Connect with us

ჰოროსკოპი

მერწყულის სეზონი დაიწყო: ქალწული მუშაობს, სასწორი სიყვარულზე მღერის

ყველასთვის თხის რქის სეზონი დაძაბული და მღელვარე აღმოჩნდა. ახლა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ძალიან გვსურს. 19 იანვრიდან მერწყულის სეზონი დაიწყო. ესაა მხიარულება, ურთიერთობა, ცეკვა და გიჟური წვეულება, თამამი გადაწყვეტილებების და სიმაღლეების დაპყრობის დრო. ჰაერის სტიქიის ნიშნებს ყველაზე მეტად გაუმართლებთ: ტყუპები, სასწორი და მერწყული. უმოძრაო და სტაბილურ ნიშნებს უფრო გაუჭირდებათ: კურო, ლომი და მორიელი.

მერწყულის ნორმაა უშიშარი უნიკალურობა, აზარტული წინსვლა, მხარდაჭერა და შთაგონება. მერწყული შეიძლება იყოს მოტივატორი, გულშემატკივარი, ძალა, რომელიც ხელის ჩაქნევის უფლებას არ მოგცემთ. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მცირე წარმატებაზე მერწყულიდან აღტაცებას მიიღებთ. ეს კი წინსვლის მოტივაციას მოგცემთ.

ახლა მერწყულს მართავს სატურნი, რომელიც ყველაფრის სტრუქტურირებას და გაწონასწორებას ცდილობს, და ურანი, იმპულსური და ექსცენტრული პლანეტა. სატურნის წყალობით მერწყულის პერიოდში მიიღებთ ენერგიას, რომ გაძლიერდეთ და ყველაფერი დაალაგოთ, ურანი ექსპერიმენტებისა და კრეატივისთვის სითამამეს მოგანიჭებთ. მერწყული სოციალურად აქტიური ნიშანია და ხალხთან ურთიერთობა გაგიმარტივდებათ. კონტაქტების სია მოამზადეთ, ის გაიზრდება!

მერწყული ჯიუტია. მაშინაც თუ სიჯიუტე არ გახასიათებთ, ეს თქვენზე გავლენას იქონიებს. თუ ამ თვეში რაიმე გადაწყვიტეთ, გადარწმუნება შეუძლებელი იქნება. თუ გრძნობთ, რომ ახლა დაიწყება, შეჩერდით და დაფიქრდით: ნამდვილად მზად ხართ ამის გამო გაღვიძებული ვულკანი განასახიეროთ?

თუ თვის დაგეგმვას აპირებთ, მერწყულის სოციალურობა და გახსნილობა გაითვალისწინეთ. ახლა ნებისმიერი გუნდური საქმიანობა აქტუალურია, იქნება ეს სერიოზული თათბირი სამსახურში თუ მეგობრული შეკრება პიცაზე. თანამოაზრეების გაერთიანება, ერთობლივი ძალისხმევა – ასე საკუთარ თავს უკეთ გამოამჟღავნებთ, ურთიერთობის და გუნდური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაიგებთ. როცა სხვებს კარგად ეპყრობით, საკუთარ თავთან უკეთ მოპყრობას იწყებთ!

როგორი იქნება მერწყულის პერიოდი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის?

ვერძი

ეს თვე თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დროა შეტევაზე გადახვიდეთ! გუნდის შესაქმნელად საუკეთესო დროა. სჯობს თქვენს ირგვლივ საუკეთესო ხალხი შემოიკრიბოთ, ვინც ნამდვილად გჭირდებათ. ეს არა მხოლოდ სამსახურს, არამედ პირად ცხოვრებასაც ეხება. თუ ახლა რომელიმე მეგობარს დაკარგავთ, გამოდის დრო იყო თქვენი ცხოვრებიდან წასულიყვნენ. არ ინანოთ, ახლა ციური ჰარმონია თქვენს მხარესაა.

