თავის მოვლა
მე და ჩემი ქალიშვილი ყველას დები ვგონივართ, რაც ჟელატინისა და გლიცერინის ნარევის დამსახურებაა
ასაკთან ერთად, როგორც არ უნდა გაურბოდეთ მას, ნაოჭების პრობლემა შეუქცევადი ხდება. თუმცა, დაბერების პროცესის შენელება და გარეგნობის არასასურველი ცვლილებების მოშორება სავსებით შესაძლებელია.
ჩემი მეგობარი მრავალი წელია, კოსმეტოლოგად მუშაობს სილამაზის სალონში. სწორედ მან მომცა სუპერეფექტული ნიღბის რეცეპტი, რომელმაც დაბერებისგან მიხსნა. ახლა ხალხს ჩემი ქალიშვილის თანატოლი ვგონივარ და მისი თაყვანისმცემლებიც მუდმივად კომპლიმენტებით მამკობენ.
ეს ნიღაბი სილამაზის სალონებში ძალიან მოთხოვნადია, ამასთან, აღნიშნული პროცედურა საკმაოდ ძვირია. საბედნიეროდ, ნიღბის მომზადება მარტივად შეგიძლიათ სახლის პირობებში, ყველა კომპონენტი ხომ მარტივი და ხელმისაწვდომია. მთავარია, სწორი პროპორციები იცოდეთ.
საშინაო ნიღაბი გლიცერინით
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით ჟელატინითა და გლიცერინით ეფექტური ნიღბის მომზადებას, რომელიც დაგეხმარებათ სახის გაახალგაზრდავებასა და ღაბაბის მოცილებაშიც კი.
ინგრედიენტები
- 1 ჩ.კ. ჟელატინი
- 3 ს.კ. თაფლი
- 100 მლ გლიცერინი
- 3 გ აცეტილსაცილის მჟავა(ასპირინი)
- 100 მლ გაზგასული მინერალური წყალი
- 3-5 მლ ლავანდის ზეთი
მომზადება
1. მოსახერხებელ ჭურჭელში ჩაყარეთ ჟელატინი და დაასხით ოთახის ტემპერატურის მინერალური წყალი. გააჩერეთ 30 წუთით.
2. დააფქვიეთ 1 აბი ასპირინი.
3. გაფუებული ჟელატინი და დანარჩენი კომპონენტები მოათავსეთ შუშის ქილაში, ხოლო ქილა – ცხელ წყალში. ურიეთ მასას ხის ჯოხით მანამ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.
4. ამოიღეთ ქილა ცხელი წყლიდან და გააგრილეთ ისე, რომ მორება არ შეწყვიტოთ. შეგიძლიათ მისი შენჯღრევაც.
მიღებული მასა გეყოფათ 3 კვირით მაინც. შეინახეთ მაცივრის კარზე.
5. გამოყენებამდე, საჭირო რაოდენობის მასა გაითბეთ ხელის გულზე ან ორთქლის აბაზანაზე.
6. წაისვით ნიღაბი დაძინებამდე 1.5-2 საათით ადრე, სახისა და კისრის მონაკვეთში დაიტანეთ.
7. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით, ჩამოიბანეთ მინერალური წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
8. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ორჯერ. თუმცა, საუკეთესო ეფექტისთვის, 5 დღის მანძილზე ზედიზედ დაიტანეთ იგი კანზე საღამოობით.
ჟელატინი აუმჯობესებს კანის ფენებში ცილებისა და ამინომჟავების მიმოქცევას, შესამჩნევად ჭიმავს, ათეთრებს კანს და დადებითად მოქმედებს მის მდგომარეობაზე. ამასთან, გლიცერინი, თაფლი და ასპირინი შესანიშნავად ავსებს ჟელატინის დადებით თვისებებს.
ლავანდის ზეთი კი ამშვიდებს გონებასა და სხეულს. გარდა ამისა, მისი კონცენტრირებული სურნელი უძილობისგან გიხსნით.
ნიღბის გამოყენებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო ხდება. გამოიყენეთ ეს საშუალება და პირობას გაძლევთ, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით: თქვენი კანი გაგლუვდება, დაიბრუნებს ტონუსსა და ელასტიურობას, ბუნებრივ ფერს და ლამაზ იერსახეს. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება დაქალებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!