Connect with us

ყვავილები

მიწაში „ჩარგული“ ნედლი კვერცხი ყვავილებისა და ნერგებისთვის შესანიშნავი სასუქი იქნება

საკუთარ ნაკვეთზე ნატურალური სასუქის მოყვარულებისთვის კვერცხის ნაჭუჭი შესანიშნავი ვარიანტია. ჩვენ ამ ბიომასალას ჩვეულებრივ ნაგავში ვყრით.

გამოცდილმა მებაღეები კი მისი დახმარებით ბაღის ნაკვეთისა და ოთახის მცენარეებისთვის შესანიშნავ სასუქს ამზადებენ.

შეიძლება მისი გამოყენება?

კვერცხის ნაჭუჭი ნარჩენების მასალაა. თუ დავითვლით, წელიწადში ერთი საშუალო სტატისტიკური ოჯახი 800-900 კვერცხს იყენებს.

ეს კი რამდენიმე კგ ნაჭუჭია, რომელიც ბოსტნისთვის ძვირფასი ბიო ნედლეულია. შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ხსნარის, ნაყენის ან მშრალი სახით.

ნაჭუჭის სარგებელი

  • ნაჭუჭი ნიადაგს კარგად ამჟავებს. გამოდგება ნიადაგისთვის, რომლის ph ბალანსი ტუტესკენ იხრება. ამისთვის მას ფხვნილად აქცევენ, დოლომიტის ფქვილს ურევენ და ნაკვეთს აყრიან (0,3 კგ 1 კვ.მ-ზე).
  • მღრღნელებს ებრძვის. წვრილად დაქუცმაცებული ნაჭუჭი ადრეულ შემოდგომაზე ნიადაგს მოაყარეთ. მას თაგვები, ბაღის დიდი მავნებლები,  ვერ იტანენ.
  • მცენარეს დაავადებისგან კურნავს. ნაჭუჭი ბაღის კულტურის იმუნიტეტს ზრდის და რიგი დაავადებების მიმართ ამტანს ხდის.
  • ნიადაგს შეუცვლელი მინერალებით ამდიდრებს. განსაკუთრებით კალციუმით, რაც ყვავილობის და საკვერცხეების ფორმირების პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.
  • უსაფრთხოება. მაშინაც კი, თუ დოზას არ დაიცავთ, ბაღის მცენარეს ნაჭუჭი ზიანს ვერ მოუტანს.
  • შესანიშნავი სადრენაჟო სისტემაა. შეგიძლიათ ოთახის ყვავილებისა და გაზაფხულის ნერგებისთვის გამოიყენოთ.
  • შეგიძლიათ ნერგებისთვის მინი-ფორმების სახით გამოიყენოთ.

ნაჭუჭის ზიანი

  • ასეთი სასუქი ყველა მცენარეს არ მოსწონს.
  • ოთახის ყვავილები (ია, აზალია, გლოქსინია, გარდენია) ნაჭუჭზე დაფუძნებული სასუქის ჭარბ რაოდენობაზე ძალიან მგრძნობიარეები არიან. ამ მცენარეებს ოდნავ მჟავე ნიადაგი უყვართ. სხვა ნიადაგში კი ზრდას წყვეტენ და იღუპებიან.

ნედლი მასალის მომზადება

სწორ მომზადებაზე სასუქის ხარისხის და შენახვის დროა დამოკიდებული. ნედლი სახით შინაურული კვერცხი გამოდგება, რომელიც არა მხოლოდ სიახლით, არამედ ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩევა.

ნაჭუჭი უნდა მოხარშოთ და ცილისგან გაათავისუფლოთ. კვერცხი შიგნიდან უნდა გარეცხოთ, რომ ზედაპირზე ცილის ნაწილების ლპობა თავიდან აიცილოთ.

გამომშრალი ბიომასალა ნებისმიერი ხელმისაწვდომი მეთოდით (ყავის საფქვავი, ხორცის გასატარებელი მანქანა ან ბლენდერი) დააქუცმაცეთ. თქვენ სპეციფიკური ფხვნილი უნდა მიიღოთ, რომელიც პუდრას ჰგავს.

ნაყენის და მშრალი მოსაყრელის მოსამზადებლად სწორედ დაქუცმაცებული ნაჭუჭი გამოიყენება. მსხვილი ნატეხები მხოლოდ ყვავილების ქოთნის სადრენაჟო მასალად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მზა მასალა მუყაოს ყუთში ან ქაღალდის შეფუთვაში შეინახეთ.

გამოყენების წინ პირსახოცზე გაფინეთ და 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით აცხვეთ, ამასთან საცხობ ფორმაზე ქაღალდის დაფენა არ დაგავიწყდეთ.

თქვენ კვერცხის ნაჭუჭს მცენარის სასუქის სახით იყენებთ?