კურო

კარგი იქნებოდა მარტოდმარტო მშვიდად მუშაობის უფლება რომ მოგცენ, მაგრამ მერწყული თქვენს საქმეში მუდმივად ეჩრება! ნუ იჩქარებთ გაღიზიანებას, გუნდური მუშაობისთვის კარგი დროა. დროა გუნდი შეკრიბოთ და დიდებულ საქმეს ხელი მოკიდოთ, ერთად გამკლავება უფრო მარტივია. კარგი შანსი გაქვთ, რომ გუნდური მუშაობის უპირატესობაში დარწმუნდეთ. შედეგი მოგეწონებათ, ერთი ადამიანი ველზე, მეომარი ხომ არაა. მერწყული კარგ ბონუსებს გპირდებათ, ჯილდოს იმედი გქონდეთ.

ტყუპები

თქვენი თავგადასავლების სეზონი გახსნილია – მერწყული თქვენს მე-9 სახლს ააქტიურებს ანუ ზრდის, განვითარების და კვლევის კარგი შესაძლებლობა გამოჩნდება. გაწეული ძალისხმევა ბრწყინვალე შედეგამდე მიგიყვანთ. სწავლა, სწავლა და კიდევ ერთხელ სწავლა! მაშინაც კი, თუ სამბას ცეკვის სწავლას აპირებთ, პროცესში გაერთეთ.

კირჩხიბი

მძაფრი ემოციები და ახირებები ამ სეზონს რთულს გახდის როგორც თქვენთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. მერწყული თქვენს რუკაზე მე-8 სახლს ააქტიურებს და სიახლოვე მოგინდებათ. ამჯერად, მას მართავს არა ემოციები, არამედ ინტელექტი. ეს ახალ შესაძლებლობებს გზას გაუხსნის, მხოლოდ შეგნებულად იმოქმედეთ. ფიქრების გაზიარებას და ურთიერთობის სრულად გახსნას შეძლებთ. მერწყულის სეზონი შესანიშნავი დროა სექსისთვის, თქვენი მგრძნობელობა გაიფურჩქნება. მე-8 სახლი არა მხოლოდ ურთიერთობა, არამედ ვალია. ბიუჯეტს ყურადღება მიაქციეთ, რომ ხარჯები დროულად გააკონტროლოთ.

ლომი

მერწყულის სეზონი ახალი ურთიერთობის დაწყებას და არსებულის განმტკიცებას ხელს უწყობს. მერწყული უპირატესობას ანიჭებს ძლიერ პლატონურ კავშირს, რაც რომანტიკასა და სიყვარულზე იბატონებს. რომ დაფიქრდეთ, ცუდი არაა, ასეთი ურთიერთობა უფრო დიდხანს გაგრძელდება და მეტ სიხარულს მოგიტანთ. დაფიქრდით, ამ ადამიანთან ყოფნა კიდევ გსურთ თუ არა. ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად ხელსაყრელი თვეა. სამაგიეროდ, მეორე ნახევართან ურთიერთობისთვის დროს გამონახავთ და ეს პოზიტივს და მხიარულებას მოგიტანთ.

ქალწული

სანამ თხის რქა მეფობდა, რომანტიკის პერიოდი გქონდათ, ახლა უნდა იმუშაოთ. მთელი ენერგია სამსახურისკენ მიმართეთ: ბიზნეს საკითხები, სამუშაო პროცესი, პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობა. თუ გართობას და მოდუნებას გადაწყვეტთ, საქმეების სია თავს აუცილებლად შეგახსენებთ. სხვათა შორის, ამჩნევთ, რომ უსასრულო სია გაქვთ? იქნებ, სჯობს რამე მოუხერხოთ? თუ დაგეგმვა თქვენი რელიგია გახდა, ცოტა დასვენება დაგეგმეთ, თორემ გადაიწვებით. თქვენი საიდუმლო შეიძლება გახდეს სასარგებლო ჩვევები, სარგებელი – მხოლოდ წაქცევამდე მუშაობა არაა.

სასწორი

მერწყულის სეზონი იდეალურია სიყვარულისა და რომანტიკისთვის, გართობისთვის, მხიარულებისა და ახალი აღმოჩენებისთვის. საქმე მხოლოდ საძინებელს არ ეხება. უბრალოდ ზამთარში გაზაფხულის პერიოდი დაიწყო და მნიშვნელობა არ აქვს, ახლა მუდმივი პარტნიორი გყავთ თუ საინტერესო ფლირტის სეზონი გაიხსნა. თხის რქის სეზონი გაიძულებდათ უფრო სერიოზული და შრომისუნარიანი ყოფილიყავით, მაგრამ მერწყული ყველაფერს გამოასწორებს. ეს თქვენი დროა!

