფორმაციას ერთ დღეს თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.