Connect with us

ჰოროსკოპი

მთვარის სრული ემოციური დაბნელება. ანჯელა პერლი გაფრთხილებთ, რა შეიძლება მოხდეს 16 მაისს

2022 წლის 16 მაისს მთვარის დაბნელება უკიდურესად ემოციური იქნება. ასტროლოგი ანჯელა პერლი განმარტავს, რომ დაბნელება იქნება სრული, ანუ საკმაოდ ძლიერი. მით უფრო, დაბნელება მორიელის ნიშანში მოხდება, რომლის ხასიათი ისედაც ყველაფერს ამბობს. რა ელის 12 ზოდიაქოს ნიშანს? რისთვის უნდა მოვემზადოთ მომავალ ორშაბათს? Alltime.ge–ს რედაქცია ანჯელა პერლის პროგნოზს გიზიარებთ.

მთვარის დაბნელება 16 მაისს

ანჯელა პერლის თქმით, არ უნდა გვეშინოდეს, რომ სწორედ 16 მაისს რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს. ასტროლოგი ამბობს, რომ მოვლენები, რომლებიც მთვარის დაბნელებას ახლავს, რამდენიმე თვეების წინ და შემდეგ ყალიბდება. ყველაფერს მხოლოდ 16 მაისს და მთვარის დაბნელებას ვერ დავაბრალებთ.

ვერძისთვის მთვარის დაბნელება კარგი მიზეზია, რომ ფინანსურ მდგომარეობას გადახედოს. საკუთარი ხარჯების და შემოსავლების სფეროები სჯობს უკეთ დაგეგმოთ. ეს შეიძლება ორი პარტნიორის საერთო ფინანსებს ან კრედიტს უკავშირდებოდეს. ასევე საქმე შეიძლება ვიღაცის ფულს ან მოულოდნელ მემკვიდრეობას ეხებოდეს. ფულად საკითხებში უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინეთ.

კუროს პარტნიორთან ურთიერთობის კულმინაცია ან დასრულება ელის. წყვილი ერთად ცხოვრებას ისურვებს ან დაშორებაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. ანჯელა პერლი გირჩევთ, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა 5 ივნისისთვის გადაიტანოთ, მანამდე არა. ეს კუროს, ასევე მეგობრების ან ნათესავების გადაადგილებას უკავშირდება.

ტყუპებს მთვარის დაბნელება სამუშაოს შეცვლას ან მის დასრულებას ჰპირდება. თუ ბიზნესს მართავთ, კონტრაქტის ან ფულის მდგომარეობის შეცვლაზე ინფორმაციას დაელოდეთ. მთვარის დაბნელებამ შეიძლება გაარკვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ადრე გაწუხებდათ. დიდი ალბათობით, სამედიცინო ხასიათის პრობლემებს მოიშორებთ.

კირჩხიბს ელოდება სასიამოვნო ამბავი, რომელიც ბავშვობას და დედობას უკავშირდება. წარმატებული ორსულობის ან შვილის, დის ან ძმისშვილის, შვილიშვილის დაბადების დიდი შანსია. დაბნელებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შვილების მიღწევებზე, რითაც ასე ამაყობთ. სასიყვარულო ნაცნობობასთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. სასიყვარულო სამკუთხედის საფრთხე არსებობს.

ლომისთვის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მანიპულაცია წარმატებული იქნება. მაგალითად, გაყიდვა, გაქირავება, შეცვლა, ვიზის მიღება ან სხვა ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მიღება. გარდა ამისა, საკუთარ ოჯახსა და მშობლებზე ახალ ამბავს გაიგებთ. თუ უფროსი თაობის ოჯახში რაიმე ცვლილება მოხდება, თქვენზეც გავლენას მოახდენს.

ქალწულს მთვარის დაბნელება აჩუქებს ურთიერთობას და ყველაფერს, რაც მას უკავშირდება. შესაძლოა იგულისხმება კომუნიკაციები, მოგზაურობა, ნაცნობობა და მეგობრების პოვნა. ასევე მოსალოდნელია გადაადგილება და ნებისმიერი ოპერაციები, რომელიც ტრანსპორტს უკავშირდება. საკუთარ თავზე მუშაობის შანსია, სოციალური ქსელები და ინტერნეტი გამოიყენეთ.

სასწორმა ფინანსური სიტუაცია უნდა დაარეგულიროს. შეიძლება გააცნობიეროთ, რომ მეტის ღირსი ხართ და სამსახური შეცვალოთ. დიდი შანსია, რომ სამსახურზე აზრი შეიცვალოთ და კარგი ანაზღაურება მიიღოთ. თქვენს ხმას ყურადღება მიაქციეთ. მას შეუძლება მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმაროს.

მორიელი უნდა მოემზადოს, რადგან დაბნელება მის ნიშანში ხდება. ოჯახური მდგომარეობა (ქორწილი ან დაშორება) შეიძლება შეიცვალოს. უჩვეულო ურთიერთობის ვარიანტი, ასევე საიდუმლოებების გამოაშკარავების შანსი არსებობს. ეს მორიელის განახლებას და სიტუაციის კონტროლის სადავეების ხელში აღებას ხელს შეუწყობს.

მშვილდოსანი კარმული ვალისგან მთლიანად გათავისუფლდება. განსაკუთრებით გაწელილ საქმეებს მოიშორებს. ვალი, კრედიტი დაიფარება. გადაადგილების ან იმიგრაციის შესაძლებლობა არსებობს. საცხოვრებლის ან სამსახურის შეცვლა კარგი ვარიანტია. გარდა ამისა, მშვილდოსანმა ქველმოქმედება არ უნდა დაივიწყოს.

თხის რქას მეგობრებისგან სიურპრიზი ელის. საქმე მეგობრების მოვლასა და ახალი ხალხის მოსვლას ეხება. საძულველი სამსახურიდან წამოსვლის და შესაფერისი კოლექტივის მოძებნის შანსი არსებობს. სოციალური ქსელიდან და ინტერნეტიდან ახალ ამბებს დაელოდეთ. თუ სამსახური თხის რქას უკავშირდება, შეიძლება შეიცვალოს ან გარდაიქმნას.

მერწყული ჩვეული სამუშაო გარემოს ცვლილებისთვის უნდა მოემზადოს. ეს არა მხოლოდ გათავისუფლება, არამედ სხვა თანამდებობაზე გადასვლა, კარიერის კიბეზე ასვლაა. პოზიტიური დაბნელება ელის მათ, ვინც საკუთარ თავზე მუშაობს. მერწყული თავის სურვილებში გარკვევას შეძლებს, რაც დანიშნულებას და მიზანს ეხება.

მთვარის დაბნელებამ თევზებს შორეულ ქვეყნებში მოგზაურობა მოუმზადა. დაბნელება ხშირად პროცესს ამთავრებს, ამიტომ, სავარაუდოდ, საქმე კონტრაქტის, კავშირის, ხელშეკრულების დასრულებას ეხება. ფინანსურად სიტუაცია კარგად ვითარდება. იურიდიული სიტუაციების ნებისმიერი დარღვევა დამახასიათებელია. შესაძლოა ნანატრი დიპლომი, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღონ, საკუთარი წიგნი გამოაქვეყნონ.

Advertisement