Connect with us

ჰოროსკოპი

მკითხაობა ნოსტრადამუსის წრეზე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის საპოვნელად

ახლახანს ინტერნეტში ვიპოვე ნოსტრადამუსის წრე, რომელზეც მკითხაობა ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გაგცემთ. ვაღიარებ, ადრე ამ სახელს მხოლოდ მომავლის პროგნოზებს ვუკავშირებდი. აღმოჩნდა, რომ ფრანგს ამ ჯადოსნური წრის შექმნასაც მიაწერენ.

ზუსტად უცნობია, ვინ არის ავტორი. აქვს მნიშვნელობა? უფრო საინტერესოა, საკუთარ თავზე გამოცადოთ, მუშაობს თუ არა იდუმალი წრე პრაქტიკაში. დღეს სწორედ ამას ვცდით!

ნოსტრადამუსის წრე: მკითხაობა

ნოსტრადამუსის წრეზე მკითხაობა რომ ისწავლოთ ჯადოსნური უნარების ფლობა აუცილებელი არაა. ნებისმიერი ადამიანი გაუმკლავდება. დაგჭირდებათ ცოტა მოთმინება და ცოცხალი ინტერესი! პირველ რიგში, ქაღალდზე წრე დახაზეთ, რომელიც 21 დანომრილ ადგილს მოიცავს.

თუ ხატვა გეზარებათ, არ იდარდოთ! თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ნებისმიერი ამოცანა მარტივდება. უბრალოდ А4 ფურცელზე დაბეჭდეთ. შემდეგ ამოცანა რთულდება. ძვირფასი ქვით ან რგოლის ბეჭდით შეიარაღდით. მნიშვნელოვანია, რომ ნივთი თქვენ გეკუთვნოდეთ. უკეთესია, თუ ბეჭედს პირდაპირ ხელიდან მოიხსნით. ასეთ აქსესუარში ბევრი თქვენი ენერგიაა კონცენტრირებული.

ესეც მთელი მომზადება. კომფორტულად მოეწყვეთ, ქაღალდი თქვენ წინ დაიდეთ და კონცენტრირდით. აზრობრივად დასვით კითხვა, რომელიც გაწუხებთ. მთელი ყურადღება მასზე გაამახვილეთ. ეს სხვა ხალხისა და ხმაურისგან მოშორებით გააკეთეთ, რომ ყურადღება არ გაგეფანტოთ. ისე დასვით კითხვა, რომ პასუხი იყოს მოკლე „დიახ“ ან „არა“.

თვალები დახუჭეთ და კითხვა რამდენჯერმე დასვით. კონცენტრირდით იმაზე, რომ გულწრფელი პასუხის მიღება გსურთ. ახლა ბეჭედი ან ქვა წრის ცენტრში ისროლეთ. იქ, სადაც ნივთი მოხვდება, თქვენს კითხვაზე პასუხს იძლევა. კერძოდ რიცხვი, რომელიც ამ ადგილზე წერია. თითოეულს თავისი გაშიფვრა აქვს.

ნოსტრადამუსის წრეზე პასუხების გაშიფვრა

1. დიახ. ნამდვილად წარმატება გელით. მიზნისკენ თავდაჯერებულად იარეთ და დიდ სიმაღლეებს მიაღწევთ!

2. დიახ. თქვენსას მიაღწევთ, მაგრამ წინ ბევრი სირთულე გელით. არ შეგეშინდეთ, თუ სასურველის მიღება გსურთ.

3. დიახ. ნაკლები საუბარი და მეტი საქმე! თუ ბეჯითად იშრომებთ, შედეგი არ დააყოვნებს. აღფრთოვანებული იქნებით.

4. შესაძლოა. მიზნამდე რომ მიხვიდეთ, ძველი წყენა უნდა დაივიწყოთ. წარსული თქვენს მომავალს ხელს უშლის. დაივიწყეთ!

5. აუცილებლად. ყურადღება არ მიაქციოთ, რას ფიქრობენ სხვები. ყველაფერი გამოგივათ!

6. რთული სათქმელია. მოემზადეთ, რომ რთული იქნება. სხვებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ, რადგან მარტო გაგიჭირდებათ.

7. უცნობია. ნერვიულობთ იმაზე, რასაც მნიშვნელობა არ აქვს. წინ ნუ გარბიხართ!

8. ყურადღებით იყავით. თქვენი მოტყუება სურთ. ფხიზლად იყავით, როცა უცნობ ხალხთან კონტაქტობთ.

9. აუცილებლად. ყველაფერი გამოგივათ, მაგრამ საყვარელი ხალხის დახმარებით.

10. დიახ. ამ საკითხში საკუთარ თავს მთლიანად ენდეთ.

11. არ იჩქაროთ. სიტუაცია დაფიქრებულ მოქმედებას მოითხოვს. სხვებს დააკვირდით.

12. უფრო დიახ, ვიდრე არა. ღორების წინაშე მარგალიტის დაგება არ ღირს. დაფიქრდით, ვის და რას ეუბნებით.

13. არა. უსიამოვნო სიურპრიზი გელით.

14. დიახ. ყველაფერი გამოგივათ, თუ არ გააჭინაურებთ.

15. დიახ. ცხოვრება მალე შეიცვლება. ცვლილებები თქვენს გონებას აფორიაქებს.

16. აუცილებლად. თქვენი გეგმა რეალობად იქცევა, თუმცა მოულოდნელი ცვლილებებისთვის მზად იყავით.

17. უცნობია. თქვენ მოქმედებების მკაფიო გეგმა არ გაქვთ. არ მოსთხოვოთ სხვებს ის, რასაც თავად ვერ გააკეთებთ.

18. რთული სათქმელია. ყოველ ნაბიჯზე სირთულეები გელით. ეს მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

19. წუწუნს მორჩით. მიზნის მისაღწევად თავის შეცოდება შეწყვიტეთ  და თავდაჯერებული გახდით.

20. დიახ. ყველაფერს მიაღწევთ. წარმატება ყველაფერში თან გსდევთ.

21. დიახ. თითქმის მიზანთან ხართ!

ნოსტრადამუსის წრეზე მკითხაობა 100%–იან შედეგს არ იძლევა. თქვენი წარმატება თქვენზეა დამოკიდებული. ეს გახსოვდეთ!

Advertisement