Connect with us

ჰოროსკოპი

მე, ჩემი: ვინ არის ყველაზე ეგოისტი ზოდიაქოს ნიშანი

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანია მზად უკანასკნელი პერანგი ახლობელს მისცეს, ხოლო ვინ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ეგოისტი.

მე–12 ადგილი: ქალწული

ყველას სამწუხაროდ, ამ რეიტინგში საპატიო ბოლო ადგილი ქალწულს უკავია. ქალწული ცოტა ეგოისტი რომ იყოს, ზოგჯერ მაინც საკუთარ თავს ყურადღებას მიაქცევდა. მაგრამ არა: ქალწულის მთელი ენთუზიაზმი ახლობლების ცხოვრების გაუმჯობესებაზე იხარჯება. იმისთვის, რომ მათ ცხოვრებაში სიკეთე და სარგებელი მოიტანოს. ეს ქალწულისთვის დამახასიათებელია და ზუსტად იცის, უკეთ როგორ მოიქცეს, როგორც მინიმუმ, ასე ფიქრობს.

მე–11: თხის რქა

სიკეთის კიდევ ერთი მოყვარული, მაშინაც კი, როცა არაფერს სთხოვენ. ქალწულისგან განსხვავებით თავისი ალტრუიზმის შეფასება და დასკვნების გაკეთება ახასიათებს: თუ დახმარება უსარგებლოა, თხის რქა საქმეს ხელს არ მოკიდებს. სამაგიეროდ, ყოველთვის შეგიძლიათ რამე სთხოვოთ, უარს არ გეტყვით. მის სამყაროში მთხოვნელზე უარის თქმა ყველაზე დიდი ცოდვაა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაწვა მოუწევს. სიმართლე რომ ითქვას, თხის რქა დარწმუნებულია, რომ უფლება აქვს ყველაფერი მოითხოვოს და უნდა მისცეთ. უნდა!

მე–10: თევზები

მას ეგოისტს ვერ ვუწოდებთ, რადგან იმდენად იმქვეყნიურია, რომ ასეთი მიწიერი ცნება მისთვის უცხოა. როცა თევზები შინაგანი მონღოლეთიდან გამოდის, ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. უბრალოდ იმიტომ, რომ საწყალი ხალხი მოენატრა და სიკეთით სავსეა.

მე–9: სასწორი

სასწორს ძალიან სურს, რომ კარგი ადამიანი იყოს, ამიტომ ყველას თავის დახმარებას სთავაზობს. უდაოდ, გულის სიღრმეში აცნობიერებს, რომ ამას საკუთარი თავისთვის აკეთებს: განა კიდევ ერთი მოვალე ცუდია? თუმცა თავგანწირვა შეუძლია და თითქმის არავის და არასდროს უარს არ ეუბნება. და მიზეზი ასეთი მნიშვნელოვანია?

მე–8: ლომი

მოულოდნელი შემობრუნება! ლომი ეგოისტ ნიშნად ითვლება, მაგრამ ასე არაა. უბრალოდ, წვრილმანებზე არ ვაჭრობს, ხოლო მისი აზრით, წვრილმანია ყველა მის და მისი ახლობლების გარდა. თუ ლომს ეგოისტად მიიჩნევთ, შეეგუეთ: უბრალოდ არ გაგიმართლათ. თავისი ლომებისთვის უკანასკნელ პერანგს გაიხდის. რა თქმა უნდა, ძალით მეზობლის პერანგსაც, მაგრამ ეს უკვე სხვა დეტალია.

მე–7: ტყუპები

ტყუპებს ვერც ეგოისტს და ვერც ალტრუისტს ვერ უწოდებთ: ამ კატეგორიებს არ მიეკუთვნება, რადგან საწყალი ხალხის პრობლემები არ აინტერესებს. უფრო საინტერესო რამ არსებობს. „საწყალ ხალხში“ საკუთარ თავსაც თვლის. მარტივად. შეწყვიტეთ წუწუნი და წადი იმუშავეთ!

მე–6: მორიელი

საპატიო ცენტრალური ადგილი მორიელს შეხვდა: ადამიანს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, სანამ ანკესზე არ წამოაგებენ. ამ მომენტში მორიელში ვარდის ბაღი ყვავილდება, პეპლები დაფრინავენ და ანგელოზები იკრიბებიან, ჩურჩულებენ: სინამდვილეში ხომ მშვენიერი ადამიანი ხარ! მორიელი კარგი ალტრუისტი ხდება, რომელიც მზადაა ახლობლებს დაეხმაროს. საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა სწრაფად ქრება და ოქროს პარტიის გათამაშებას ყოველთვის ვერ ასწრებს, მაგრამ შეუძლია.

მე-5: მშვილდოსანი

პირველ ხუთეულს ხსნის მშვილდოსანი, ნამდვილად უცნაური ადამიანი: ერთი მხრივ, ეგოისტი, მეორე მხრივ – თავიდან ბოლომდე ალტრუისტი. საიდუმლო მარტივია: მშვილდოსანს წარმოუდგენლად მოსწონს შეგრძნება, როცა შეუცვლელი მხსნელია. თუ ახლობლის ინტერესი მის ინტერესებს გადაკვეთს, არაფრის იმედი არ გქონდეთ.

მე-4: მერწყული

სამეულამდე ცოტა დააკლდა და მხოლოდ გულწრფელობის გამო: გამორჩეული ეგოიზმის შესახებ ხალხს წინასწარ აფრთხილებს. მისი ცოტას თუ სჯერა, მაგრამ სულ ამაოდ: თუ მერწყული აცხადებს, რომ მთელი ცხოვრების გატარებას დივანზე დაწოლილი აპირებს, გჯეროდეთ! ასეც მოიქცევა!

მე–3: კირჩხიბი

მოულოდნელი ბრუნი! ყველაზე დიდი ალტრუისტი, კეთილისმყოფელი და ქველმოქმედი, უანგარო მოხალისე კირჩხიბი ეგოისტების რეიტინგში ბრინჯაოს მედალს იღებს. მთელი მისი ალტრუისტული საქმე ნაკარნახევია ერთი–ერთადერთი სტიმულით: იმის შეგრძნებით, რომ წარმოუდგენლად მაგარია, როცა სხვებს ეხმარება. მოკლედ, ნუ განადიდებთ, როცა კირჩხიბი რაღაცას გაგიკეთებთ. ამას თქვენთვის არ აკეთებს.

მე-2: კურო

საპატიო მეორე ადგილი კუროს შეხვდა – მტანჯველს, რომელიც საკუთარი ეგოიზმისთვის თავს ყოველთვის სჯის. ერთი მხრივ, კურო მზადაა უკანასკნელი პერანგი გაიხადოს, მეორე მხრივ – სკრუპულოზურად ითვლის, თუ სხვებზე გაცემისას საკუთარ თავს რამდენი რამეს არ აძლევს. ეს შემეცნებითი დისონანსი მთელი ცხოვრებს სდევს, მაგრამ, როგორც წესი, ერთნაირად მთავრდება: კურო წყვეტს, რომ რადგან ასეთი ალტრუისტია, საკუთარი თავის დაჯილდოება ცუდი არაა. გასამმაგებულად დაჯილდოება!

1–ლი ადგილი: ვერძი

პირველი ადგილი და ოქროს მედალი ვერძს შეხვდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მას გათვლილ ეგოიზმში ვერ დაადანაშაულებთ: ვერძი მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს. უბრალოდ თქვენზე საერთოდ არ ფიქრობს. შეეგუეთ!