მორიელი

ვინ შეიძლება იყოს მერწყულზე უფრო კომუნიკაბელური? გასაკვირია, მაგრამ ახლა მორიელს განმარტოება, მოდუნება, დასვენება, ოჯახის წრეში ენერგიის დაგროვება მოუნდება. მერწყულის სეზონი გამოიყენეთ, რომ ძლიერი ზურგით აღიჭურვოთ, დროა, ნერვები დაზოგოთ. სამომავლო გეგმები დასახეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ: თქვენი აქტივობა წინაა, უახლოესი რამდენიმე თვე დიდებული მიზნები არ დასახოთ.

მშვილდოსანი

თქვენ ყველას სჭირდებით, უბრალოდ ვარსკვლავი ხართ! ისედაც კომუნიკაბელური მშვილდოსანი პოპულარობის მოზღვავებას იგრძნობს, სოციალური ცხოვრება გაჩაღდება. უამრავი შეთავაზების გამო დაძაბული გრაფიკი გაქვთ? ოჰ, კარგი ერთი, კიდევ მოიტანეთ! სახალისოა, დროა ფსონი ურთიერთობაზე დადოთ! შეხვედრებისთვის დრო დაგეგმეთ, სტუმრად წადით, წვეულებები მოაწყვეთ, ახალი ადამიანები გაიცანით და ახლო წრეში მეგობრებს კიდევ ერთი შანსი მიეცით.

თხის რქა

თქვენთვის ეს რუტინა არაა, არამედ ზომიერი წესრიგი, რომელსაც სიმშვიდე მოაქვს. წვეულებების დრო წავიდა, მაგრამ მიღწევების დროც არ მოსულა. თხის რქა ცოტა ხნით ამოსუნთქვას შეძლებს. კარგი დროა, რომ დაწყებული საქმე სრულყოფილებამდე მიიყვანოთ. გადაამოწმეთ, შესაძლო შეცდომები აღმოფხვარით. მერწყულის სეზონზე უკვე შესრულებული სამსახურისთვის დამსახურებულ ბონუსს და ჯილდოს მიიღებთ. ზამთრის მეორე ნახევრის კარგი დასაწყისია.

მერწყული

ეს თქვენი დროა და ყველაფერი თქვენთვისაა! არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მღელვარე ენერგია არა მხოლოდ სხვების, არამედ თქვენდა სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ. ეს ეგოიზმი არაა, არამედ საკუთარ თავზე შესაქები ზრუნვა. შეგიძლიათ საკუთარ თავს ამის უფლება მისცეთ. მიზნები დაისახეთ, ოცნებები და სურვილები დააკონკრეტეთ, შესაძლოა, რაღაც უბრალოდ ჩვევის გამო გსურთ. ზეციური მნათობები თქვენს მხარესაა, საჭირო კარები ღიაა, ისღა დაგრჩენიათ არსებული შესაძლებლობა გამოიყენოთ!

თევზები

ახლა თქვენი რუკის მე-12 სახლი იხსნება – ციკლის დასრულება და ცოტა იზოლაცია. დროა, რომ უკვე დაწყებულ პროექტებს მიხედოთ. სავარაუდოდ, მხიარული და კომუნიკაბელური მერწყული ვერ მოგწვდებათ, რომ ხტუნვა და გართობა გაიძულოთ. საკუთარ თავს ნუ დააძალებთ, ახლა კომფორტის პერიოდია, რადგან გაწელილი პროექტის დასრულებით კანონიერ კმაყოფილებას გრძნობთ. მოსალოდნელია იმ ხალხის დაბრუნება, ვისთანაც ურთიერთობა შეწყვიტეთ. შეამოწმეთ, ღირს თუ არა მათი დაბრუნება, ისინი ტყუილად არ გამქრალან. შემდეგი სეზონი თქვენი იქნება, მოემზადეთ – იბრწყინებთ!