Connect with us

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა უკვე 2 კვლევა ჩაატარეს იმის გასარკვეევად, რატომ გვინდა ყავის შემდეგ ტუალეტში შესვლა

ჩემს ქმარს რიტუალი აქვს: პირველ ფინჯან ყავას სახლში, საუზმობის შემდეგ სვამს. უზმოზე არა, რადგან გულძმარვის ეშინია. სასმელი აუცილებლად სახლიდან გასვლამდე უნდა დალიოს, რადგან ყავის შემდეგ ტუალეტში შესვლა სურს. საინტერესოა, რომ ეს ორგანიზმის უნიკალური თავისებურება არაა.

პირადად, დილას ჭიქა თბილი წყლით და ლიმონით ვიწყებ. წლებია საჭმლის მონელების პრობლემები არ მაწუხებს. აი, მეუღლე და ჩემი ნაცნობები დილით ყავის დალევის ნამდვილი მოყვარულები არიან. როგორც აღმოჩნდა. მათ, ყველას ყავის დალევის შემდეგ ტუალეტში შესვლა უნდებათ. ამ უცნაური კანონზომიერების შესწავლა დავიწყე და აი, რა შედეგამდე მივედი.

რატომ გვინდა ყავის დალევისთანავე ტუალეტში შესვლა

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ყავას ყველა ადამიანზე შარდმდენი ან საფაღარათო მოქმედება არ აქვს. ისინი, ვინც დილით ყავის დალევის შემდეგ ტუალეტში გარბიან, ბევრი არიან. უფრო მეტიც, საპირფარეშოში შესვლის მოულოდნელი სურვილი როგორც ნატურალურმა სასმელმა, ასევე ხსნადმა ყავამ ან საერთოდ უკოფეინო ყავამ შეიძლება გამოიწვიოს.

ყავა ნაწლავების მოძრაობას სტიმულირებს, რაც დაცლის სურვილის იწვევს. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კოფეინი არაფერ შუაშია. ნაწლავების მუშაობაზე ყველაზე დიდ გავლენას სასმელში შემავალი ქლოროჰენური მჟავა და ქოლეცისტოკინინი ახდენს.

დიდწილად ეს გამოწვეულია იმით, რომ ყავა გასტრინის ჰორმონის წარმოებას სტიმულირებს. კუჭს მეტი კუჭის წვენის წარმოებას აიძულებს და მსხვილი ნაწლავის მოძრაობას ზრდის. იმის გამო, რომ ყავის რეაქცია სწრაფია, სჯობს ყავის დალევისას საპირფარეშოსთან ახლოს იყოთ.

შარდვის მოთხოვნილებაზე ნამდვილად კოფეინია პასუხისმგებელი. ის სისხლის მიმოქცევას და შარდის გამომუშავებას სტიმულირებს, ასევე თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობას ააქტიურებს. და მაინც, ამაში პოზიტიური არაფერია. ყავის მოყვარულებს გაუწყლოება და ყაბზობა სხვებზე ხშირად აწუხებთ.

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება

თუ ყავის მიღების შემდეგ დაცლის სურვილი გაქვთ, გილოცავთ, იმ 25-30% ადამიანთა კატეგორიაში მოხვდით, ვინც სასმელის მიმართ მგრძნობიარეა. და მაინც, ყავაზე ორგანიზმის ასეთი რეაქცია ნორმალურია, სანერვიულო არაფერია. ჩვეული ყოფა რომ არ დაგერღვეთ, რამდენიმე წესი დაიცავით:

  • დილით, ყავა სახლიდან გასვლამდე მინიმუმ 1 საათით ადრე დალიეთ.
  • გარეთ სასმელი შენობიდან გასვლამდე 40 წუთით ადრე დალიეთ.
  • მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ყავა წყლით ჩაანაცვლეთ.
  • დაიმახსოვრეთ: რაც უფრო მეტ ყავას სვამთ, მით უფრო ძლიერია შარდმდენი ეფექტი.

კვლევის ზოგიერთი რესპოდენტი ირწმუნება, რომ არა მხოლოდ ყავის შემდეგ უჩნდება საპირფარეშოში შესვლის სურვილი. მსგავსი ეფექტი ცხელ ჩაის და კაკაოს აქვს. ამ მხრივ მეცნიერების გუნდი ორ ბანაკად გაიყო. ზოგი პრობლემას ამ სასმელებში შემავალ კოფეინს აბრალებს, სხვები – ტემპერატურას. როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი ყავაზე? გაგვიზიარეთ გამოცდილება!