Connect with us

ჯანმრთელობა

მე ვარ ექსპერტი ჰორმონების კუთხით: თუ ჭარბ წონას წარუმატებლად ებრძვით, გაითვალისწინეთ ეს

ჰორმონები ქალის ორგანიზმში წამყვან როლს ასრულებს. სწორედ ამ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზეა დამოკიდებული რეპროდუქციული ფუნქცია, ლიბიდო, წონაში კლება ან მატება, სიმაღლე, მადა და განწყობაც კი.

როცა ქალის ჰორმონალური სისტემა დაბალანსებულია, ჰორმონები წარმატებით ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. წამყვანი ჰორმონალური ექსპერტი, სარა გოტფრიდი, ამტკიცებს, რომ სწორედ ჰორმონები უშლის ხელს უამრავ ქალბატონს სასურველი ფიგურის მიღებაში.

იგი გვირჩევს საკუთარი რაციონის გადახედვას და გარკვეული ჩასწორებების შეტანას, რათა უზრუნველვყოთ ჰომეოსტაზი(ის მდგომარეობა, როცა შესანიშნავი განწყობა არ გტოვებთ, როცა შიგნიდან ანათებთ, თმა და ფრჩხილები კი ძალიან სწრაფად იზრდება).

ჰორმონალური ფონის დარღვევა ქალბატონებში

1. კორტიზოლის მაღალი დონე
კორტიზოლი – სტრესის ჰორმონია, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოყოფს, როგორც ნერვული სისტემის გადაღლაზე რეაქციას. თუ კორტიზოლის დონე ქრონიკულად აჭარბებს ნორმას, ადამიანს უჩნდება წნევისა და სისხლში შაქრის დონის პრობლემები.
ადამიანები, კორტიზოლის მაღალი დონით, მსგავსი სიმპტომებით გამოირჩევიან: ხშირი გაღიზიანებადობა, გამოძინების პრობლემები, გულმავიწყობა, ჭარბი მიდრეკილება მარილიანი ან ტკბილი პროდუქტისკენ, დაქვეითებული სქესობრივი აქტივობა.
კორტიზოლის დონის შესამცირებლას, საკმარისია რაციონის გამრავალფეროვნება: უფრო ხშირად მიირთვით თევზი და შავი შოკოლადი.

2. ჭარბი ინსულინი

ინსულინი – ესაა განსაკუთრებული ჰორმონი, რომელიც არეგულირებს გლუკოზის დონეს ჩვენს ორგანიზმში. სისხლში ინსულინის მომატებული დონე, დროთა განმავლობაში, იწვევს ჰორმონის მიმართ რეზისტენტულობას: უჯრედები ნაკლებად მგრძნობიარე ხდება, გლუკოზის დონე კი პრედიაბეტურ მდგომარეობამდე იმატებს.

ხშირად, ადამიანები ინსულინის მაღალი დონით უჩივიან ტკბილეულისკენ ძლიერ მიდრეკილებას, კანკალისა და შფოთვის შეგრძნებას საკვების მიღებებს შორის, მაღალ წნევას და ქოლესტერინის დაბალ დონეს. ჰორმონის დონის შესამცირებლად, ექიმები გვირჩევენ კომბოსტოს მწნილის ან სხვა ფერმენტირებული ბოსტნეულის მირთმევას.

3. ტესტოსტერონის სიჭარბე

ტესტოსტერონი – ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებშიც. იგი უშუალოდ მოქმედებს კუნთების ტონუსზე, ძვლების ზრდასა და ორგანიზმის სასქესო ფუნქციებზე. ტესტოსტერონის მომატებულ დონეს ქალბატონების 30% უჩივის.

ხშირად, ეს პრობლემა ვლინდება დაურეგულირებელი მენსტრუალური ციკლით, აკნეთი, მკერდზე თმის გაჩენით, კანის გაცხიმოვნებით, პაპილომების გაჩენით, ჭარბი გაღიზიანებადობით.

სისხლში ჰორმონის დონის შესამცირებლად, ექიმი-ენდოკრინოლოგი გვირჩევს რაციონის გამდიდრებას გოგრით, გოგრის თესლებითა და პარკოსნებით.

4. ესტროგენის სიჭარბე

ესტროგენი ქალის ახალგაზრდობის ჰორმონია, რომელიც სუსტი სქესის მიმზიდველობაზე მოქმედებს(მომრგვალებული თეძოები და მკერდი). ამ ჰორმონის დიდი რაოდენობა ორგანიზმში იწვევს ისეთ შედეგებს, როგორებიცაა წონაში სწრაფი მატება, მკერდის გაზრდა ან მომატებული მგრძნობელობა და განწყობის ხშირი ცვლილებები.

ასევე, დამახასიათებელია ძლიერი შაკიკი, ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის ან მენოპაუზის დროს, ნაღვლის ბუშტის დაავადებები. თუ აქედან რამდენიმე სიმპტომი მაინც შენიშნეთ, რაციონში აუცილებლად ჩართეთ ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს სასარგებლო ინფორმაცია და დაეხმარეთ მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.