ჯანმრთელობა
მოამზადე ეს საშუალება და აჩუქე კანს სიგლუვე!
1980-იანი წლები უკვე წარსულშია და სხეულზე გაზრდილი ჭარბი თმები ქალს უკვე აღარ ამშვენებს. არსებობს ბევრი საშუალება თმის მოსაცილებლად: სამართებელი, კრემი, ცვილი… თუმცა ისინი თმას აუხეშებენ, იწვევენ კანის გაღიზიანებას ან თმის ჩაბრუნებას. თუმცა არსებობს კიდევ ერთი საშუალება რომელიც არა მხოლოდ დეპილაციის გაკეთებაში დაგეხმარებათ, არამედ კანის გაუხეშებულ ნაწილსაც მოგაცილებთ.
არასასურველი თმის მოცილება
ინგრედიენტები:
- 1 ჩაის კოვზი საკვები სოდა
- 1 სუფრის კოვზი ყავის ნალექი
- რამდენიმე წვეთი ზეითუნის ან კოსმეტიკური ზეთი
მომზადების წესი:
აურიეთ ყავის ნალექი და სოდა, ისე, რომ საშუალება ზედმეტად მშრალი არ გამოვიდეს. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზეთი. კომპონენტები კარგად გადაურიეთ რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
მირებული ნარევი არასასურველი თმის ზრდის ადგილებზე დაიტანეთ – კანის დაორთქვლის შემდეგ! სკრაბი თანაბარ ფენად გაანაწილეთ და 10-15 წუთის განმავლობაში მასაჟის მოძრაობებით ისვით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დეპილაციის კურსი 1 კვირაა, ის ამ დროის განმავლობაში ყოვედრე უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ მასა დაიდოთ თანაბრად, ადგილების გამოტოვების გარეშე.
ამ საშუალების გამოყენება ბიკინის ზონაში რეკომენდებული არ არის, რადგან იქ ძალიან ნაზი კანია.
გამოიყენეთ ეს საშუალება და კანი ძალიან ნაზი და გლუვი გახდება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ჭარბთმიანობა შეიძლება ჰორმონალური დარღვევების მიზეზითად იყოს გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.