Connect with us

ჰოროსკოპი

მეუღლე ასანთივით ფეთქდება, მისი ნერვული სისტემის დაცვას ვცდილობ. ნერვიული ზოდიაქოს ნიშნები

ნერვიული ადამიანები ხშირად თავს ცუდად და გაღიზიანებულად გრძნობენ. ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი. მეუღლე ისე ფეთქდება, როგორც ასანთი. ვცდილობ, რომ ნაკლებად ავანერვიულო და მისი ნერვული სისტემა დავიცვა.

ასტროლოგები ამბობენ, რომ ადამიანის მაღალ შფოთვასა და ნერვიულობაზე გავლენას ახდენენ ვარსკვლავები და პლანეტები, რომლებიც მისი დაბადების დროს ცაზე იყვნენ.

ნერვიული ადამიანები

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანია იმპულსური, მღელვარე და მშფოთვარე.

ვერძი

ვერძი ბუნებით ფეთქებადი და იმპულსურია. როგორც წესი, მისი აგრესიული აფეთქებები უმიზეზო არაა. ასე ვერძი საკუთარ ინტერესებს იცავს.

ყვირილით და ურთიერთობის გარკვევით ადვილად ანგრევს მათ გეგმებს, ვინც მისი ადგილის დაკავებას ცდილობს. ამავდროულად, ვერძი გულახდილია და ეშმაკურად არასდროს იქცევა.

ტყუპები

ტყუპების ენერგია არასტაბილურია მერკურის მმართველობის გამო, რომელიც ერთი საკითხიდან მეორეზე ადვილად ერთვება, კონცენტრაციას, ბეჯითობას სწრაფად კარგავს, ერთდროულად ბევრი რამ აინტერესებს. ამ ნიშნის ნერვული მდგომარეობა სხვების მიმართ აგრესიის სახით ხშირად ვლინდება.

ბევრს ყვირის და კამათის დროს ხშირად ისტერიკას აწყობს. სიტყვაზე, ამის გამო როგორც თავად, ასევე გარშემომყოფები თავს ცუდად გრძნობენ!

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენელი ბრძენი და გონიერია, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ კომფორტის ზონიდან არ გამოვა. ქალწულს არ უყვარს, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის. ეს ძალიან აწუხებს.

ქალწული ხშირად პანიკაში ვარდება. აკვიტებული აზრები აწუხებს. სულელურ წვრილმანს მასშტაბურად აქცევს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი, როგორც ვერძი, ცეცხლის ნიშანია. აქედან მისი იმპულსურობა და გაღიზიანება მოდის. აფეთქებისას სხვებზე ბევრ რამ შეიძლება თქვას. მართალია, ისევე სწრაფად წყნარდება, როგორც ფეთქდება.

შფოთვის და სკანდალის მომენტში მშვილდოსანზე არ უნდა გაბრაზდეთ, რადგან ასეთი ქცევა მისი ბუნებაა. სამაგიეროდ, გულწრფელი და კეთილია!

თხის რქა

დიახ, თხის რქას ზედმეტი ნერვიულობა ახასიათებს. ამას ისე არ გამოხატავს, როგორც ვერძი და მშვილდოსანი, მაგრამ მის შფოთვას გარშემომყოფები მაინც ამჩნევენ.

აღელვებული თხის რქა ხშირად ტირის, ყვირის და ყურადღებას იქცევს.

ნერვიული ადამიანების ტიპების აღწერისას მახსენდება გუბერმანის სიტყვები: „როცა ბრაზს ისე ვისვრი, როგორც ნაგავს სანაგვე ყუთში, გულიდან ლაქას ვიღებ, ხშირად უცენზუროდ ვაზროვნებ, მაგრამ დელიკატურად გამოვხატავ“. მგონია, ძალიან ზუსტად ნათქვამია!

ეთანხმებით ასტროლოგების რეიტინგს? თუ ამ ხალხთან ურთიერთობის ცხოვრებისეული გამოცდილება სხვა რამეს ამბობს?

Advertisement