Connect with us

ჯანმრთელობა

მეხსიერების გაუმჯობესება გსურთ? კაკალი დაგეხმარებათ

კაკალი კვების რაციონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პროდუქტია, თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ.

ორგანიზმი ცხიმების გარეშე ვერ იარსებებს. ცხიმი საჭიროა თუნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ტვინი 70% ცხიმისგან შედგება. თუმცა ნებისმიერი ცხიმი სასარგებლო არაა: ისეთი პროდუქტები უნდა მიირთვათ, რომლებიც უჯერი ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3-ით მდიდარი იქნება. ამ ცხიმის საუკეთესო წყაროს თევზი და თევზის ქონი, ნებისმიერი კაკალი და თესლიდან ან კაკლიდან მიღებული მცენარეული ზეთი წარმოადგენს.

ტვინის და გულის მუშაობის მხარდასაჭერად და მავნე ქოლესტერინის გამოსადევნად ნებისმიერი კაკალი ძალიან სასარგებლოა. კაკლის თითოეული სახეობა სასარგებლო ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების დიდ მარაგს ფლობს. როგორც ნებისმიერი სასარგებლო პროდუქტი კაკლის დიდი რაოდენობით მიღება შეიძლება საზიანო იყოს. ამასთან ალერგიის გამომწვევ პროდუქტს წარმოადგენს. კაკალი დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ: იდეალური დოზა – 1 მუჭა დღეში.

კაკლის სარგებლის შესახებ ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში მღვდლებმა იცოდნენ, რომლებიც დაბალი კლასის ხალხს მის მიღებას უკრძალავდნენ იმის შიშით, რომ ეს ჩვეულებრივი ხალხი უფრო ჭკვიანი გახდებოდა. ამაში სიმართლის მარცვალია, რადგან კაკალი E ვიტამინის შემცველობის წყალობით ჭკუასუსტობის ალბათობას ამცირებს და მეხსიერებას აუმჯობესებს. კაკალი სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს, კერძოდ: კალციუმი, კალიუმი, ნიკოტინის მჟავა, რკინა, მაგნიუმი, A, B1, B2, C ვიტამინები.

ყველაზე მეტად გავრცელებულია კაკლის შემდეგი სახეობები: არაქისი, ნიგოზი, ნუში, ფისტაშკი და თხილი

არაქისის სარგებელი

არაქისი გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა. ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმის ბევრი სისტემის და ორგანოს ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია. მამაკაცის პოტენციასა და სისუსტეზე ამ კაკლის სარგებელი ფართოდ ცნობილია. არაქისი სმენას აუმჯობესებს. თუმცა კაკალმა შეიძლება საჭმლის მონელებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

ნიგვზის სასარგებლო თვისებები

ნიგოზი ტვინის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. ის ადამიანის ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა. ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული დაავადების დროს დაგეხმარებათ. მასში შემავალი კობალტის და რკინის წყალობით კაკალი ანემიის დროს რეკომენდებულია. კალიუმის, მაგნიუმის და იოდის შემცველობის წყალობით ნიგოზი ჰიპერტონიის და გულის იშემიური დაავადების დროს დაგეხმარებათ.

რით არის სასარგებლო ნუში

ნუში ადამიანის სისხლძარღვებისთვის სასარგებლოა. ის თირკმლებიდან კენჭების მოშორებაში დაგეხმარებათ. ამ კაკლის თაფლთან ერთად მიღება მამაკაცის სასქესო სისტემისთვის სასარგებლოა. თუმცა ნუშის მონელება რთულად დება. სწორედ ამიტომ, ნუშის დიდი რაოდენობით ჭამა არ ღირს.

ფისტაშკების სამკურნალო თვისებები

ფისტაშკები ორგანიზმის ტონუსს ზრდის და სპორტით დაკავებული ხალხისთვის სასარგებლოა. როგორც ნებისმიერი კაკალი გულ-სისხლძარღვთა და სასქესო სისტემებზე დადებით გავლენას ახდენს.

თხილის თვისებები

თხილის მიღება ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაზე დადებით გავლენას ახდენს. დიაბეტიკებისა და ჰიპერტონიკებისთვის რეკომენდებულია. თხილი ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.