Connect with us

კულინარია

მთავარი წესები, როგორ და სად შევინახოთ მზესუმზირას ზეთი

ალბათ, არასდროს დაფიქრებულხართ, თუ სად სჯობს მზესუმზირას ზეთის შენახვა. უმეტესობა ჩვენგანი, ზეთს გაზქურასთან ახლოს ინახავს, რომ კერძების მომზადებისას სწრაფად ვიპოვოთ. თუმცა იცით თუ არა, რომ ზეთს სითბო და სინათლე არ უყვარს. დღეს გიამბობთ, როგორ და სად უნდა შეინახოთ მზესუმზირას ზეთი, ასევე რამდენი ხნით შეიძლება გახსნილი ან გაუხსნელი ზეთის შენახვა. ასევე გიამბობთ, როგორი სახის ზეთი არსებობს, რით განსხვავდება და რისთვის გამოგადგებათ. ამ დეტალების ცოდნის გარეშე მზესუმზირას ზეთი სარგებლის ნაცვლად ზიანს მოგიტანთ, შეიძლება ოქსიდებად გარდაიქმნას და სერიოზული დაავადებები, მათ შორის სიმსივნე, გამოიწვიოს.

მზესუმზირის ზეთის სახეობები

მზესუმზირის ზეთი, განსაკუთრებით არარაფინირებული, ვიტამინების და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია. მასში იპოვით A, B, E ვიტამინებს, ომეგა 3 და 6 ცხიმოვან მჟავებს, ცილებს და მცენარეულ ცხიმებს და ბევრ სხვას.

შეძენამდე ზეთის ეტიკეტი ყურადღებით შეისწავლეთ, რადგან ზეთის შენახვის ვადა მის სახეობაზეა დამოკიდებული, შეიძლება 1 წელი ან მხოლოდ 1-2 თვე ინახებოდეს. ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რისთვის გჭირდებათ ზეთი. სალათების საკაზმად პირველი დაწურვის ზეთის გამოყენება სჯობს, რადგან ის უფრო სასარგებლოა და მეტ ვიტამინს შეიცავს, კერძიც უფრო გემრიელი გამოვა. კერძების შესაწვავად რაფინირებული ზეთი გამოიყენეთ. სწორედ ამიტომ, ზეთის სახეობებში გარკვევა მნიშვნელოვანია.

პირველი დაწურვის ზეთი 50 გრადუსს ტემპერატურამდე გაცხელებული მზესუმზირის თესლისგან მიიღება. თესლი სპეციალური პრესით იპრესება, შემდეგ იფილტრება და მისგან ღირებული ზეთი გამოდის. ამ მეთოდით დამუშავებისას ზეთში ყველა სასარგებლო კომპონენტი შენარჩუნებულია. მას მზესუმზირას დამახასიათებელი სუნი, მუქი ფერი აქვს. მხოლოდ მცირე ხნით ინახება.

არარაფინირებული ზეთი ისევე მუშავდება, როგორც პირველი დაწურვის ზეთი, მაგრამ დამატებითი მექანიკურად ამუშავებენ. ასე სასარგებლო ნივთიერებების ნაწილი იკარგება, მაგრამ სუფთა სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, შინაურულ თავის მოვლის საშუალებებში.

ჰიდრატირებული რაფინირებული ზეთი დამატებით ჰიდრატაციის ეტაპსაც გადის. შედეგად, ზეთი გამჭვირვალე ხდება, მინარევები, გემო და სუნი პრაქტიკულად არ აქვს. პროდუქტების შესაწვავად სწორედ ასეთი ზეთი გამოიყენება.

გაყინული ზეთი ყველა კომპონენტისგან იწმინდება. ცვილის ნაერთებიც არ შედის. ყვითელ ფერს და სუნს კარგავს. ასეთი ზეთი წვისას არ იკვამლება და არ ქაფდება. ვიტამინებს თითქმის არ შეიცავს. რეკომენდებულია ბავშვებისა და მოხუცებისთვის დიეტის დროს.

მზესუმზირის ზეთის შენახვის ვადები

გაწმენდის ეტაპების რაოდენობის მიხედვით მისი შენახვის ვადაც იზრდება, თუმცა უსასრულოდ ვერც ერთ ზეთს ვერ შეინახავთ. ნებისმიერი ზეთი დროთა განმავლობაში ფუჭდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით გამოიყენებთ ან მზეზე გააჩერებთ. დახურული რაფინირებული ზეთი 1 წელი შეგიძლიათ შეინახოთ. გახსნის შემდეგ მხოლოდ 4 თვეა ვარგისი. გახსნილი ცივი დაწურვის ზეთის ვადა 1-1,5 თვეა.

რაც შეეხება ზეთის შენახვის ადგილს, ყველაფერი მარტივია: მისთვის შეარჩიეთ ბნელი, გრილი კუთხე, სადაც მზის სხივები არ მოხვდება. საუკეთესო შესანახი ჭურჭელი: მინა. გირჩევთ, რომ არარაფინირებული ზეთი მუქ მინის ბოთლში გადმოასხათ და ისე შეინახოთ. ამ პატარა ხრიკით ზეთს მზის სხივებისგან მაქსიმალურად დაიცავთ, შესაბამისად, პროდუქტი არ გაფუჭდება და ყველა თვისებას შეინარჩუნებს.

მზესუმზირის ზეთის შენახვის ადგილი: კარადა თუ მაცივარი

ექსპერტები ერთ მოსაზრებაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეთს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, ჰაერთან წვდომა და ზედმეტი სითბო არ უყვარს. მათი ზემოქმედებით გემო მწარდება, არომატი იკარგება და უსარგებლო ხდება.

გირჩევთ, მზესუმზირას ზეთი ბნელ, გრილ ადგილას შეინახოთ, სადაც სითბოს ტემპერატურა 8-16 გრადუსის ფარგლებშია. როგორც წესი, ოთახში უფრო მაღალი ტემპერატურაა, ამიტომ სამზარეულოს კარადა საუკეთესო ადგილი არაა. მაცივარში, სადაც მაქსიმუმ +4 გრადუსია, შეგიძლიათ გახსნილი ზეთის ბოთლი შეინახოთ. ამ შემთხვევაში დაბალი ტემპერატურა მისაღებია. მაცივარში გახსნილი რაფინირებული ზეთი 9 თვემდე შეგიძლიათ შეინახოთ. საუკეთესო ადგილი შესანახად: ქვედა თარო ან საკუჭნაო. მთავარია, ფანჯრებს და გაზქურას მოაშოროთ.

რაფინირებული ზეთი შეგიძლიათ საყინულეში გაყინოთ. ასე ვადას კიდევ ერთი წლით გაზრდით. ზეთის განმეორებითი გაყინვა არ შეიძლება. არარაფინირებული ზეთის გაყინვაც არ შეიძლება, რადგან სიცივეში თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს და მხოლოდ შესაწვავად თუ გამოიყენებთ.

გაუხსნელი ცივი დაწურვის ზეთი 3-4 თვე ინახება, ცხელი დაპრესვით მიღებული ზეთი – ერთ წლამდე. გახსნილი ბოთლი არარაფინირებული ზეთით მაქსიმუმ 3-4 კვირა შეგიძლიათ მიირთვათ, რაფინირებული – 4 თვე. შემდეგ უკვე პროდუქტის ნარევი იცვლება და შეიძლება მასში კანცეროგენები გაჩნდეს.

გაზქურასთან ზეთის მხოლოდ ერთი კვირის მარაგი შეგიძლიათ შეინახოთ და ისიც მხოლოდ მინის ბოთლში, რომელსაც თავსახური მჭიდროდ ეხურება. დიეტოლოგები გირჩევენ, რომ გახსნილი ბოთლის ზეთი მაქსიმუმ 3 კვირა გამოიყენოთ.

Advertisement